- 29/01/2018
პრაქტიკული სამართლის კურსი – “Street Law” ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისთვის პრაქტიკული სამართლის კურსი – “Street Law” წარმოადგენს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სამართლის კლინიკასთან არსებულ პროგრამას, რომლის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება სამართლის აქტუალურ პრობლემებთან დაკავშირებით. მისი მიზანია ასევე კლინიკაში პრაქტიკულ კომპონენტზე დარეგისტრირებული სტუდენტებისთვის ცოდნის დემონსტრირების უნარების სრულყოფა. სტუდენტებს, რომლებიც ჩართულები არიან პროგრამაში, უტარდებათ
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი იურიდიული კლინიკის ფარგლებში 2, 3, 4 თებერვალს მე-10, მე-11 მე-12 კლასის მოსწავლეებს იწვევს ზამთრის სკოლაში მონაწილეობის მისაღებად. ზამთრის სკოლის მიზანია სკოლის მოსწავლეებს აუმაღლოს ცნობიერება სამართლის აქტუალურ საკითხებში, დაეხმაროს სოციალური, ეთიკური და პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ მოისმინონ თეორეტიკოსი და პრაქტიკოსი იურისტების, მათ შორის მოსამართლის, პროკურორის, ადვოკატის
მიმდინარე წლის 24 ნოემბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა დავით გეფერიძემ კიევის ეკონომიკისა და სამართლის უნივერსიტეტის მოწვევით წაიკითხა საჯარო ლექციების კურსი „თანამედროვე საერთაშორისო საავიაციო სამართლის აქტუალურ პრობლემებზე“.
შიდა მობილობის მსურველი სტუდენტების განაცხადებს ფაკულტეტები მიიღებენ 9-12 იანვარს. განცხადების დასაწერად გთხოვთ მიმართოთ იმ ფაკულტეტს, რომელზე გადასვლაც გსურთ.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანმა – ასოცირებულმა პროფესორმა, დოქტორმა ეკატერინე ბაკარაძემ და ფაკულტეტის სამართლის კლინიკის ხელმძღვანელმა – ნანა გამახარიამ შემოდგომის სემესტრის დასასრულს მორიგი შეხვედრა გამართეს სამართლის ფაკულტეტის პირველ კურსელებთან. შეხვედრის მიმდინარეობისას სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ ესაუბრათ და კითხვები დაესვათ მათთვის მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხებზე. თავის მხრივ, ფაკულტეტის წარმომადგენლებმა კი მათ გააცნეს ის შესაძლებლობები, რომლებიც
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, იურიდიული კლინიკის ფარგლებში, სტუმრად ეწვივნენ: სამართლის დოქტორი და კოჩის უნივერსიტეტის საჯარო სამართლის პოსტ-დოქტორანტი ვალენტინა რიტა სკოტი, კერძო შედარებითი სამართლისა და შედარებითი კომერციული სამართლის ექსპერტი ჯოვანა კარუნო, მილანის უნივერსიტეტის კერძო შედარებითი სამართლის პროფესორი და შედარებითი შრომის სამართლის კვლევითი ცენტრის წევრი მარკო სეგესიო და შედარებითი კერძო სამართლის პროფესორი ანდრეა ბორონი.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით,იურიდიული კლინიკის ფარგლებში, 21 ნოემბერს, ჩატარდა სამართლის დოქტორის, ადვოკატისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატის ლევან ჯანაშიას საჯარო ლექცია თემაზე – ადვოკატის როლი მედიაციაში. ღონისძიებამდე სტუმარი შეხვდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორს – პროფ. დოქ. ილიას ჩილოღლუს. აღნიშნული ღონისძიება ემსახურებოდა მედიაციის, როგორც სასამართლოსა და დამოუკიდებელი არბიტრის ჩარევის გარეშე დავის
17 ნოემბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით აღინიშნა სტუდენტთა საერთაშორისო დღე. მთელი დღის განმავლობაში უნივერსიტეტში გაიმართა სხვადასხვა გასართობი ღონისძიება: EBRU Art (წყალზე ხატვა), ინით ხატვა, Food Festival და სტუდენტების მიერ სპეციალურად ამ დღისთვის ორგანიზებული კონცერტი. მოწვეული იყო მხატვარი ზალიკო სულაკაური. ღონისძიების მიზანი იყო ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დახმარება, რასაც შეუერთდა სამართლის ფაკულტეტი და შემოსული თანხაც სწორედ
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მეორე და მესამე კურსის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს საჯარო გამოსვლის კონკურსში-“So You Think You Can Speak?!”. მონაწილეები შეეცადნენ თაანამდებობის პირების, საჯარო ფიგურებისა და სამოქალაქო აქტივისტების გამოსვლების იმიტაცია გაეკეთებინათ, სამართლებრივ პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებზე. კონკურსის ბოლოს, გამოვლინდნენ პირველი,მეორე და მესამე ადგილის მფლობელები, ასევე, სპეციალური სერტიფიკატი გადაეცა საუკეთესო გამომსვლელს. აღსანიშნავია, რომ ჟიურიმ