სიახლეები - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
    • 03/01/2018

    დასრულდა სალექციო კურსი პროექტის „ნაციონალისტური ნარატივები და მეხსიერების ფორმირება ყოფილი კომუნისტური ბლოკის ქვეყნებში“ ფარგლებში

    30 დეკემბერს დასრულდა სალექციო კურსი პროექტის „ნაციონალისტური ნარატივები და მეხსიერების ფორმირება ყოფილი კომუნისტური ბლოკის ქვეყნებში“ ფარგლებში. დეკემბრის განმავლობაში მონაწილეებმა მოისმინეს ცხრა ლექცია, რომლებსაც უძღვებოდნენ ნაციონალიზმისა და მეხსიერების პოლიტიკის ქართველი და უცხოელი მკვლევარები, ექსპერტები, რომლებმაც მიმოიხილეს საკითხის სხვადასხვა განზომილებები და მიდგომები. სალექციო კურსი მოიცავდა შემდეგ თემებს: “ნაციონალიზმის ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში პოსტსაბჭოთა პერიოდში: მეხსიერების პოლიტიკის როლი”

    • 31/12/2017

    2 კვირიანი საგანმანათლებლო პროგრამა ესტონეთში- Estonian Ministry of Foreign Affairs Development Cooperation Scholarship

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში  სტუდენტებს წარუდგინეს პრეზენტაცია ესტონეთის გაცვლითი პროგრამის შესახებ , რომელიც მათ საშუალებას აძლევს , 2 კვირის განმავლობაში ტარტუსა და ტალინის  უნივერსიტეტში, დაესწრონ ლექციებს პროფესორებთან ერთად და გახდნენ საინტერესო თემების განხილვის მონაწილეები. აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს გრანტს ესტონეთის მთავრობისგან, რომლის მფლობელმა ქართველმა სტუდენტებმა გააცნეს დეტალური ინფორმაცია პროექტისა და მათი გამოცდილების შესახებ. ვინაიდან მათ საშუალება

    • 29/12/2017

    ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და მშვიდობისა და ინტეგრაციის საერთაშორისო ცენტრს შორის

    20 დეკემბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტსა და მშვიდობისა და ინტეგრაციის საერთაშორისო ცენტრს (ICPI) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც  უკვე ხორციელდება და სამომავლოდაც იგეგმება საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის სტუდენტების ჩართვა ცენტრის საქმიანობაში როგორც სტაჟირების პროგრამის, ასევე სხვა პროექტებში მონაწილეობის სახით.

    • 24/12/2017

    ოლივერ რაისნერის ლექცია პროექტის „ნაციონალისტური ნარატივები და მეხსიერების ფორმირება ყოფილი კომუნისტური ბლოკის ქვეყნებში“ ფარგლებში

    საგანმანათლებლო-კვლევითი პროექტის „ნაციონალისტური ნარატივები და მეხსიერების ფორმირება ყოფილი კომუნისტური ბლოკის ქვეყნებში“ ფარგლებში სალექციო კურსი გააგრძელა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ოლივერ რაისნერმა თემით „სტალინის კულტი – მუზეუმი საქართველოში“.  ლექციის ფარგლებში საუბარი შეეხო სტალინის კულტის ჩამოყალიბების ისტორიას, მიზეზებსა და თავისებურებებს საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა საქართველოში, სტალინის სიმბოლოს მითად ქცევის პროცესს, დესტალინიზაციის პერიოდებს და სხვადასხვა პოლიტიკური ელიტების ინტერესებს საკითხის

    • 21/12/2017

    საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილის გიორგი გოგუაძის საჯარო ლექცია

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის პროგრამის ინიციატივით საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილის გიორგი გოგუაძეს საჯარო ლექცია გაიმართა . მოწვეული სტუმარი გახლდათ ტერორიზმის კვლევისა და ანალიზის კონსორციუმის მკვლევარი, რომლის ფარგლებშიც ლექციაზე განხილული იქნა უსაფრთხოების საკითხები, საქართველოში ამჟამად მდგარი ყველაზე მწვავე პრობლემები , რომელიც საჭიროებს სწრაფ რეაგირებას. ამასთანავე

    • 18/12/2017

    ნინო ჩიქოვანის ლექცია პროექტის „ნაციონალისტური ნარატივები და მეხსიერების ფორმირება ყოფილი კომუნისტური ბლოკის ქვეყნებში“ ფარგლებში

    გრძელდება საგანმანათლებლო-კვლევითი პროექტი „ნაციონალისტური ნარატივები და მეხსიერების ფორმირება ყოფილი კომუნისტური ბლოკის ქვეყნებში“. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სალექციო კურსი გაგრძელდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის კვლევების ინსტიტუტის დირექტორის ნინო ჩიქოვანის ლექციით თემაზე „მეხსიერების ადგილები“ და მეხსიერების პოლიტიკა საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ“. ლექციის ფარგლებში საუბარი შეეხო საბჭოთა ეროვნული პოლიტიკის ისეთ ასპექტებს, როგორიცაა მონუმენტიზაცია, საბჭოთა არქიტექტურაში გამოხატული იდეოლოგია და