- 18/11/2021
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მოიცავს საჯარო ლექციების, სემინარების, ტრენინგების, მასტერკლასებისა და სხვადასხვა ტიპის კონკურსების ერთობლივ ორგანიზებას. ასევე უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე არსებული სამართლის კლინიკა, შესაბამისი მომართვის არსებობის შემთხვევაში, გაუწევს უფასო იურიდიულ კონსულტაციას GITA – ს სტარტაპებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა საკორპორაციო სამართალი, შრომის სამართალი, ინტელექტუალური
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა სამართლის სამეცნიერო კონფერენცია ფილოსოფიაში. კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ ორენოვანი სერტიფიკატი. კონფერენციის ფარგლებში მომზადებული საუკეთესო ნამუშევარი კი გამოქვეყნდება თანამედროვე სამართლის ჟურნალის შემდეგ ნომერში, რომელიც ფაკულტეტის მიერ მზადდება. კონფერენციაში მონაწილეობდნენ შავი ზღვის საერთაშორისო, ივანე ჯავახიშილის თბილისის სახელმწიფო, კავკასიის, თავისუფალი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტების სტუდენტები და პრაქტიკოსი იურისტები.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები საქართველოს უზენაეს სასამართლოში სამოქალაქო პალატის თავმჯდომარეს გიორგი მიქაუტაძეს შეხვდნენ. ასევე, სტუდენტებმა დაათვალიერეს უზენაესი სასამართლოს შენობა და მუზეუმი. სამოქალაქო პალატის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე იმსჯელეს სასამართლო სისტემის მოწყობაზე და უზენაესი სასამართლოს ფუნქციებზე. სამართლის ფაკულტეტის 20 სტუდენტის საქართველოს უზენაეს სასამართლოში ვიზიტი დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში შედგა. დაისახა სამომავლო სამოქმედო გეგმა.
დამოუკიდებელმა ინსპექტორმა ზურაბ აზნაურიშვილმა სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ჰიბრიდული საჯარო ლექცია ჩაატარა, თემაზე “დისციპლინური სამართალწარმოების როლი და მიზანი.” შეხვედრაზე ზურაბ აზნაურაშვილმა ისაუბრა დისციპლინური სამართალწარმოების მნიშვნელობაზე და ყურადღება გაამახვილა სამართალწარმოების პროცედურებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. ამასთან, დამოუკიდებელმა ინსპექტორმა სტუდენტებს იმიტირებული სასამართლო პროცესის “სამოსამართლეო ქცევა და დისციპლინა“ შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და მონაწილეობისაკენ მოუწოდა. „მსგავს საჯარო ლექციებს განსაკუთრებული მნიშვენლობა
IBSU-ს სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს კოზმინსკის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის ფარგლებში გავლილი სამართლის საგნების სერტიფიკატები გადაეცათ. სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა საზაფხულო სკოლის ფარგლებში ოთხი საგანი შეისწავლეს – EU Insurance Law, Multiculturalism, Multilingualism and Comparative Law, New Challenges for IP Law, Human Rights in Europe. სწავლება ინგლისურად, ონლიან, ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. გავლილი საგნები სტუდენტებს კრედიტებში ჩაეთვალათ. კოზმინსკის
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურთან ერთად ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებს განახორციელებს. უნივერსიტეტსა და დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი IBSU-ს რექტორმა საფფეთ ბაირაქთუთანმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელმა ინსპექტორმა ზურაბ აზნაურაშვილმა მოაწერეს. როგორც უნივერსიტეტის რექტორმა განაცხადა, დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურთან ერთად დაგეგმილია ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტები, რომელიც სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს დაეხმარება გამოიმუშაონ პრაქტიკული
გაცნობებთ, რომ სსიპ – საჯარო სამსახურის ბიურო იწყებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე-15 ნაკადს. სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, სტაჟიორობის კანდიდატმა განაცხადოს წერილობითი თანხმობა სტაჟირების კონკრეტულ ნაკადში მონაწილეობის თაობაზე შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ბიუროს მიერ სტაჟირების რეგისტრაციის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი თვისა. სტაჟირებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს, რომელთაც განაცხადეს წერილობითი თანხმობა სტაჟირების სახელმწიფო