• 24/03/2017

    მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსია თემაზე „საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ“

    25 ნოემბერს საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის მიმართულების ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკურსია თემაზე „საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ“. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა და სამართლის ფაკულტეტების სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ თემაზე მომუშავე ექსპერტებთან პირისპირ განეხილათ აღნიშნული კანონის დადებითი და უარყოფითი მხარეები, დაეფიქსირებინათ საკუთარი მოსაზრებები კანონთან მიმართებით და  საკითხის შესახებ  კომპეტენტურ სპეციალისტებთან. მოწვეული სტუმრების

    • 24/03/2017

    სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი სტუდენტებთან შეხვედრას აგრძელებს!

    22 ნოემბერს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა დოქტორმა ეკატერინე ფიფიამ მორიგი საკონსულტაციო შეხვედრა გამართა საერთაშორისო ურთიერთობების ინგლისურენოვანი პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტებთან. ქ-ნმა ეკატერინემ პროგრამის ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისგან მოისმინა შესაბამისი რეკომენდაციები და რჩევები სწავლების ხარისხის, არსებული პრობლემების და მათი გადაჭრის გზების შესახებ. აღნიშნული შეხვედრების მიზანია არსებული პროგრამების  დახვეწა, სტუდენტებზე ორიენტირებული მიდგომების

    • 24/03/2017

    გადაწყვეტილების მიღების პროცესი: ბიუროკრატია vs მოქნილობა – ირმა მიქაძის საჯარო ლექცია სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე

    21 ნოემბერს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვევით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო სამსახურის ბიუროს საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის ირმა მიქაძის საჯარო ლექცია თემაზე „გადაწყვეტილების მიღების პროცესი: ბიუროკრატია vs მოქნილობა“. ლექციის ფარგლებში ქ-ნმა ირმამ სტუდენტებს გააცნო საჯარო სამსახურის სპეციფიკა, კერძო და სახელმწიფო სექტორების შედარებითი ანალიზის საფუძველზე წარმოადგინა თანამედროვე მენეჯმენტის უმთავრესი პრინციპები, როგორიცაა რისკების

    • 24/03/2017

    „არასამთავრობო სექტორის როლი გადაწყვეტილების მიღების პროცესში“ – ეკა გიგაურის საჯარო ლექცია სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე

    16 ნოემბერს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვევით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის საჯარო ლექცია თემაზე „არასამთავრობო სექტორის როლი გადაწყვეტილების მიღების პროცესში“. ლექციის ფარგლებში ქ-ნმა ეკამ ისაუბრა არასამთავრობო ორგანიზაციების სახეებზე, საქმიანობის სპეციფიკაზე საქართველოში, იმ სირთულეებზე, რომლებსაც ორგანიზაციები აწყდებიან აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და მოქალაქეებთან ურთიერთობებისას.  მან ასევე ისაუბრა კონკრეტულად

    • 23/03/2017

    სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი სტუდენტებთან შეხვედრას აგრძელებს!

    სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი, დოქტორი ეკატერინე ფიფია აგრძელებს საკონსულტაციო შეხვედრებს სტუდენტთა ფოკუს ჯგუფებთან. ამჯერად საუბარი ეკონომიკის მიმართულების ინგლისურენოვანი პროგრამის მეოთხე სტუდენტებთან გაიმართა. ქ-ნმა ეკატერინემ პროგრამების ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისგან მოისმინა შესაბამისი რეკომენდაციები და რჩევები სწავლების ხარისხის, არსებული პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ. აღნიშნული შეხვედრების მიზანია არსებული პროგრამების დახვეწა, სტუდენტებზე

    • 23/03/2017

    „ევროინტეგრაცია როგორც საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი“ – არჩილ ყარაულაშვილის საჯარო ლექცია სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე

    10 ნოემბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის არჩილ ყარაულაშვილის საჯარო ლექცია თემაზე „ევროინტეგრაცია როგორც საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი“. ლექციის ფარგლებში ბატონი არჩილი შეეხო ევროინტეგრაციის პროცესებთან დაკავშირებულ სირთულეებსა და გამოწვევებს, რომლებიც საქართველოს უდგას დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე. სტუმარმა გააკეთა შედარებითი ანალიზი რეგიონის სხვა ქვეყნების მაგალითზე და

    • 23/03/2017

    „საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი ასპექტები“ – დავით დონდუას საჯარო ლექცია სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე

    2 ნოემბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუას საჯარო ლექცია თემაზე “საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები”. ლექციის ფარგლებში სტუმარმა ისაუბრა გადაწყვეტილების მიღების პროცესის, კერძოდ, პოლიტიკის დაგეგმვისა და ანალიზის სპეციფიკაზე, გააკეთა შედარებითი ანალიზი საგარეო და საშინაო პოლიტიკის წარმოების თავისებურებების შესახებ, მნიშვნელოვანი დოკუმენტების მოკლე მიმოხილვის გზით ახსნა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითადი

    • 23/03/2017

    ტურნირი კარლ პოპერის სახელობის ფასეულობათა ფორმატის დებატებში

    30 ოქტომბერს დაიწყო ტურნირი კარლ პოპერის სახელობის ფასეულობათა ფორმატის დებატებში. ტურნირი პროექტ “დებატები FSS-ზე”-ს ფარგლებში ხორციელდება. ორი ტურის განმავლობაში ერთმანეთს დაუპირისპირდა წინასწარ შერჩეული 7 გუნდი, რომლებიც სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდნეტებით იყო დაკომპლექტებული და რომლებმაც პროექტის ფარგლებში უვკე გაიარეს 3-დღიანი ტრენინგი. ჩემპიონატის პირველი სათამაშო დღის ბოლოს ქულათა რაოდენობის მიხედვით გამოვლინდა ორი ფინალისტი: პირველ ნოემბერს ფინალურ თამაშში ერთმანეთს

    • 23/03/2017

    დებატები FSS-ზე დაიწყო!

    26 ოქტომბერს დაიწყო სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილი პროექტი „დებატები FSS-ზე!“. წინასწარ დარეგისტრირებული 8 გუნდი გაივლის 3-დღიან ტრენინგს დებატების ხელოვნებაში. კარლ პოპერის ფასეულობათა ფორმატის დებატებში ტრენინგს უძღვება თავისუფალი დებატების ლიგის მოდებატე ილია ქარდავა. ტრენინგის შედეგად მიღებულ ცოდნას სტუდენტები გამოავლენენ დებატების ორდღიან ჩემპიონატზე, რომელიც 30-31 ოქტომბერს გაიმართება და რომლის გამარჯვებული გუნდიც დაჯილდოვდება წიგნების მაღაზიათა