- 21/06/2018
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი ზამთრისა და ზაფხულის სკოლების ფორმატში ყოველწლიურად მასპინძლობს 200-მდე მოსწავლეს (მე-10, მე-11 და მე-12 კლასი). ზაფხულის სკოლის მიზანია არაფორმალური განათლების ფორმატში მოსწავლეებს მიაწოდოს ინფორმაცია სამართლის სხვადასხვა დარგების შესახებ, გააცნოს მათი სპეციფიკა, გაუღვივოს ინტერესი აქტუალური სოციალური პრობლემების სამართლიანი გადაწყვეტის გზების ძიებისადმი, ასევე აჩვენოს მათი სწავლების ის განსხვავებული მიდგომები, რომელიც უნივერსიტეტს გამოარჩევს
შიდა მობილობით დაინტერესებული სტუდენტებმა გთხოვთ იხილოთ შემდეგი ბრძანება. სტუდენტებმა განცხადებით უნდა მიმართონ იმ ფაკულტეტს, რომელზე გადასვლაც სურთ.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით 14 ივნისს სპეციალურად პირველი კურსის სტუდენტებისთვის გაიმართება შეჯიბრი კაზუსის ამოხსნაში. პროექტის მიზანია იურიდიული პოროფესიის წარმომადგენლებში კაზუსის სწორი მეთოდოლოგიით ამოხსნის პოპულარიზაცია და შესაფერისი უნარ-ჩვევების განვითარება. როგორც მოგეხსენებათ სამართლის ფაკულტეტის სარეიტინგო სისტემის ერთ-ერთი საკვალიფიკაციო პირობა გახლავთ, აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა,ამიტომ გელოდებით, გამოსცადეთ თქვენი შესაძლებლობები. შეჯიბრით გათვალისწინებული ძირითადი მიმართულებები : სისხლის სამართალი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძის საჯარო ლექცია თემაზე – „კონსტიტუციური მართლმსაჯულება საქართველოში“ ღონისძიების ფარგლებში სტუმარმა ისაუბრა საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციების, სტრუქტურისა და კონსტიტუციური მართლმსაჯულების მოდელების შესახებ ევროპასა და ამერიკაში. შეხვედრის ბოლოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის განახლდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით 24 და 25 მაისს 16:00 ა505 აუდიტორიაში გაიმართება ტრენინგი – მედიაციის არსი და მისი განვითარება ქართულ სამართლებრივ სივრცეში, რომელსაც წარუძღვება თეო კვირიკაშვილი, იურიდიული კომპანია J&T Consulting-ის იურისტი და თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი მედიაცია არის დავის გადაწყვეტის მეთოდი, რომელიც მიმართულია ნებისმიერი სახის კონფლიქტის გადაჭრაზე მოლაპარაკებების გზით. ეს არის კონფლიქტის
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, 7 ივნისს იმართება შეჯიბრი კაზუსის ამოხსნის მეთოდიკაში. პროექტის მიზანია იურიდიული პოროფესიის წარმომადგენლებში კაზუსის სწორი მეთოდოლოგიით ამოხსნის პოპულარიზაცია და შესაფერისი უნარ-ჩვევების განვითარება. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მიღებული ცოდნა გამოიყენონ პროფესიულ საქმიანობაში. მონაწილეები იმუშავებენ როგორც მატერიალური, ასევე საპროცესო სამართლის ფარგლებში შემუშავებულ კაზუსებზე. სამიზნე ჯგუფი: საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამართალმცოდნეობის საბაკალავრო
17 მაისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ალექსანდრე დარახველიძის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე – „ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიღწევები და გამოწვევები“. ლექციის ფარგლებში სტუმარმა ინტერაქციულ რეჟიმში სტუდენტებთან ერთად განიხილა სამინისტროს ფუნქცია, სტრუქტურა, რეფორმები და დაქვემდებარებული უწყებები,ასევე გაგვიზიარა ბოლო წლების განმავლობაში სასჯელაღსრულების დეპარტამენტებში არსებული აქტუალური პრეცედენტები.
11-15 ივნისს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტის მეორე გასვლითი ტრენინგი იმართება. ღონისძიების ორგანიზატორები რენე კასინის ფონდი და ევროპის უნივერსიტეტი არიან, პარტნიორები კი – საფრანგეთის საელჩო საქართველოში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფისი საქართველოში და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი. პროექტი მიზნად ისახავს მონაწილეთა ცოდნის გაღრმავებას ადამიანის უფლებათა დაცვის შიდა და საერთაშორისო სამართალში, შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმებით უზრუნველყოფა და
ილიას სახელმწოფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლასთან არსებული კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მიერ 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში განხორციელდა პროექტი „ჭავჭავაძის პროფესიული ეთიკისა და ადვოკატირების შეჯიბრი“, რომელშიც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან მონაწილეობა მიიღო ერთმა გუნდმა. მისი წევრები იყვნენ გიორგი შალამბერიძე, თამთა თინაშვილი და გვანცა გოგსაძე, ხოლო მწვრთენელი – ეთიკის კომისიის მთავარი იურისტი, სამართლის ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი – თამარ