- 06/02/2017
აბსტრაქტი კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ აბსტრაქტი ქართულ ან ინგლისურ ენაზე, რომელიც დააკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: აბსტრაქტი უნდა შეიცავდეს საკვანძო სიტყვებს (მაქსიმუმ 4 საკვანძო სიტყვა), პრობლემის/დასმული საკითხის მოკლე აღწერასა, კვლევის მეთოდოლოგიას და თეორიულ დისკუსიას; მოცულობით უნდა იყოს მინიმუმ 550 და მაქსიმუმ 600 სიტყვა; MS Word-ის ფორმატში (Times New Roman, Sylfaen, შრიფტის ზომა -12, სტრიქონებს შორის 1.5
დარგის სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული ჟიური კონფერენციაზე გახსნილი თითოეული სექციიდან შეარჩევს საუკეთესო ნაშრომს, რომლის ავტორ(ებ)ს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი დააჯილდოვებს თბილისი მოლის 100-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერით. საუკეთესო ნაშრომები გამოქვეყნდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცემაში „სტუდენტთა ჟურნალი სოციალურ მეცნიერებებში“. ნაშრომების შეფასება
აკადემიური კომისია კონფერენციის მონაწილეების ნაშრომებს შეაფასებს აკადემიური კომისია შემდეგი შემადგენლობით: საერთაშორისო ურთიერთობები და პოლიტიკის მეცნიერება ივანნა მაჩიტიძე – ასოცირებული პროფესორი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი; თამარ ქარაზანიშვილი – მოწვეული ლექტორი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი; ზურაბ დავითაშვილი – პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; გიორგი კვინიკაძე – პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; გიორგი
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ მოტივირებულ ახალგაზრდებს, სტუდენტებსა და მკვლევარებს, რათა მათ განსხვავებული პერსპექტივებიდან განიხილონ რეგიონულ სტაბილურობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში აკრედიტებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის მესამე და მეოთხეკურსის სტუდენტებსა და მაგისტრანტებს; შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს, რომლებიც დაინტერესებული არიან რეგიონის პრობლემატიკითა და არსებული გამოწვევებით; გამონაკლისის სახით მონაწილეობის
მონაწილეებს შეუძლიათ წარმოადგინონ ნაშრომები შემდეგ თემებზე (დასაშვებია როგორც ერთ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის, ისე – რამდენიმე ქვეყნის შედარებითი ანალიზი რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ): a ეკონომიკა a -ეკონომიკური რეფორმები, ეკონომიკური პოლიტიკა და ბიზნესის განვითარება კავკასიის რეგიონში; -სამხრეთ კავკასიის ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირში; -ეროვნული ვალუტების გაუფასურება და ეკონომიკური გამოწვევები კავკასიის რეგიონში; -კავკასიის რეგიონის, როგორც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის
სტუდენტთა სარეიტინგო სისტემა არის სტუდენტების ჩართულობის სტრატეგიის ფარგლებში სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ ინიცირებული პროექტი, რომელიც გულისხმობს სტუდენტების რეიტინგის შედგენას მათ მიერ კლასგარეშე და არაპროგრამულ ღონისძიებებში გამოჩენილი აქტიურობის მიხედვით როგორც უნივერსიტეტში, ისე მის ფარგლებს გარეთ. სტუდენტთა სარეიტინგო სისტემის ძირითადი პრინციპი გულისხმობს სტუდენტთა რეიტინგის დადგენას მოცემული კრიტერიუმებისთვის მინიჭებული ქულების დაჯამების გზით. დაჯამებულ ქულათა მაქსიმუმი არაა განსაზღვრული. სემესტრის ბოლოს
საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების მეორე, მესამე და მეოთხე კურსელთა საყურადღებოდ! სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების მეორე, მესამე და მეოთხე კურსელ სტუდენტებს სთავაზობს 45-დღიან სასწავლო პრაქტიკას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ მიმართოთ და ჩააბაროთ თქვენს ფაკულტეტს: · განცხადება · ნიშნების ფურცელი სტუდენტები შეირჩევიან აკადემიური მოსწრების მიხედვით. განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა: 2016 წლის 9 დეკემბერი საკონტაქტო
ყურადღება! გთხოვთ იხილოთ ფინალური გამოცდების ცხრილი იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე გამოცდა ერთმანეთს ემთხვევა, გთხოვთ აცნობოთ საგამოცდო ცენტრს არაუგვიანეს 12 დეკემბრისა (A307).
ყურადღება! განისაზღვრა შიდა მობილობის ვადები 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის: 10.01.2017- 12.01.2017 ფაკულტეტის / პროგრამის შეცვლის მსურველის განცხადების რეგისტრაცია; 13.01. 2017 – 27.01.2017 კრედიტების აღიარება და ჩასარიცხ პირთა შესახებ გადაწყვეტილების მომზადება; 30.01.2017 – 6.02.2017 უნივერსიტეტსა და მობილობაში მონაწილე სტუდენტს შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმება.
თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ. #2
+995 322 800 064
info@ibsu.edu.ge
ორშ-პარ: 9:00-18:00