- 26/10/2018
💡თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სამართლის ეროვნული ცენტრი, აცხადებს სტუდენტური გუნდების რეგისტრაციას, ბიზნესის სამართლის სტუდენტურ შეჯიბრში „იმიტირებულ სასამართლო პროცესები“ მონაწილეობის მისაღებად. 📣შეჯიბრი იმიტირებულ სასამართლო პროცესში მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საგანმანათლებლო მეთოდად თანამედროვე სამართლის სწავლებაში. შეჯიბრის მიმდინარეობისას სტუდენტები მონაწილეობენ მოსამზადებელ პროცესსა და საქმეების განხილვაში მსაჯების წინაშე. საქმე და მხარეები შერჩეულია წინასწარ და სტუდენტებს ეძლევათ გარკვეული დრო
სამართლის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის ორგანიზებით, პროფესიული ინგლისურის ფარგლებში, იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა „ლინდბერგის“ ცნობილ საქმესთან დაკავშირებით. სტუდენტებმა ოსტატურად წარმოაჩინეს, როგორც დაცვის ისე ბრალდების არგუმენტები და პრაქტიკულად გამოიყენეს ის ცოდნა, რომელსაც კურსის განმავლობაში იღებენ. მსგავსი საგანმანათლებლო სოციალური აქტივობების მიზანია, სტუდენტებისს მომავალ პროფესიასთან დაახლოვება, მათი ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის განვითარება და ენობრივი ბარიერის დაძლევა.
📣საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობისა და საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტები, ასევე საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმიტირებული პროცესის ეროვნული რაუნდების ორგანიზებას ახორციელებენ. 📣იმიტირებული პროცესის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა/პრეზენტაცია გაიმართება სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში (ანა პოლიტკოვსკაიას N1) 2018 წლის 11 ოქტომბერს, 12:00 საათზე. შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა, უნდა შეავსონ თანდართული სარეგისტრაციო ფორმა.
სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, 2 ოქტომბერს სარეიტინგო სისტემის მონაწილეთა დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა.სარეიტინგო სისტემის ფარგლებში გამოვლინდნენ ის სტუდენტები, რომლებმაც სემესტრის განმავლობაში აკადემიური და სოციალური კუთხით ყველაზე მეტი აქტივობა განახორციელეს. სარეიტინგო სისტემის გამარჯვებული გახდა, სამართლის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი დიანა ნიკოლაიშვილი. გამარჯვებული ერთი სემესტრის განმავლობაში მიიღებს სტიპენდიას. სარეიტინგო სისტემის ყველა მონაწილეს გადაეცა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები. 2 ოქტომბერს სამართლის ფაკულტეტზე დაიწყო
AIESEC-სა და ISIE-ს თანამშრომლობის ფარგლებში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ პიროვნულ განვითარების სემინარში და გაემგზავრონ საზღვარგარეთ აისეკის მიერ ორგანიზებულ პროექტში. გაიცემა როგორც სემინარში, ისე გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის სერთიფიკატები. დეტალურად პროექტის შესახებ იხილეთ: www.isie.ge/europe აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობით ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა განივითარონ უნარები, რომლებიც მათ დაეხმარებათ მომავალში; გაიუმჯობესონ ინგლისური ენა
5-7 ივლისს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაეროს გენერალურ შტაბბინაში, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღებიდან 70 წლისთავის აღსანიშნავად, განათლების უფლების დაცვის შესახებ მე-15 ყოველწლიური საერთაშორისო სამიტი გაიმართა. პროექტში მონაწილე 64 ქვეყანიდან, სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, პირველად წარსდგა საქართველო. ღია კონკურსის საფუძველზე სამიტზე მონაწილეობის მისაღებად შეირჩა 6 მონაწილე და 1 დელეგატი. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავროპროგრამის მესამე კურსის
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი ზამთრისა და ზაფხულის სკოლების ფორმატში ყოველწლიურად მასპინძლობს 200-მდე მოსწავლეს (მე-10, მე-11 და მე-12 კლასი). 23-24 ივნისს ფაკულტეტი ესტუმრა ქალაქ ქუთაისს. ზაფხულის სკოლის მიზანი იყო არაფორმალური განათლების ფორმატში მოსწავლეებისათვის მიეწოდებინა ინფორმაცია სამართლის სხვადასხვა დარგების შესახებ, გაეცნო მათი სპეციფიკა, გაეღვივებინა ინტერესი აქტუალური სოციალური პრობლემების ეფექტური გადაწყვეტის გზების ძიებისადმი, ასევე ეჩვენებინა მათი სწავლების
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი ზამთრისა და ზაფხულის სკოლების ფორმატში ყოველწლიურად მასპინძლობს 200-მდე მოსწავლეს (მე-10, მე-11 და მე-12 კლასი). ზაფხულის სკოლის მიზანია არაფორმალური განათლების ფორმატში მოსწავლეებს მიაწოდოს ინფორმაცია სამართლის სხვადასხვა დარგების შესახებ, გააცნოს მათი სპეციფიკა, გაუღვივოს ინტერესი აქტუალური სოციალური პრობლემების სამართლიანი გადაწყვეტის გზების ძიებისადმი, ასევე აჩვენოს მათი სწავლების ის განსხვავებული მიდგომები, რომელიც უნივერსიტეტს გამოარჩევს
შიდა მობილობით დაინტერესებული სტუდენტებმა გთხოვთ იხილოთ შემდეგი ბრძანება. სტუდენტებმა განცხადებით უნდა მიმართონ იმ ფაკულტეტს, რომელზე გადასვლაც სურთ.