- 14/12/2018
15-16 დეკემბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში იმართება ტრენინგი “შემოქმედებითი მეწამეობა”. ტრენინგი გათვლილია 9-დან 13 წლამდე მოსწავლეებისთვის. პროექტის მიმართ დიდი დაინტერესებიდან გამომდინარე გვესაჭიროება მოხალისეების დახმარება საორგანიზაციო საკითხებში. დაინტერესებული პირები გთხოვთ დაუკავშირდით პროექტის ორგანიზატორს, მარიამს – 577 68 68 43. მოხალისეებს პროექტის ბოლოს გადაეცემათ სერთიფიკატები.
✅შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტმა 8 დეკემბერს ადამიანის უფლებათა კვირეულში მიიღო მონაწილეობა, რომლის ფარგლებში სტუდენტების აქტიური ჩართულობით ორი ღონისძიება განხორციელდა. 🎓სამართლის ფაკულტეტი იურიდიული კლინიკის ფარგლებში მუშაობს არასრულწლოვან მსჯავრდებულთა პრობლემებზე, მათი რესოციალიზაციისა და სამომავლო ახალი დანაშაულის პრევენციის საკითხებზე. ამ პროცესის საზოგადოებაში უკეთ წარმოსაჩენად სტუდენტების დახმარებით ფაკულტეტმა წამოიწყო სოციალური კამპანია 🔴“მე გელოდები” 🔴რომლის ფარგლებშიც მომზადდა მოკლემეტრაჟიანი ვიდეო რგოლი.
გთხოვთ, შეამოწმოთ ფინალური გამოცდების ცხრილი სტუდენტთა მონაცემთა ბაზაში (SIS-ში). გთხოვთ, გამოცდების დამთხვევის შემთხვევაში მიმართოთ საგამოცდო ცენტრს (A307) 26 ნოემბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით. გთხოვთ, ცხრილი გადაამოწმოთ ყოველდღიურად, რადგან შეიძლება შეიცვალოს კვირის ბოლომდე; გამოცდაზე დასასწრებად, აუცილებლად თან იქონიეთ სტუდენტური ბარათი. ფინალური გამოცდის გაცდენის შემთხვევაში, მიმართეთ ფაკულტეტს განცხადებითა და გაცდენის მიზეზის დამადასტურებელი საბუთით, გამოცდის გაცდენიდან 2 კალენდარულ დღეში;
„გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად“ სამშაბათს, 27 ნოემბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სისხლის დონაციის დღეა. 1000 – 1400 საათამდე გაიმართება საქველმოქმედო აქცია ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად, რომლებიც მკურნალობის კურსს გადიან მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში. A კორპუსი, ოთახი 106 (ექიმის კაბინეტი).
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საარჩევნო სისტემებისა და წარმომადგენლობითი დემოკრატიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი აცხადებს – პროფესორ იროდიონ სურგულაძისადმი მიძღვნილი ყოველწლიური სტუდენტური ეროვნული სამეცნიერო კონფერენციისათვის, – ნაშრომების კონკურსს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სამართლის საბაკალავრო პროგრამის მეორე, მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებს. კონფერენციაზე მოქმედებს ორი სექცია: I სექცია – პროფესორ იროდიონ
ესეების კონკურსი, რომელშიც საქართველოდან მხოლოდ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი იღებს მონაწილეობას.
✅შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მეორე და მესამე კურსის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს საჯარო გამოსვლის კონკურსში-“So You Think You Can Speak?!”. მონაწილეები შეეცადნენ თაანამდებობის პირების, საჯარო ფიგურებისა და სამოქალაქო აქტივისტების გამოსვლების იმიტაცია გაეკეთებინათ, სამართლებრივ პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებზე. კონკურსის ბოლოს, გამოვლინდნენ 🥇პირველი,🥈მეორე და 🥉მესამე ადგილის მფლობელები, ასევე, სპეციალური სერტიფიკატი გადაეცა საუკეთესო გამომსვლელს. აღსანიშნავია, რომ ჟიურიმ სხვადასხვა ნომინაციაში
იმ სტუდენტთა საყურადღებოდ, რომლებიც დაინტერესებულნი ხართ გაცვლითი პროგრამებით, 15 ნოემბერს 15:00-16:00 საათზე გაიმართება საორიენტაციო შეხვედრა საერთაშორისო ურთიერთობების ოფისთან, ა101 აუდიტორიაში.
საქართველოს გაეროს ასოციაცია აცხადებს სტუდენტურ ესეების კონკურსს ლტოლვილთა სამართალში. აღნიშნული კონკურსი ტარდება UNHCR-ის მხარდაჭერით საქართველოს გაეროს ასოციაციის ,,ლტოლვილთა და მიგრაციის” პროგრამის ფარგლებში. კონკურსის მიზანია სტუდენტთა ცნობიერების ამაღლება ლტოლვილთა/საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. დეტალური ინფორმაცია სტუდენტური კონკურსის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://www.jobs.ge/193031/?fbclid=IwAR1k-4oUT5nVXT94cswwL746kkGKm6KVCUPkmdPkcm8THvrMqvKXM8luiKY