- 07/11/2018
დღეს, 7 ნოემბერს, სამართლის ფაკულტეტმა უმასპინძლა ადვოკატთა სკოლის წარმომადგენლებს, რომლებმაც გააცნეს სტუდენტებს კურსის სპეციფიკა მიზნები და ამოცანები. სამართლის ფაკულტეტი მიზნად ისახავს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე აქტიურად ითანამშრომლოს ადვოკატთა სკოლასთან. ადვოკატთა სკოლა არის პრაქტიკული უნარ-ჩვევების შემსწავლელი ტრენინგ კურსი, რომელიც განკუთვნილია სტუდენტებისა, დამწყები თუ მოქმედი ადვოკატებისთვის. პროექტის მიზანია მსმენელების სამართლებრივი კუთხით განვითარება, პროფესიული კომპეტენციის გაზრდა და ეფექტური უნარ-ჩვევების
„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების შედეგად, ადვოკატის პროფესიაში შესვლის სტაჟირების ახალ წესთან დაკავშირებით, რომელიც 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭომ ცვლილებების თაობაზე იურიდიული საზოგადოების ინფორმირების კამპანია დაიწყო. ადვოკატის პროფესიაში შესვლის ახალ წესთან დაკავშირებით იურიდიული საზოგადოების ინფორირების კამპანიის ფარგლებში ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭოს თავმჯდომარემ, ადვოკატმა ირაკლი ყანდაშვილმა და სასწავლო ცენტრის დირექტორმა
LODZ – ის უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა:რუსუდან შაშიკაძემ,თათა ჩხიკვაძემ, ქრისტი უბილავამ,მარიამ ბედოიძემ მარიამ ფილიშვილმა და თეონა ხაჩიურმა მონაწილეობა მიიღეს პირველ საერთაშორისო კონფერენციაში პოლონეთსა და ჩინეთს შორის საჯარო ფინანსურ, ეკონომიკურ და საგადასახადო საკითხებზე . კონფერენციის ფარგლებში სტუდენტები შეხვდნენ კომპეტენტურ და კვალიფიციურ ექსპერტებს, რომლებმაც გაუზიარეს მათ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება ამ
2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში გაცვლით პროგრამებზე განაცხადების მიღება დაიწყო,კერძოდ, შემოთავაზებულია Mykolas Romeris University – ვილნიუსი, ლიტვა. პირობები:სწავლის საფასური ფინანსდება პროგრამის მიერ, ანუ რასაც იხდით IBSU-ში, ისევ იმ რაოდენობის თანხას გადაიხდით. რაც შეეხება მგზავრობას და საცხოვრებელ ხარჯებს, ფარავს სტუდენტი. (საცხოვრებელი ხარჯები საშუალოდ განისაზღვრება 350-400 ევრო თვეში. მოთხოვნები::ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონის სერთიფიკატი (რომლის აღებაც, თუ არ
💡თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სამართლის ეროვნული ცენტრი, აცხადებს სტუდენტური გუნდების რეგისტრაციას, ბიზნესის სამართლის სტუდენტურ შეჯიბრში „იმიტირებულ სასამართლო პროცესები“ მონაწილეობის მისაღებად. 📣შეჯიბრი იმიტირებულ სასამართლო პროცესში მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საგანმანათლებლო მეთოდად თანამედროვე სამართლის სწავლებაში. შეჯიბრის მიმდინარეობისას სტუდენტები მონაწილეობენ მოსამზადებელ პროცესსა და საქმეების განხილვაში მსაჯების წინაშე. საქმე და მხარეები შერჩეულია წინასწარ და სტუდენტებს ეძლევათ გარკვეული დრო
სამართლის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის ორგანიზებით, პროფესიული ინგლისურის ფარგლებში, იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა „ლინდბერგის“ ცნობილ საქმესთან დაკავშირებით. სტუდენტებმა ოსტატურად წარმოაჩინეს, როგორც დაცვის ისე ბრალდების არგუმენტები და პრაქტიკულად გამოიყენეს ის ცოდნა, რომელსაც კურსის განმავლობაში იღებენ. მსგავსი საგანმანათლებლო სოციალური აქტივობების მიზანია, სტუდენტებისს მომავალ პროფესიასთან დაახლოვება, მათი ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის განვითარება და ენობრივი ბარიერის დაძლევა.
📣საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობისა და საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტები, ასევე საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმიტირებული პროცესის ეროვნული რაუნდების ორგანიზებას ახორციელებენ. 📣იმიტირებული პროცესის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა/პრეზენტაცია გაიმართება სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში (ანა პოლიტკოვსკაიას N1) 2018 წლის 11 ოქტომბერს, 12:00 საათზე. შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა, უნდა შეავსონ თანდართული სარეგისტრაციო ფორმა.
სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, 2 ოქტომბერს სარეიტინგო სისტემის მონაწილეთა დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა.სარეიტინგო სისტემის ფარგლებში გამოვლინდნენ ის სტუდენტები, რომლებმაც სემესტრის განმავლობაში აკადემიური და სოციალური კუთხით ყველაზე მეტი აქტივობა განახორციელეს. სარეიტინგო სისტემის გამარჯვებული გახდა, სამართლის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი დიანა ნიკოლაიშვილი. გამარჯვებული ერთი სემესტრის განმავლობაში მიიღებს სტიპენდიას. სარეიტინგო სისტემის ყველა მონაწილეს გადაეცა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები. 2 ოქტომბერს სამართლის ფაკულტეტზე დაიწყო
AIESEC-სა და ISIE-ს თანამშრომლობის ფარგლებში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ პიროვნულ განვითარების სემინარში და გაემგზავრონ საზღვარგარეთ აისეკის მიერ ორგანიზებულ პროექტში. გაიცემა როგორც სემინარში, ისე გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის სერთიფიკატები. დეტალურად პროექტის შესახებ იხილეთ: www.isie.ge/europe აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობით ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა განივითარონ უნარები, რომლებიც მათ დაეხმარებათ მომავალში; გაიუმჯობესონ ინგლისური ენა