- 19/03/2025
IBSU-ს ბიბლიოთეკამ სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის სტუდენტებისთვის 19 მარტს სამეცნიერო ბაზების შესახებ ტრენინგი ჩაატარა, რომელიც მიზნად ისახავს კვლევის მიმართულებით საქმიანობის ხელშეწყობას. ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნა სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო ბაზები, რომლებსაც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს. ტრენინგის მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მიეღოთ ინფორმაცია თუ როგორ მოიძიონ, გაფილტრონ და შეაფასონ სამეცნიერო ინფორმაცია სხვადასხვა
იუსტიციის სასწავლო ცენტრმა დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების შესახებ გამართულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა, რომელშიც მონაწილეობდნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანი, აფილირებული პროფესორი ირაკლი შამათავა და უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი, მედიაციის აკრედიტებული ტრენერი, პროექტის ხელმძღვანელი გოგა კიკილაშვილი. შეხვედრაში მხარეებმა იმსჯელეს შესაბამისი სასწავლო კურსისა და პრაქტიკული სახელმძღვანელოს შინაარსის, ასევე – დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების განვითარების
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით, IBSU-ს სამართალმცოდნეობის მე-4 კურსის სტუდენტებმა, ალექსანდრე ღიბრაძემ და ვერიკო სირიამ, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ტრენინგი ‘იმიტირებული სასამართლო’ ჩაატარეს. უფასო ტრენინგის ფარგლებში მოსწავლეებმა თავი გამოცადეს ადვოკატის, პროკურორისა და მოსამართლის როლში. ასევე, გაეცნენ სასამართლო პროცესის სტრუქტურას და გაიგეს მეტი თუ როგორ მიმდინარეობს სასამართლო სხდომა და როგორ უნდა მოიგო საქმე.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის ქართულენოვანმა სამწლიანმა საბაკალავრო პროგრამამ სრული აკრედიტაცია მიიღო.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის სტუდენტების, ლიზი ხმალაძის, ელენე ჯინჭარაძის, მარიამ მეტრეველის და ანა ანდრიაშვილის ორგანიზებით, საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე – „საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები, კონკურსები და დაფინანსებები“, რომელსაც უძღვებოდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განათლებისა და პროფესიული პროგრამების კოორდინატორი, თეა კუჭუხიძე. შეხვედრას მოდერატორობდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის ორგანიზებით, სამართალმცოდნეობის, საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის საბაკალავრო პროგრამის პირველკურსელები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ. სტუდენტები დაესწრნენ სასამართლო პროცესს, რომელშიც მონაწილეობდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის აფილ. ასოცირებული პროფესორი, ირინე იმერლიშვილი. სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის სტუდენტებმა, სკოლის დეკანთან, პროფესორ ირაკლი შამათავასთან
IBSU-ს სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლამ პოლონეთის ნიკოლას კოპერნიკის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტთან ერთად განახორციელა ერთობლივი სტუდენტური პროექტი -„ევროკავშირის სამართლებრივი აქტი და მისი განხორციელების შესაძლებლობები პოლონეთსა და საქართველოში“. პროექტი, სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანის, პროფ. ირაკლი შამათავასა და სამაგისტრო და საბაკალვრო პროგრამების ადმინისტრაციული დირექტორის, ქრისტინე ქარდავას ჩართულობით, განახორციელა ასოცირებულმა პროფესორმა, ეკატერინე ბაკარაძემ „დარგობრივი ინგლისური ენა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა “სახელმწიფო მმართველობა მოსწავლეებისთვის” უფასო ტრენინგს უმასპინძლა. პრაქტიკული და სახალისო აქტივობების მეშვეობით, სკოლის მოსწავლეები გაეცნენ საჯარო მმართველობის საფუძვლებს, მის მნიშვნელობასა და მათ როლს საჯარო მმართველობის პროცესში.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანმა, ირაკლი შამათავამ, საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან და სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის აკადემიურ პერსონალთან, ასოცირებულ პროფესორ გოგა კიკილაშვილთან და აფილირებულ პროფესორ ანდრეა ბორონთან ერთად უნივერსიტეტში უცხოელ პროფესორებს უმასპინძლა. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის გზები დასახეს; შედეგად, უახლოეს მომავალში ხელი მოეწერება მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც ერთობლივი გაცვლითი პროგრამები