• 06/05/2019

    აკადემიური სამართლებრივი წერა

    ✅შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით 20 დან 31 მაისის ჩათვლით ჩატარდება კურსი, სამართლებრივ აკადემიურ წერაში, რომელსაც გაუძღვება პრაქტიკოსი ადვოკატი, საერთაშორისო საადვოკატო ბიუროს Mayer Brown LLP – ის პარტნიორი და დამოუკიდებელი სამართლებრივი კონსულტანტი საერთაშორისო ბიზნეს სამართალში, პროფესორი ტომ ჯერსილდი. სხვადასხვა წლებში ის ეწეოდა საგანმანათლებლო საქმიანობას 40-ზე მეტ ქვეყანაში, კითხულობდა ლექციებს ბიზნესისა და კომერციული სამართლის

    • 02/05/2019

    გახდი მიწის მესაკუთრე და დაეხმარე სხვას ამ მიზნის მარტივად მიღწევაში!

    გახდი მიწის მესაკუთრე და დაეხმარე სხვას ამ მიზნის მარტივად მიღწევაში! 11 და 12 მაისს,  მიწის კანონმდებლობის ერთ-ერთი ავტორი, უპრეცედენტო გამოცდილების მქონე სპეციალისტი, იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და GIZ-ის ტრენერი მიწის საკუთრების სამართალში  თამარ წიკლაური შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩაატარებს 14 საათიან ტრენინგს თემაზე „მიწის საკუთრების სამართალი – თანამედროვე კანონმდებლობა და გამოწვევები!“ ტრენინგი მოიცავს როგორც თეორიულ სწავლებას,

    • 15/04/2019

    ELSA-ს პრეზენტაცია

    Elsa-სა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს შორის, 2019 წლის 12 აპრილს,​ ​11:00​ ​საათზე. კვლევისა და ინოვაციების ჰაბში გაიმართა შეხვედრა. შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ: – მიეღოთ ინფორმაცია მოცემული 281 სტაჟირების შესახებ; – გაცნობოდნენ პროგრამაში მონაწილეობის პირობებს ( როგორ შევავსოთ აპლიკაცია, შერჩევის კრიტერიუმები, პროგრამის პირობები და ა.შ); – მიეღოთ პასუხები სტუდენტთა გაცვლითი სამუშაო

    • 04/04/2019

    მარიამ ფილიშვილი გაცვლითი პროგრამის შესახებ

    უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა გადავუხადო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომლის პრიორიტეტულობაზე, სიძლიერეზე, განათლების მაღალი დონისა და მასში არსებულ შთამბეჭდავ  გარემო ფაქტორებზე არ გავამახვილებ ყურადღებას, ვინაიდან აღნიშნული ისედაც ტრუიზმია. სწორედ ამ კრიტერიუმებმა განაპირობა ჩემ მიერ ამ კონკრეტული საგანმანათლებლო დაწესებულების არჩევა, გარდა ამისა, იმ შიდა გრანტებმა, რომელიც გაიცემა ოქროს მედალოსანი სტუდენტებისათვის. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მომცა უნიკალური

    • 04/04/2019

    2018-2019 წლის გაზაფხულის სემესტრის სტიპენდიანტი

    სამართლის ფაკულტეტის 2018-2019 წლის გაზაფხულის სემესტრის სარეიტინგო სისტემის გამარჯვებული, მესამე კურსის სტუდენტი მიხეილ ლაგაზაშვილი გახდა. მიხეილი შეფასდა, როგორც აკადემიური მოსწრებით ისე სოციალური აქტივობებით,რომელიც მან ერთი სემესტრის განმავლობაში გამოავლინა. ფაკულტეტისაგან ის ერთი სემესტრის განმავლობაში მიიღებს სტიპენდიას,მონდომებისა და ბეჯითად მუშაობისთვის. ეს პროექტი არის ერთგვარი შთაგონება სტუდენტებისთვის, იმისათვის რომ ისწავლონ, იყვნენ აქტიურად ჩართულნი სხვადასხვა სოციალურ აქტივობაში და განივითარონ

    • 02/04/2019

    გასვლითი ღონისძიება მცხეთაში

    ✅ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი სტუდენტების არა მხოლოდ აკადემიური,არამედ სოციალური აქტივობებით უზრუნველყოფა. სწორედ ამიტომ, სასწავლო პრაქტიკული სამართლის კურსის ფარგლებში სტუდენტები კლინიკის ხელმძღვანელთან ერთად იმყოფებოდნენ მცხეთაში გასვლითი ღონისძიებით და დაათვალიერეს მცხეთაში არსებული ღირსშესანიშნაობები.

    • 19/03/2019

    თათა ჩხიკვაძე – გაცვლითი პროგრამის შესახებ

    ჩემი განსაკუთრებული ყურადღება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მიიპყრო აბიტურიენტობისას, როდესაც არჩევანის გაკეთება მიწევდა, თუ სად მივიღებდი იურიდიულ განათლებას.  სულ თავიდან რომ მოვყვეთ, სკოლას ოქროს მედალზე ვამთავრებდი და მეგონა, რომ მის გამოყენებას ვერსად შევძლებდი, თუმცა აქ მე სკოლაში მიღწეული წარმატებებიც დამიფასდა და დღეს სრული დაფინანსებით ვსწავლობ იბსუში. ყოველთვის მინდოდა უცხო ქვეყანაში მიმეღო განათლება, რადგან მაინტერესებდა, რამდენად

    • 19/03/2019

    რუსუდან შაშიკაძე – გაცვლითი პროგრამის შესახებ

    ცხოვრებაში მრავალი გადაწყვეტილების მიღება გვიწევს. ამ გადაწყვეტილებებიდან კი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განათლებას უკავშირდება. რთულია არჩევანის გაკეთება, როდესაც ამდენ განსხვავებულ უმაღლეს სასწავლებელს ხედავ, თუმცა მე ამ ნაბიჯის გადადგმა არ გამჭირვებია, რადგან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს აქვს ყოველივე ის, რაც სტუდენტს თავისი წარმატებული კარიერის ასაშენებლად სჭირდება. პირველივე კურსის, პირველივე დღიდან ვიგრძენი  მაღალი სწავლების ხარისხი, რაც გამოიხატებოდა, როგორც

    • 19/03/2019

    ქრისტინე უბილავა – გაცვლითი პროგრამის შესახებ

    2018 წელს მომეცა შესაძლებლობა ამეხდინა ჩემი ერთ-ერთი დიდი ოცნება, რასაც საზღვარგარეთ განათლების მიღება ერქვა, და სწავლების ნახევარი სემესტრი გამეტარებინა პოლონეთში, ლოძის უნივერსიტეტში, სამართლისა და ადმინისტრირების ფაკულტეტზე. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ლოძის უნივერსიტეტი არის ერთ-ერთი საუკეთესო და პრესტიჟული უნივერსიტეტი პოლონეთში. სწავლა საერთაშორისო გარემოში მიმდინარეობს, უმაღლესი დონის პროფესიონალებისა და ინოვაციური მეთოდების წყლობით კი განათლების მიღება ევროპული სტანდარტის