- 16/05/2023
Erasmus + გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, აშშ-ს საგარეო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი თეა ჭუმბურიძე პოლონეთის ვროცლავის უნივერსიტეტს ესტუმრა, სადაც ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის ჩაატარა სალექციო კურსი სახელწოდებით “პოლონურ-ქართული ურთიერთობების დინამიკა 15-ე საუკუნედან დღემდე”.
IBSU-ს ამერიკისმცოდნეობის პირველი კურსის სტუდენტები, ანანო გოგია და საბა ფრუიძე დიპლომატიური ვიზიტით ესტონეთში, ნატოსა და ევროკავშირის ორდღიან სამიტზე იმყოფებოდნენ, სადაც მონაწილეებს სიტყვით მიმართეს. სამიტის ფარგლებში სტუდენტები შეხვდნენ ესტონეთის პრეზიდენტს, ამერიკის ელჩს ესტონეთში, სხვადასხვა ქვეყნის ელჩებს, ნატოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებსა და დელეგატებს. სამიტზე განიხილეს მნიშვნელოვანი მოვლენები, როგორებიცაა რუსეთ-უკრაინის ომი, ომის გავლენა მსოფლიოზე და უკრაინის ნატოში შესვლის პერსპექტივა.
IBSU-ს ინტერდისციპლინური კვლევის ცენტრმა სამეცნიერო სემინარს “ინტერდისციპლინური კვლევები ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში 21-ე საუკუნეში” უმასპინძლა, რომელშიც მკვლევრები და ახალგაზრდა მეცნიერები მონაწილეობდნენ. საერთაშორისო სემინარი მიზნად ისახავს სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების ინტერდისციპლინური კვლევითი მიდგომების ხელშეწყობას, სხვადასხვა თაობის მეცნიერების ინტეგრირებას კვლევით საქმიანობაში და ცოდნის დისემინაციას, აქტუალური საკითხების გაშუქებასა და გავრცელებას ინტრა და ინტერ-საუნივერსიტეტო ქსელების საშუალებით.
IBSU-ს „ციფრული მედიისა და კომუნიკაციის“ სამაგისტრო პროგრამის პირველკურსელმა სტუდენტებმა ონლაინ გაცვლითი პროგრამა დაიწყეს ჩიკაგოს დეპოლის უნივერსიტეტის სტუდენტებთან. ხუთკვირიანი თანამშრომლობის ფარგლებში, სტუდენტები კონტენტანალიზის მეთოდის გამოყენებით გაანალიზებენ ამერიკულ და ქართულ მედიას. პროექტი გარდა პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა, ხელს შეუწყობს სტუდენტებში მულტიკულტურული უნარების გამომუშავებას. პროგრამა ხორციელდება დეპოლის უნივერსიტეტის გლობალური სწავლებების ცენტრის ინიციატივით.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში პროფესორ ნათელა დოღონაძის ელექტრონული წიგნის პრეზენტაცია – “მამების როლი შვილი გოგოებისა და შვილი ბიჭების ცხოვრებაში” გაიმართა.
IBSU-ს ლექტორმა ნატო ფაჩუაშვილმა ვორქშოფი ჩაატარა თემაზე “გადადი ონლაინ: ინტერაქციის გაძლიერება ციფრული საშუალებების გამოყენებით.” ვორქშოპის მონაწილეები გაეცნენ ციფრულ მოწყობილობებს, რომლებიც მოსწავლეებისთვის ძლიერი ინტერაქციული გარემოს შექმნას უზრუნველყოფენ. ნატო ფაჩუაშვილმა ასევე ისაუბრა ინგლისურის, როგორც უცხო ენის სწავლებისთვის საჭირო ინტერაქციული ციფრული სასწავლო რესურსების მნიშვნელობაზე.
მსოფლიო პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით, IBSU-ს ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა, ავთანდილ ზარნაძემ და მარიამ ბიბილაშვილმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოში აშშ საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელსაც მედია ატაშე ჯონ ფერი უძღვებოდა. დისკუსია წარიმართა ამერიკელი ავტორის, მეთ ტაიბის ბესტსელერის „სიძულვილი: რატომ ახერხებს დღევანდელი მედია გვძულდეს ერთმანეთი“ ირგვლივ. ღონისძიებას ესწრებოდნენ სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი პროფ. დალი ოსეფაშვილი
ინგლისური ენის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, IBSU-ს ენების კლუბმა, Lingo Quest-მა მორიგი შემეცნებით-გასართობით თამაში Lingodyssey ჩაატარა, რომელშიც IBSU-ს სტუდენტებთან ერთად, ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის ლექტორებიც ჩაერთნენ. თამაშის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ კრეატიულად წარმოეჩინათ თავიანთი ცოდნა ინგლისური ენის თავისებურებების შესახებ. გამარჯვებული სტუდენტებითა და ლექტორებით დაკომპლექტებული გუნდები, ფინალურ რაუნდში ბიბლუსისა და ბაკურ სულაკაურის სასაჩუქრე ბარათებით დაჯილდოვდნენ.
IBSU-ს დებატებისა და კრიტიკული დისკუსიების კლუბმა, ამერიკისმცოდნეობის სტუდენტურ კავშირთან თანამშრომლობით, ღონისძიება გამართა, რომელიც სექსუალური ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეს მიეძღვნა. სტუდენტებმა პრეზენტაციის დროს ვრცლად ისაუბრეს სექსუალური ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე, პრევენციის გზებსა და ძალადობის მსხვერპლთა დახმარების გზების შესახებ. გამომსვლელებმა ერთმანეთს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ თამარ შიოშვილი, ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი, თეა ჭუმბურიძე, აშშ-ს საგარეო
თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ. #2
+995 322 800 064
info@ibsu.edu.ge
ორშ-პარ: 9:00-18:00