- 23/09/2019
2019 წლის 17 სექტემბერს, სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა საორიენტაციო შეხვედრა პირველკურსელებთან. ფაკულტეტის ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებმა მათ გააცნეს სასწავლო პროცესის ძირითადი კომპონენტები და რეგულაციები. ასევე სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია უნივერსიტეტის შინაგანაწესის, შეფასების სისტემის შესახებ. მათ აუხსნეს საგამოცდო პროცესის არსი, სტუდენტური ბაზისა და ელექტრონული პორტალის მოხმარების წესები. ასევე, სტუდენტები ინფორმირებულნი გახდნენ თავიანთი და ლექტორის უფლებების შესახებ.
იბსუში გადმოსვლის მსურველთათვის ყველა ის სასწავლო გრანტი და შიდა დაფინანსება იმოქმედებს, რომელიც უნივერსიტეტს აქვს. შეგახსენებთ, რომ იბსუში არაერთი შიდა გრანტი მოქმედებს, როგორიცაა ოქროსა და ვერცხლის მედლის მფლობელი სტუდენტების დაფინანსება, ასევე, სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტების შიდა გრანტებით უზრუნველყოფა და სხვა. გაეცანით სასწავლო პირობებსა და გრანტებს: https://goo.gl/514RL5 შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა საყურადღებოდ! მობილობის წესით
სამართლის ფაკულტეტი ერთი კვირის განმავლობაში საზაფხულო კურსის ფარგლებში მასპინძლობდა იტალიელ პროფესორს, პერუჯას ადვოკატთა ასოციაციის წევრს, ფილერის საადვოკატო ბიუროს დამფუძნებელ მედიატორს რაფაელა ფილერს. ⭕️ კურსის ფარგლებში სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ საშუალებებზე, კერძოდ განიხილეს მედიაციის პროცესის უპირატესობები და რეალობაში მისი გამოყენების მექანიზმები. ⭕️ კურსის შემდეგ სტუდენტებს გადაეცათ მონაწილეობის დამადასტურებელი ინგლისურენოვანი სერტიფიკატები
აბრეშუმის გზის მე-14 საერთაშორისო კონფერენცია „გლობალიზაცია: ტენდენციები და პერსპექტივები“ ორგანიზატორი – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი თარიღი 11-12 ოქტომბერი, 2019 ჩატარების ადგილი თბილისი, საქართველო ვებგვერდი https://silkroad.ibsu.edu.ge/ შინაარსი აბრეშუმის გზის მე-14 საერთაშორისო კონფერენცია „გლობალიზაცია: ტენდენციები და პერსპექტივები“ გაიმართება 2019 წლის 11-12 ოქტომბერს თბილისში, საქართველო. კონფერენციაში გაერთიანებული იქნებიან პოლიტიკის, ჟურნალისტიკის, ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების, სამართლის, ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და ისტორიის
✅სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით საქართველოს კონკურენციის სააგენტოს კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებების გამოვლენისა და აღკვეთის სამმართველოს უფროსის გიგა ადამიას საჯარო ლექცია ლექცია გაიმართა თემაზე – კონკურენციის სამართალი. ლექციის ფარგლებში სტუმარმა განიხილა შემდეგი საკითხები: ⭕️საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობა ⭕️ კონკურენციის სამართლის ძირითადი ცნებები ⭕️ კონკურენციის სამართლის დარღვევის შინაარსი და ფორმები ⭕️ აღსრულების მექანიზმები ⭕️ სანქციები ⭕️ქართული და ევროპული პრაქტიკა
მე-4 საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „ისტორია, ხელოვნება, ლიტერატურა და კულტურა შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში“ ორგანიზატორი – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი თარიღი სექტემბერი 27-28, 2019 ჩატარების ადგილი თბილისი, საქართველო ვებგვერდი https://halc.ibsu.edu.ge/ შინაარსი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მე-4 საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: „ისტორია, ხელოვნება, ლიტერატურა და კულტურა შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში“ ატარებს გორის სახელმწიფო სასწავლო
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მეორე და მესამე კურსის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს საჯარო გამოსვლის კონკურსში-“DO YOU STILL THINK YOU CAN THINK?!”. მონაწილეები სამართლებრივ პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებზე დაწერილი სიტყვებით წარსდგნენ ჟიურის წინაშე. კონკურსის ბოლოს, გამოვლინდნენ 🥇პირველი,🥈მეორე და 🥉მესამე ადგილის მფლობელები, ასევე, სპეციალური სერტიფიკატი გადაეცა საუკეთესო გამომსვლელს.აღსანიშნავია, რომ ჟიურიმ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებიც გამოავლინა. კონკურსი უკვე მრავალი წელია ტარდება და
✅შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით 20 დან 31 მაისის ჩათვლით ჩატარდება კურსი, სამართლებრივ აკადემიურ წერაში, რომელსაც გაუძღვება პრაქტიკოსი ადვოკატი, საერთაშორისო საადვოკატო ბიუროს Mayer Brown LLP – ის პარტნიორი და დამოუკიდებელი სამართლებრივი კონსულტანტი საერთაშორისო ბიზნეს სამართალში, პროფესორი ტომ ჯერსილდი. სხვადასხვა წლებში ის ეწეოდა საგანმანათლებლო საქმიანობას 40-ზე მეტ ქვეყანაში, კითხულობდა ლექციებს ბიზნესისა და კომერციული სამართლის
გახდი მიწის მესაკუთრე და დაეხმარე სხვას ამ მიზნის მარტივად მიღწევაში! 11 და 12 მაისს, მიწის კანონმდებლობის ერთ-ერთი ავტორი, უპრეცედენტო გამოცდილების მქონე სპეციალისტი, იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და GIZ-ის ტრენერი მიწის საკუთრების სამართალში თამარ წიკლაური შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩაატარებს 14 საათიან ტრენინგს თემაზე „მიწის საკუთრების სამართალი – თანამედროვე კანონმდებლობა და გამოწვევები!“ ტრენინგი მოიცავს როგორც თეორიულ სწავლებას,