• 28/05/2018

    შეჯიბრი კაზუსის ამოხსნაში პირველი კურსის სტუდენტებისათვის

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით 14 ივნისს სპეციალურად პირველი კურსის სტუდენტებისთვის გაიმართება შეჯიბრი კაზუსის ამოხსნაში. პროექტის მიზანია იურიდიული პოროფესიის წარმომადგენლებში კაზუსის სწორი მეთოდოლოგიით ამოხსნის პოპულარიზაცია და შესაფერისი უნარ-ჩვევების განვითარება. როგორც მოგეხსენებათ სამართლის ფაკულტეტის სარეიტინგო სისტემის ერთ-ერთი საკვალიფიკაციო პირობა გახლავთ, აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა,ამიტომ გელოდებით, გამოსცადეთ თქვენი შესაძლებლობები. შეჯიბრით გათვალისწინებული ძირითადი მიმართულებები : სისხლის სამართალი

    • 25/05/2018

    საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის – ზაზა თავაძის საჯარო ლექცია

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძის საჯარო ლექცია თემაზე – „კონსტიტუციური მართლმსაჯულება საქართველოში“ ღონისძიების ფარგლებში სტუმარმა ისაუბრა საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციების, სტრუქტურისა და კონსტიტუციური მართლმსაჯულების მოდელების შესახებ ევროპასა და ამერიკაში. შეხვედრის ბოლოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის განახლდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

    • 22/05/2018

    მედიაცია ქართულ სამართლებრივ სივრცეში

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით 24 და 25 მაისს 16:00 ა505 აუდიტორიაში გაიმართება ტრენინგი – მედიაციის არსი და მისი განვითარება ქართულ სამართლებრივ სივრცეში, რომელსაც წარუძღვება თეო კვირიკაშვილი, იურიდიული კომპანია J&T Consulting-ის იურისტი და თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი მედიაცია არის დავის გადაწყვეტის მეთოდი, რომელიც მიმართულია ნებისმიერი სახის კონფლიქტის გადაჭრაზე მოლაპარაკებების გზით. ეს არის კონფლიქტის

    • 22/05/2018

    შეჯიბრი კაზუსის ამოხსნაში

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, 7 ივნისს იმართება შეჯიბრი კაზუსის ამოხსნის მეთოდიკაში. პროექტის მიზანია იურიდიული პოროფესიის წარმომადგენლებში კაზუსის სწორი მეთოდოლოგიით ამოხსნის პოპულარიზაცია და შესაფერისი უნარ-ჩვევების განვითარება. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მიღებული ცოდნა გამოიყენონ პროფესიულ საქმიანობაში. მონაწილეები იმუშავებენ როგორც მატერიალური, ასევე საპროცესო სამართლის ფარგლებში შემუშავებულ კაზუსებზე. სამიზნე ჯგუფი: საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამართალმცოდნეობის საბაკალავრო

    • 21/05/2018

    სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიღწევები და გამოწვევები

    17 მაისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ალექსანდრე დარახველიძის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე – „ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიღწევები და გამოწვევები“. ლექციის ფარგლებში სტუმარმა ინტერაქციულ რეჟიმში სტუდენტებთან ერთად განიხილა სამინისტროს ფუნქცია, სტრუქტურა, რეფორმები და დაქვემდებარებული უწყებები,ასევე გაგვიზიარა ბოლო წლების განმავლობაში სასჯელაღსრულების დეპარტამენტებში არსებული აქტუალური პრეცედენტები.

    • 16/05/2018

    სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტის მეორე გასვლითი ტრენინგი

    11-15 ივნისს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტის მეორე გასვლითი ტრენინგი იმართება. ღონისძიების ორგანიზატორები რენე კასინის ფონდი და ევროპის უნივერსიტეტი არიან, პარტნიორები კი – საფრანგეთის საელჩო საქართველოში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფისი საქართველოში და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი. პროექტი მიზნად ისახავს მონაწილეთა ცოდნის გაღრმავებას ადამიანის უფლებათა დაცვის შიდა და საერთაშორისო სამართალში, შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმებით უზრუნველყოფა და

    • 11/05/2018

    IBSU-ს გუნდი ჭავჭავაძის პროფესიული ეთიკისა და ადვოკატირების შეჯიბრში

    ილიას სახელმწოფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლასთან არსებული კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მიერ 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში განხორციელდა პროექტი „ჭავჭავაძის პროფესიული ეთიკისა და ადვოკატირების შეჯიბრი“, რომელშიც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან მონაწილეობა მიიღო ერთმა გუნდმა. მისი წევრები იყვნენ გიორგი შალამბერიძე, თამთა თინაშვილი და გვანცა გოგსაძე, ხოლო მწვრთენელი – ეთიკის კომისიის მთავარი იურისტი, სამართლის ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი – თამარ

    • 27/04/2018

    როჯერ ჰაიეტის სალექციო კურსი IBSU-ში

    20 აპრილს დასრულდა ამერიკელი ადვოკატის – როჯერ ჰაიეტის ლექციათა კურსი „საერთაორისო ბიზნეს სამართალში“. კურსი 2 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა ბაკალავრიატის მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებისათვის და მიზნად ისახავდა საერთაშორისო პოლიტიკასა და იმ რეგულაციებს, რომლებიც ჯანსაღი ბიზნესგარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. როჯერ ჰაიეტი არის ბოსტონისა და კოლუმბიის უნივერსიტეტების კურსდამთავრებული. მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა დიდ ამერიკულ იურიდიულ

    • 20/04/2018

    გაცვლითი პროგრამა მიკოლას რომერის უნივერსიტეტში

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს აპლიკაციების მიღებას გაცვლით პროგრამაზე მიკოლას რომერის უნივერსიტეტში, ვილნიუსი, ლიტვა. მოთხოვნები: შესაძლოა შზსუ-ის მოთხოვნები განსხვავდებოდეს მასპინძელი უნივერსიტეტის მოთხოვნებისაგან. მეტწილად კონცენტრირებულნი ვართ საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებზე. აპლიკაცია სამოტივაციო წერილი 2 სარეკომენდაციო წერილი ნიშნების ფურცელი ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი CV გთხოვთ აღნიშნული დოკუმენტები გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: 14400136@ibsu.edu.ge