სიახლეები - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
  • თამაზ ტუღუშის ვორქშოპი IBSU-ში I „დამოკიდებულება – არსი და პრევენცია“
    • 09/12/2025

    თამაზ ტუღუშის ვორქშოპი IBSU-ში I „დამოკიდებულება – არსი და პრევენცია“

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდა საინფორმაციო და პრაქტიკულ ვორქშოპი თემაზე – „დამოკიდებულება – არსი და პრევენცია“. ვორქშოპს ხელმძღვანელობდა ფსიქოთერაპევტი და სარეაბილიტაციო ცენტრის “ნებას” დამფუძნებელი – თამაზ ტუღუში. სესიის განმავლობაში სტუდენტებმა განიხილეს, როგორ მუშაობს დამოკიდებულება ბიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ დონეზე. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო: ადიქციის ძირითადი მექანიზმებს; რისკ-ფაქტორებს; ახალგაზრდებისა და მოზრდილებისთვის მნიშვნელოვან პრევენციულ სტრატეგიებს; მონაწილეებმა მიიღეს

  • IBSU-ის ჟურნალისტიკის სტუდენტებმა გარემოსდაცვით და აგრარულ საკითხებზე გამართულ პროფესიულ ტრენინგში მიიღეს მონაწილეობა
    • 28/11/2025

    IBSU-ის ჟურნალისტიკის სტუდენტებმა გარემოსდაცვით და აგრარულ საკითხებზე გამართულ პროფესიულ ტრენინგში მიიღეს მონაწილეობა

    IBSU-ს ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტებმა – გიორგი ნასარეიამ და თიკო მახარაშვილმა – მონაწილეობა მიიღეს ტრენინგში „გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხები: მედიის როლი და პასუხისმგებლობა“. მონაწილეებმა აიმაღლეს ცოდნა AKIS სისტემის, გარემოსდაცვითი უფლებებისა და სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული სერვისებისა და ინოვაციური პროგრამების შესახებ. ასევე ეწვივნენ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზას და მონაწილეობა მიიღეს შემეცნებით ტურში. ტრენინგი ორგანიზებული იყო

  • IBSU-ის სტუდენტის, ნესტან არაბულის, მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა „შინ“ საერთაშორისო ფესტივალზე ორ ნომინაციაში გაიმარჯვა
    • 28/10/2025

    IBSU-ის სტუდენტის, ნესტან არაბულის, მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა „შინ“ საერთაშორისო ფესტივალზე ორ ნომინაციაში გაიმარჯვა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსელის, ნესტან არაბულის საავტორო მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა „შინ“ საერთაშორისო ახალგაზრდული სმარტ-ფილმების ფესტივალზე ორ ნომინაციაში გაიმარჯვა – „საუკეთესო მონტაჟი“ და „საუკეთესო საოპერატორო ნამუშევარი“! გარდა ამისა, ნესტანის ნამუშევარი ჟიურის მოწვეული წევრის, ეგვიპტელი რეჟისორისა და ვიზუალური ეფექტების სპეციალისტის – ჯონ ჰეშატას რჩეული გახდა. “შინ” ასახავს სტრესული რეალობის პირობებში წონასწორობის პოვნას საკუთარ

  • ჰიბრიდული სწავლება სამაგისტრო პროგრამებზე
    • 26/08/2025

    ჰიბრიდული სწავლება სამაგისტრო პროგრამებზე

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამებს ელექტრონული სწავლების კომპონენტები დაემატა. პროგრამებს შორის არის: ▪︎ კომპიუტერული მეცნიერება ▪︎ მენეჯმენტი და ინფორმაციული ტექნოლოგიები (ორმაგი დიპლომი) ▪︎ საერთაშორისო ურთიერთობები ▪︎ აშშ-ს საგარეო ურთიერთობები ▪︎ განათლების ადმინისტრირება ▪︎ ციფრული მედია და კომუნიკაცია ▪︎ მასწავლებლის მომზადების პროგრამა (60 კრედიტიანი)

  • პროფ. დოქტ. თამარ შიოშვილი ამერიკის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრო
    • 03/07/2025

    პროფ. დოქტ. თამარ შიოშვილი ამერიკის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრო

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი და ამერიკისმცოდნეობის პროგრამების ხელმძღვანელი, პროფ. დოქტ. თამარ შიოშვილი, ამერიკის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე იმყოფებოდა. IBSU ულოცავს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ამერიკელ ხალხს და ამერიკელ კოლეგებს დამოუკიდებლობის დღეს, რომელიც 4 ივლისს აღინიშნება.

  • სტუდენტური ჟურნალების Vitascope და Dreamscape მეორე ნომრის პრეზენტაცია
    • 19/06/2025

    სტუდენტური ჟურნალების Vitascope და Dreamscape მეორე ნომრის პრეზენტაცია

    IBSU-ში ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მიერ შექმნილი სტუდენტური ჟურნალების Vitascope და Dreamscape მეორე ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე ავტორებმა და რედაქტორებმა მკითხველებს გაუზიარეს წერის პროცესთან დაკავშირებული საინტერესო დეტალები, იდეები და თავიანთი შთაგონებები. ღონისძიების დასასრულს ავტორები და რედაქტორები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. ჟურნალებში გამოქვეყნებული მასალები მოიცავს სხვადასხვა თემას, მათ შორის არის განათლება და ლინგვისტიკა, ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია, ისტორია

  • ამერიკისმცოდნეობის მე-15 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
    • 09/06/2025

    ამერიკისმცოდნეობის მე-15 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (IBSU) ამერიკისმცოდნეობის ყოველწლიურ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას მეთხუტმეტედ უმასპინძლა. კონფერენციაზე, რომელიც IBSU-ს განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ორგანიზებითა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან თანამშრომლობით ყოველწლიურად ტარდება, სიტყვით გამოვიდნენ აშშ-ს ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი, დეკანი, აფილ. პროფ; ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი თამარ შიოშვილი, ფულბრაიტის პროგრამის წარმომადგენელი ლორენ უილიამსონი და ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო

  • „ინგლისური ენის ტესტის გასწორების ეფექტური სტრატეგიები“- ტრენინგი ინგლისური ფილოლოგიის სტუდენტებისთვის
    • 30/05/2025

    „ინგლისური ენის ტესტის გასწორების ეფექტური სტრატეგიები“- ტრენინგი ინგლისური ფილოლოგიის სტუდენტებისთვის

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის აფილირებულმა პროფესორმა მაია ჩქოტუამ ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის ჩაატარა ტრეინინგი თემაზე: „ინგლისური ენის ტესტის გასწორების ეფექტური სტრატეგიები“. ტრენინგზე განიხილეს ტესტის შეფასების ეფექტური სტრატეგიები, რუბრუკების გამოყენება შეფასების პროცესში და პრაქტიკული მაგალითები რეალური დავალებებიდან. ტრენინგის მიზანი იყო სტუდენტებისთვის იმ უნარების გაძლიერება, რომლებიც აუცილებელია მათ აკადემიურ განვითარებაში და მომავალ პროფესიულ საქმიანობაში.

  • გურანდა ხაბეიშვილის ვორქშოპი: The Art of Soft Skills
    • 28/05/2025

    გურანდა ხაბეიშვილის ვორქშოპი: The Art of Soft Skills

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, დოქტორმა გურანდა ხაბეიშვილმა განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის სტუდენტებისთვის ჩაატარა ვორქშოპი თემაზე – „The Art of Soft Skills: Practical Ways To Integrate Soft Skills In The Classroom.”