- 17/07/2025
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ინგლისურენოვან იმიტირებულ სასამართლო პროცესში. ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებმა განივითარეს ფართო სპექტრის პროფესიული უნარ-ჩვევები, რაც მოიცავს ორატორულ ხელოვნებას, იურიდიული არგუმენტაციის, ასევე კრიტიკული აზროვნების უნარს. ინგლისურ ენაზე განხორციელებულმა სასამართლო პროცესმა ხელი შეუწყო მათ საერთაშორისო სამართლებრივი კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განვითარებას, დარგობრივი სამართლებრივი ტერმინოლოგიის სრულყოფას, ასევე დამაჯერებელი გამოსვლების, სტრესულ სიტუაციებში სწრაფი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერითა და სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის ორგანიზებით, სამართალმცოდნეობის და საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ. აღნიშნულ პროექტს ხელმძღვანელობდნენ სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანი, აფილ. პროფესორი ირაკლი შამათავა და საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამების ადმინისტრაციული დირექტორი, ქრისტინე ქარდავა. ვიზიტის ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ სამოსამართლო საქმისწარმოების წესებს და
IBSU-ს სამართლის და სახელმწიფო მმართველობის სკოლაში, საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის ბაკალავრიატის II კურსის სტუდენტებისთვის ჩატარდა საჯარო გამოსვლების კონკურსი. სტუდენტებმა წარმოადგინეს მოხსენებები ამბის თხრობის ხელოვნებაზე, ცნობილ საჯარო გამომსვლელებზე, ასევე სხეულის ენის, ჟესტიკულაციის, დროის მენეჯმენტის, სტილის, ჩაცმის ეტიკეტების, ქარიზმატული, სპონტანური და მონოტონური საჯარო გამოსვლების, დარწმუნების ხელოვნების, არგუმენტირების, კრიტიკისა და სხვა უნარების შესახებ. სკოლის დეკანმა, აფილ. პროფესორმა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის, საბაკალავრო ნაშრომების შესრულების და გაფორმების სტანდარტთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ პრორექტორი კვლევით დარგში, აფილირებული ასოცირებული პროფესორი თეა კბილცეცხლაშვილი და სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანი, აფილირებული პროფესორი ირაკლი შამათავა. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა საბაკალავრო ნაშრომის მომზადების მეთოდოლოგია, ნაშრომებში დაშვებული ხარვეზები, ასევე ნაშრომის აკადემიურად
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა პროექტის “საჯარო გამოსვლების ჩემპიონატი მოსწავლეებისთვის” ფინალს უმასპინძლა, რომლის ფარგლებში სამართლის და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი შამათავამ პროექტის გამარჯვებული მოსწავლე სერტიფიკატითა და ბრენდირებული საჩუქრით დააჯილდოვა. კამპუსში ჩატარებულ ტრენინგებზე სკოლის მოსწავლეებმა ისწავლეს იდეების გასაგებად და დამაჯერებლად წარმოჩენა, ეფექტური საჯარო გამოსვლა/პრეზენტაციის მომზადება და სხეულის ენის სწორად გამოყენება.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (IBSU) სტუდენტური პროექტის ‘იმიტირებული სასამართლო’ ფინალს უმასპინძლა და გამარჯვებული მოსწავლეები ბრენდირებული საჩუქრებითა და სერტიფიკატებით დააჯილდოვა. პროექტის ფინალურ შეხვედრას დაესწრო სამართლის და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანი, პროფესორი ირაკლი შამათავა. პროექტის ფარგლებში ჩატარებულ ტრენინგებს უძღვებოდა IBSU-ს სამართალმცოდნეობის მე-4 კურსის სტუდენტი ალექსანდრე ღიბრაძე. IBSU-ს სტუდენტური პროექტი მიზნად ისახავს: მონაწილეებს გააცნოს სასამართლო პროცესის სტრუქტურა; განუვითაროს სამართლებრივი მსჯელობისა და
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლამ და ბიზნესის სკოლამ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებს უმასპინძლეს. ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის პოპულარიზაციის მიზნით, საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ იოსებ ვარძელაშვილმა და საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსმა ლევან ძნელაძემ IBSU-ს სტუდენტებს გააცნეს მათი უწყების ამოცანები, სპეციფიკა და კარიერული ზრდის პერსპექტივა. პროგრამის პრეზენტაციაზე სტუდენტებს განემარტათ შესარჩევი სამეტაპიანი კონკურსის მოთხოვნები. საგამოძიებო სამსახურის სტაჟირების პროგრამით
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის მხარდაჭერით, კრიმინალისტიკის საგნის ფარგლებში, უნივერსიტეტში მოეწყო იმიტირებული შემთხვევის ადგილის დათვალიერება. იმიტირებული პროცესის ინიციატივა ეკუთვნის საქართველოს პროკურატურის პროკურორს, მოწვეულ ლექტორს, ირაკლი მინაშვილს. პრაქტიკული სამუშაოები კი განახორციელა შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტმა თამარ კაპანაძემ. შემთხვევის ადგილის დათვალიერება მაქსიმალურად იყო მიახლოებული რეალობასთან. დათვალიერებისას ექსპერტ-კრიმინალისტმა გამოიყენა საგამოძიებო პროცედურებისთვის საჭირო რეალური ხელსაწყოები
ლუიჯი ვანვიტელის კამპანიის უნივერსიტეტის (Università degli Studi della Campania Luigi Vanvitelli, იტალია) შედარებითი კერძო სამართლის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ანდრეა ბორონმა და დოქტორმა ფაბიო ზამბარდინომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანს, პროფესორ ირაკლი შამათავას პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფარგლებში, უნივერსიტეტისთვის საჩუქრად იურიდიული ლიტერატურა გადასცეს. წიგნები გამოქვეყნებულია იტალიურ და ინგლისურ ენებზე, განკუთვნილია სტუდენტებისთვის, სამეცნიერო