- 13/12/2021
IBSU სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა ჰიბრიდული ვორქშოფი თემაზე “ცოდნის მართვის ელექტრონული ტენდენციები და საერთაშორისო ბაზების გამოყენება კვლევის პროცესში” სპიკერი: ხატია ბუტიკაშვილი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი შეხვედრაზე განხილული თემები: ბიბლიოთეკის კოლექციის აღმოჩენა და მართვა; იმპაქტ ფაქტორი და მისი გავლენა სამეცნიერო სფეროზე; საერთაშორისო ბაზების შესაძლებლობები და ინსტრუმენტები. შეხვედრას სტუდენტების ნაწილი საკონფერენციო დარბაზში, ნაწილი კი ონლაინ
დასრულდა 2021 წლის ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული. მიმდინარე წელს კვირეულში მონაწილეობას იღებდა საქართველოს 14 უნივერსიტეტი, რომელთა ორგანიზებით დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის ღონისძიება. კვირეულის ფარგლებში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა ორი საჯარო ლექცია თემებზე: შრომის პირობების დაცვა და COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები და სოციალური მედია და სიტყვის თავისუფლება.
IBSU-სა და იურიდულ ფირმა „ჯეი ენდ თი ქონსალთინგ“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი IBSU-ს რექტორმა საფფეთ ბაირაქთუთანმა და „ჯეი ენდ თი ქონსალთინგი“- ს მმართველმა პარტნიორმა, დოქტ. სიმონ ტაკაშვილმა მოაწერეს. ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს საერთო ინტერესებიდან გამომდინარე სხვადასხვა ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებასა და საგანმანათლებლო პროექტებში ჩართულობას, რაც სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს დაეხმარება გამოიმუშაონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები და გაიღრმავონ სასწავლო
IBSU-ს სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა ონლაინ საჯარო ლექცია, თემაზე „ევროკავშირის სამართალი და ასოცირების ხელშეკრულება“. ლექცია ჩაატარა სამართლის დოქტორმა, ეკატერინე ქარდავამ, რომელმაც ისაუბრა ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების პირობებზე, დირექტივებსა და რეგლამენტებზე. ასევე განიხილა ევროკავშირის კანონმდებლობასთან ქართული კანონმდებლობის მიერთების გამოწვევები ეკატერინე ქარდავა არის ჟან მონეს პროფესორი, სამართლებრივი აპროქსიმაციის საერთაშორისო ექსპერტი (მოლდოვა), ასოციაციის “ევროპის დროით” თავმჯდომარე.
IBSU სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ორგანიზებით, 10 დეკემბერს, 14:00 საათზე ჩატარდება ჰიბრიდული ვორქშოფი თემაზე “ცოდნის მართვის ელექტრონული ტენდენციები და საერთაშორისო ბაზების გამოყენება კვლევის პროცესში.” სპიკერი: ხატია ბუტიკაშვილი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი. შეხვედრის ლინკი ( https://meet.google.com/fws-jjxv-ont?authuser=0 ) ხელმისაწვდომი იქნება სამართლის ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის საბაკალავრო და შედარებითი კომერციული სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის, ხოლო ადგილზე დასწრებას შეძლებენ მწვანე პასპორტის მქონე სტუდენტები(მაქსიმუმ
IBSU-ს სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ორგანიზებით, ჩატარდა ონლაინ საჯარო ლექცია, თემაზე „თეთრი საყელოს დანაშაული გერმანიაში“. ლექცია ჩაატარა ზაარბრიუკენის უნივერსიტეტის საპატიო სენატორმა და დოქტორმა მიხაელ ჰარცმა. ლექციას ესწრებოდნენ სამართლის ფაკულტეტის ლექტორები და სტუდენტები.
IBSU ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულში ორი საჯარო ლექციით მონაწილეობს – „სოციალური მედია და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება“ და „შრომის პირობების დაცვა და პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები.“ 8 დეკემბერს, საპანელო დისკუსიას – „შრომის პირობების დაცვა და პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები“ – ჩაატარებენ შრომის ინსპექტორი ბექა ფერაძე, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე – რაისა ლიპარტელიანი და შავი ზღვის
საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის, იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრი და შავის ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით 2021 წლის 18 დეკემბერს, 11:00 სთ-ზე იმართება ადმინისტრაციული სამართლის ფორუმი. ღონისძიებაზე განხილული იქნება ადმინისტრაციული სამართლის მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხები. მათ შორის, ადმინისტრაციული სამართლაწარმოების დროს დროებითი განჩინებისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების და უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული დავების განხილვის პრობლემური საკითხები. ღონისძიების სხვადასხვა
ონლაინ საჯარო ლექცია, თემაზე „ევროკავშირის სამართალი და ასოცირების ხელშეკრულება“ IBSU-ს სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ორგანიზებით, 8 დეკემბერს, 19:00 საათზე, ჩატარდება ონლაინ საჯარო ლექცია, თემაზე „ევროკავშირის სამართალი და ასოცირების ხელშეკრულება“. ლექციას ჩაატარებს სამართლის დოქტორი, ეკატერინე ქარდავა, ჟან მონეს პროფესორი, სამართლებრივი აპროქსიმაციის საერთაშორისო ექსპერტი (მოლდოვა), ასოციაციის “ევროპის დროით” თავმჯდომარე. ლექცია ჩატარდება პლატფორმა Google Meet-ის საშუალებით. დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს,