• 28/11/2023

    ტელეწამყვანი ქეთა ციცქიშვილი ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტებს შეხვდა

    IBSU-ს ჟურნალისტიკისა და მედიის კლუბის ორგანიზებით, ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ქეთა ციცქიშვილმა უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებთან შეხვედრა გამართა. ინტერაქტიულ ლექციაზე ქეთა ციცქიშვილმა ვრცლად ისაუბრა მედიაში კრიმინალის გაშუქების საკითხებზე და სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.

    • 28/11/2023

    მადლიერების დღე IBSU-ში

    ამერიკისმცოდნეობის პროგრამის ინიციატივითა და ორგანიზებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მადლიერების დღე ტრადიციულად აღინიშნა. ღონისძიებას დაესწრნენ IBSU-ს რექტორი კახა შენგელია, აშშ-ს საელჩოს მრჩეველი საჯარო დიპლომატიის დარგში, ალექსანდერ დანიელსი, ამერიკელი ფულბრაიტელი მკვლევრები, პროგრამის სტუდენტები, ლექტორები და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლები. სუფრა ტრადიციულად აერთიანებდა სტუდენტების მიერ მომზადებულ ქართულ და ამერიკულ კერძებს.

    • 26/10/2023

    IBSU-ს ლექტორები ათენში გამართულ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრნენ

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კონფერენციებისა და პუბლიკაციების სამსახურის ხელმძღვანელმა დოქტ. გივი ამაღლობელმა და აშშ-ს საგარეო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა ასოც. პროფ. დოქტ. თეა ჭუმბურიძემ მონაწილეობა მიიღეს საბერძნეთის დედაქალაქ ათენში  გამართულ  ეკოლოგიის საკითხებისადმი მიძღვნილ რიგით მეოთხე საერთაშორისო კონფერენციაში (International Conference on Environmental Design, ICED, 2023).  ასოც. პროფ. დოქტ. თეა ჭუმბურიძემ წარადგინა მოხსენება დასახელებით „გარემოს დაცვასთან დაკავშირებული

    • 05/10/2023

    განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი როტერდამში კონფერენციას დაესწრო

    IBSU-ს განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი, ამერიკისმცოდნეობის პროგრამების ხელმძღვანელი, პროფ. დოქტ. თამარ შიოშვილი როტერდამში საერთაშორისო განათლების ევროპის ასოციაციის კონფერენციას დაესწრო. თამარ შიოშვილმა შეხვედრა გამართა საფრანგეთის ბრიტანიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან სტუდენტთა გაცვლაზე ორიენტირებულ თანამშრომლობის მემორანდუმის განახლებასთან დაკავშირებით. უნივერსიტეტებმა მემორანდუმს ხელი 2019 წელს მოაწერეს, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო ვერ განხორციელდა.

    • 29/09/2023

    IBSU-ს წარმომადგენლები IAFOR-ს ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრნენ

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის წარმომადგენლები ოფიციალური მოწვევით იმყოფებოდნენ საერთაშორისო აკადემიური ფორუმის (IAFOR) მიერ ორგანიზებულ განათლების რიგით მე-4 საერთაშორისო კონფერენციაზე, ქალაქ ბარსელონაში. კონფერენციაში 200-მდე მეცნიერ-მკვლევარი მონაწილეობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. IAFOR-ის კონფერენციები განათლების შესახებ ხელს უწყობს აკადემიურ დისკუსიას, ცოდნის გაზიარებას და ეხება ცვლილებებს, ტრანსფორმაციას და სოციალურ სამართლიანობას. კონფერენციაზე მოხსენებები გააკეთეს შავი

    • 15/08/2023

    პროფ. დალი ოსეფაშვილმა სოციალურ მეცნიერებათა მე-6 საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

    IBSU-ს „ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა პროფ. დალი ოსეფაშვილმა ბერლინში გამართულ სოციალურ მეცნიერებათა მე-6 საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. მან კონფერენციაზე წარადგინა მის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, სახელწოდებით – „სოციალური მედია, როგორც ინფორმაციის მიღების წყარო: ახალგაზრდების დამოკიდებულებები (საქართველოს მაგალითი)“.

    • 07/07/2023

    IBSU-ს სტუდენტებმა განათლების სტუდენტურ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

    IBSU-ს განათლების ადმინისტრირების პროგრამის სტუდენტებმა, ხატია ბერიძემ, მარიამ კუპატაძემ და თამარ შიოშვილმა, მონაწილეობა მიიღეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ განათლების სტუდენტურ კონფერენციაში. სტუდენტების მიერ წარდგენილი კვლევითი პროექტების პრეზენტაციები თემატურად ფარავდა განათლების ყველა საფეხურს. კონფერენციაზე გაზიარდა საინტერესო პრაქტიკები და რეკომენდაციები მაგისტრანტთა კვლევის თემატიკების შესაბამისად.  

    • 30/06/2023

    ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა მონაწილეობა მიიღო CEECOM-ს კონფერენციაზე

    IBSU-ს ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა პროფ. დალიოსეფაშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროპის მედიისა და კომუნიკაციის ასოციაციის (ECREA) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მედიისა და კომუნიკაციის მკვლევართა  სექციისკონფერენციაზე (CEECOM2023), რომელიც წელს ჩეხეთში, მასარიკის უნივერსიტეტში (ბრნო) გაიმართა.  კონფერენციის თემა იყო „ცენტრალურ და აღმოსავლეთის ევროპის ცვალებადი მედიაგარემოსსაფრთხეები, გამოწვევები და შესაძლებლობები“. პროფ. დალი ოსეფაშვილმა მის მიერ ჩატარებული კვლევის

    • 28/06/2023

    სტუდენტური ჟურნალის ‘VITASCOPE’ პრეზენტაცია IBSU-ში

    IBSU-ში სტუდენტური ჟურნალის ‘VITASCOPE’ პირველი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. ჟურნალში, რომელიც ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში დაარსდა, გამოქვეყნებულია სტატიები შემდეგ თემებზე: განათლება და ლინგვისტიკა, ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია, ისტორია და კულტურა, ფილოსოფია და ეთიკა, პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები, ფსიქოლოგია და ნეირომეცნიერება, გარემოსდაცვითი კვლევები და მდგრადობა. პრეზენტაციის დასასრულს სტატიების ავტორებს და რედაქტორებს სერტიფიკატები და IBSU-ს ბრენდირებული საჩუქრები გადაეცათ.