საჯარო ადმინისტრირება და სახელმწიფო მმართველობა

პროგრამის აღწერა

საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის საბაკალავრო პროგრამის მიზანია მისცეს სტუდენტებს თანამედროვე ცოდნა და სათანადო კვალიფიკაცია სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის ფუნქციონირების სფეროში.

პროგრამის მიზანია, მოვამზადოთ კვალიფიციური საჯარო მოხელეები სხვადასხვა შესაბამისი სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებისთვის, ზემოაღნიშნული ინსტიტუტების მომავალი ხელმძღვანელები თანამედროვე გარემოში ეფექტური და წარმატებული საქმიანობისათვის, რათა მათ გააჩნდეთ ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლის მეშვეობითაც ისინი შეძლებენ წარმატებით გადალახონ მათ წინაშე არსებული სირთულეები, ჩააბარონ შესაბამისი საკვალიფიკაციო გამოცდები.

სწავლის პროცესში, განსაკუთრებით დიდი ყურადღება ეთმობა საჯარო ადმინისტრირების სფეროში არსებული თეორიული და პრაქტიკული საკითხების შესწავლას, სამთავრობო ინსტიტუტების საქმიანობის შესწავლას, საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში შესაბამის სფეროში არსებული კანონმდებლობის დეტალურ ანალიზს, სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის ფუნქციებს და ა.შ. ასევე, საჯარო მმართველობასთან დაკავშირებული ისტორიული, სამართლებრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური, ფსიქოლოგიური და სხვა ასპექტების დეტალურ ანალიზს. აღნიშნულ სფეროში საქმიანობა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, ჩამოყალიბდნენ თანამედროვე საჯარო მოხელეებად.

პროგრამა შესაძლებლობას აძლევს სტუდენტს განავითაროს სოციალურ, ეთიკურ და მორალურ ფასეულობათა პატივისცემა, გადაწყვეტილების მიღების და კომუნიკაციის უნარები,  პროფესიული კარიერისათვის აუცილებელი ცოდნა და უნარ-ჩვევები.

 

პროგრამაზე ჩარიცხვის წესი

პროგრამაზე სტუდენტი დაიშვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს. პროგრამაზე მიღების წინაპირობაა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება.

ჩასაბარებელი ძირითადი საგნები: ქართული ენა, უცხო ენა (გერმანული, ინგლისური, რუსული ან ფრანგული). მესამე ჩასაბარებელი საგანია ისტორია ან გეოგრაფია ან სამოქალაქო განათლება ან მათემატიკა.უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩარიცხვა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე.

საქართველოს მოქალაქეები ჩაირიცხებიან IBSU-ს საბაკალავრო პროგრამაზე, თუ მათ წარმატებით აქვთ ჩაბარებული ერთიანი ეროვნული გამოცდები (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე www.naec.ge).

საერთაშორისო აპლიკანტების ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე https://iro.ibsu.edu.ge/ka/მიღება/ ).

მობილობის წესით ჩარიცხვა ხორციელდება წელიწადში ორჯერ. შიდა მობილობა ხორციელდება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე www.ibsu.edu.ge). გარე მობილობა ხორციელდება სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: www.eqe.ge).

 

დასაქმების სფერო

საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულთა დასაქმების ყველაზე რელევანტურ სფეროდ სახელმწიფო სექტორი მოიაზრება. კერძოდ, სახელმწიფო უწყებები ცენტრალურ თუ ადგილობრივ დონეზე, მათ შორის, აღმასრულებელი და საკონმდებლო სახელისუფლებო შტოების ადმინისტრაციული რგოლები. რადგან პროგრამა სტუდენტებს აწვდის არამხოლოდ დარგისთვის სპეციფიკურ კონკრეტულ ცოდნას, არამედ  ყურადღებას ამახვილებს მართვის ისეთ უნივერსალურ საკითხებზე, როგორიცაა მენეჯმენტი, ორგანიზაციული ქცევა, პროექტის მენეჯმენტი, ბიუჯეტირება და სხვა., პროგრამის კურსდამთავრებულების დასაქმების არეალად მოიაზრება არამხოლოდ საჯარო და არასამთავრობო სექტორი არამედ  საერთაშორისო ორგანიზაციები თუ  კერძო კომპანიები.

მისანიჭეებელი კვალიფიკაცია: საჯარო მმართველობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი

სწავლების ენა: ქართული

ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულებისთვის : 4590 ლარი

 

საკონტაქტო ინფორმაცია

ელ-ფოსტა: tkakutia@ibsu.edu.ge, kmarkozashvili@ibsu.edu.ge
ტელ: + 995 322 800 064
მისამართი: N2, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13კმ, 0130 თბილისი, საქართველო
ოთახი: # 307

 

პროგრამა