- 20/07/2022
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტთან თანამშრომლობით, IBSU-ს კამპუსში უმასპინძლა საერთაშორისო სიმპოზიუმს „ეკონომიკური დანაშაული ევროკავშირსა და საქართველოში“. სიმპოზიუმი გახსნა უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა ქეთევან ქოქრაშვილმა. იგი მიესალმა სიმპოზიუმის მონაწილეებს და ისაუბრა სიმპოზიუმის გამორჩეულ მნიშვნელობაზე ეკონომიკური დანაშაულის კვლევის მიმართულებით. აგრეთვე მადლობა გადაუხადა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციებს
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის კლინიკის წამყვანმა ადვოკატმა და მოწვეულმა ლექტორმა, გოგა კიკილაშვილმა მოიპოვა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) ერთობლივი კვლევითი სტიპენდია. პოსტ-სადოქტორო კვლევის ფარგლებში, გოგა ხუთი თვით გაემგზავრება რეგენსბურგის უნივერსიტეტში და იმუშავებს თემაზე: “ინკვიზიციურობის პრინციპი ადმინისტრაციულ მართლმსაჯულებაში, როგორც ადმინისტრაციული ორგანოების ეფექტიანი კონტროლის საშუალება (გერმანულ-ქართული შედარებითი ანალიზი)”. კვლევის მიზანია
სტუდენტები შეხვდნენ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლებს – ქეთევან თეთრაულსა და კახაბერ სოსელიას. მათ სტუდენტებს გააცნეს სამსახურის საქმიანობის მიმართულებები, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები. სტუდენტებმა აგრეთვე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს საგამოძიებო სამსახურში სტაჟირებისა და მიმდინარე საკონკურსო პროგრამების შესახებ. სტუდენტების სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ვიზიტს ხელმძღვანელობდნენ IBSU-ს სამართლის ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ქეთევან ქოქრაშვილი და დეკანის მოადგილე ნონა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის სამართლის ფაკულტეტის დელეგატის-გიორგი წიკლაურისა და სტუდენტთა უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა პროექტი – „რთული შემთხვევები სამართლის ფილოსოფიაში“. პროექტში მონაწილეობა მიიღო 4 გუნდმა. პირველი ეტაპი – 10 ივნისი, 15:30 საათი ფინალური ეტაპი – 17 ივნისი, 13:00 საათი გამარჯვებული გუნდის წევრები არიან: მარიამ ადამია და ვერიკო სირია გამარჯვებული გუნდის
გვაქვს პატივი მოგიწვიოთ 2022 წლის 20 ივლისს, საქართველოს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერისიტეტის სამართლის ფაკულტეტის, ზაარლანდის ეკონომიკისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს ტექნოლოგიების ფაკულტეტის თანაორგანიზებითა და ზაარლანდის აუდიტორული კომპანია “MHP”-ს თანადგომით დაგეგმილ საერთაშორისო სიმპოზიუმზე – „ეკონომიკური დანაშაული ევროკავშირსა და საქართველოში“. საერთაშორისო სიმპოზიუმის ძირითადი მომხსენებლები: ვილჰემ ჰაუზერი – დოქტორი, ზაარლანდის ეკონომიკისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის
მიმდინარე წლის 22 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით მართავს უსაფრთხოების ზაფხულის სკოლას სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის. ღონისძიება მიმართულია უსაფრთხოების სფეროში სწავლების ხელშეწყობის და ქვეყნის წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებისკენ. სკოლის ფარგლებში განიხილება ისეთი თემები, როგორიცაა: გლობალური, რეგიონული და ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევები; საქართველო და ნატო;
საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის და იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრის ორგანიზებით, 2022 წლის 4 ივნისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა კერძო სამართლის სიმპოზიუმი. სიმპოზიუმს მოწვეულ სტუდენტებთან ერთად ესწრებოდნენ უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები. შეხვედრაზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი სამოქალაქო სამართლებრივი საკითხები, როგორიც არის: მტკიცების ტვირთის განაწილების პრობლემატიკა დელიქტიდან წარმოშობილ დავებში და სამედიცინო დელიქტების სამოქალაქო სამართლებრივი ასპექტები. შეხვედრას
2022 წლის 25 მაისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ტაშკენტის სამართლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციას, რომელსაც ხელმძღვანელობდა უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი აკბარ ტაშულოვი. დელაგაციის წევრებს შორის იყვნენ უნივერსიტეტის ვიცე რექტორი დილშოტ უმაროვი, მაგისტრატურისა და დაუსწრებელი სწავლების დეკანი ათაბექ ბაბაჯანოვი, სისხლის სამართლის პროცესის კათედრის გამგე დილდორა ბაზაროვა, სამოქალაქო საპროცესო კათედრის დოცენტი ფერუზა იბრატოვა. სტუმრებს უმასპინძლეს IBSU-ს რექტორმა დოქტ.
ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანაორგანიზებით 2022 წლის 2 მაისს ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „მსოფლიო გლობალური გამოწვევები“. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა შზსუ-ს რექტორი, ბატონი საფფეტ ბაირაქთუთანი. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს შზსუ-ს სამართლის ფაკულტეტის პროფესორებმა და სტუდენტებმა. გამოიცა კონფერენციის სტატიათა კრებული – „მონოგრაფიების სერიიდან – მსოფლიო გლობალური გამოწვევები“ (https://doi.org/10.36073/978-9941-28-871-5).