• 25/10/2021

    დემოკრატიის საერთაშორისო დღე

    https://www.youtube.com/watch?v=e7Cua4jxFs0
    • 25/10/2021

    ცხოველთა უფლებები საქართველოში

    https://www.youtube.com/watch?v=xiEn-D2udXw
    • 06/09/2021

    საჯარო სამსახურის ბიურო იწყებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე-15 ნაკადს

    გაცნობებთ, რომ სსიპ – საჯარო სამსახურის ბიურო იწყებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე-15 ნაკადს. სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, სტაჟიორობის კანდიდატმა განაცხადოს წერილობითი თანხმობა სტაჟირების კონკრეტულ ნაკადში მონაწილეობის თაობაზე შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ბიუროს მიერ სტაჟირების რეგისტრაციის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი თვისა. სტაჟირებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს, რომელთაც განაცხადეს წერილობითი თანხმობა სტაჟირების სახელმწიფო

    • 14/07/2021

    „სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია – სისხლის სამართლის თანამედროვე გამოწვევები“

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა „სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია – სისხლის სამართლის თანამედროვე გამოწვევები“  კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების სამართლის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა და პრაქტიკოსმა იურისტებმა. კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი, ხოლო საუკეთესო ნაშრომები გამოქვეყნდება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის თანამედროვე სამართლის ჟურნალში.

    • 01/07/2021

    საზაფხულო სკოლა „საარჩევნო სამართალი “

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, იმართება საარჩევნო სამართლის საზაფხულო სკოლა. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იურიდიული ფაკულტეტის ან სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს. საზაფხულო სკოლა გაიმართება ონლაინ,Google Meet პლატფორმის მეშვეობით. საზაფხულო სკოლის სასწავლო პროცესი განხორციელდება 19 ივლისი-17 აგვისტოს პერიოდში.

    • 23/06/2021

    შეხვედრა ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნის შესახებ

    2021 წლის 21 ივნისს სამუშაო შეხვედრა გაიმართა მიკოლას რომერის სახელობის უნივერსიტეტისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალსა და ადმინისტრაციას შორის. შეხვედრას ესწრებოდნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხარისხის მართვის დეპარტამენტისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელები. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნისათვის საჭირო საკანონმდებლო ჩარჩო, ეროვნული საკვალიფიკაციო და სამართლის დარგობრივი მახასიათებლით განსაზღვრული

    • 15/06/2021

    სტატიების კონკურსი თანამედროვე სამართლის ჟურნალისთვის

    ძვირფასო ავტორებო, მომავალო ავტორებო, მოხარული ვართ, გამოვაცხადოთ სტატიების კონკურსი თანამედროვე სამართლის ჟურნალისთვის. თანამედროვე სამართლის ჟურნალი (CLJ) არის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მულტიდისციპლინარული და საერთაშორისო სამეცნიერო დონეზე რეცენზირებადი ჟურნალი, რომელიც მოიცავს შემდეგ რუბრიკებს: სამეცნიერო სტატიები, პრაქტიკოს იურისტთა ფორუმი, სტუდენტური ფორუმი, გამორჩეული სამეცნიერო ნაშრომების თარგმანები, სასამართლო პრაქტიკის ანალიზი, მნიშვნელოვანი საკანონმდებლო სიახლეები, მნიშვნელოვანი სამეცნიერო პუბლიკაციები. ჟურნალის

    • 01/06/2021

    პროფესია-მედიატორი

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტისა და სსიპ ,,საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ორგანიზებით იმართება საჯარო ლექცია “პროფესია-მედიატორი” მოწვეული სპიკერები: თამარ იმნაიშვილი-მედიატორი, სსიპ ,,საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ აღმასრულებელი მდივანი; ნინო მაჩაიძე-დოლიძე-მედიატორი, მედიატორთა სერთიფიცირების სამსახურის უფროსი. შეხვედრა გაიმართება Google Meet პლატფორმის მეშვეობით.  ლექციაზე დასასწრებად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია: https://docs.google.com/…/1FAIpQLSe1rk6Um…/viewform რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2021 წლის 13 ივნისი , 21:00 სთ.

    • 31/05/2021

    საჯარო ლექცია “პროფესია -ადვოკატი”

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით იმართება საჯარო ლექცია “პროფესია -ადვოკატი” 🔎მოწვეული სპიკერი: ეკატერინე გეწაძე- კერძო სამართლის მაგისტრი ,იურიდიული კომპანია JMK-ს პარტნიორი, იურისტი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მართლმსაჯულების და სასამართლო რეფორმის კომიტეტის წევრი, მენტორი ადვოკატი. შეხვედრა გაიმართება Google Meet პლატფორმის მეშვეობით. 📧 ლექციაზე დასასწრებად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია: https://docs.google.com/…/1FAIpQLScEAXddOLg60…/viewform 📍რეგისტრაციის ბოლო ვადა: