- 24/11/2017
17 ნოემბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით აღინიშნა სტუდენტთა საერთაშორისო დღე. მთელი დღის განმავლობაში უნივერსიტეტში გაიმართა სხვადასხვა გასართობი ღონისძიება: EBRU Art (წყალზე ხატვა), ინით ხატვა, Food Festival და სტუდენტების მიერ სპეციალურად ამ დღისთვის ორგანიზებული კონცერტი. მოწვეული იყო მხატვარი ზალიკო სულაკაური. ღონისძიების მიზანი იყო ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დახმარება, რასაც შეუერთდა სამართლის ფაკულტეტი და შემოსული თანხაც სწორედ
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მეორე და მესამე კურსის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს საჯარო გამოსვლის კონკურსში-“So You Think You Can Speak?!”. მონაწილეები შეეცადნენ თაანამდებობის პირების, საჯარო ფიგურებისა და სამოქალაქო აქტივისტების გამოსვლების იმიტაცია გაეკეთებინათ, სამართლებრივ პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებზე. კონკურსის ბოლოს, გამოვლინდნენ პირველი,მეორე და მესამე ადგილის მფლობელები, ასევე, სპეციალური სერტიფიკატი გადაეცა საუკეთესო გამომსვლელს. აღსანიშნავია, რომ ჟიურიმ
10 ნოემბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის იურიდიული კლინიკის ფარგლებში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე ‘საინვესტიციო სამართლის როლი და ამოცანები“, რომელსაც უძღვებოდა საინვესტიციო და სავაჭრო სამართლის მაგისტრი ამირან მაკარაძე. ლექციის მიზანი იყო სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას დარგთან დაკავშირებით. სტუმარმა ისაუბრა იმ რისკებზე, რომლებიც თან ახლავს ფინანსური ინვესტიციების განხორციელებას, იმ სამართლებრივ საშუალებებზეც, რომლებიც შესაძლებელს ხდის ამ რისკების
2017 წლის 6-16 ოქტომბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუმრობდა ჩრდილოეთ ოჰაიოს უნივერსიტეტის სამართლის კოლეჯის პროფესორი, რიჩარდ ბეილსი. იგი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორს, ბატონ ილიას ჩილოღლუს და სამართლის ფაკულტეტის დეკანს, ქალბატონ ეკატერინე ბაკარაძეს შეხვდა. შეხვედრის განმავლობაში, მათ უნივერსიტეტის სტრუქტურის, სწავლების სპეციფიკასა, მასში არსებული ფაკულტეტებისა და პროგრამების შესახებ ისაუბრეს. 12 ოქტომბერს ღონისძიება, სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, იურიდიული
შზსუ-ს სამართლის ფაკულტეტი აცხადებს განაცხადების მიღებას გაცვლითი პროგრამებისთვის პარტნიორ უნივერსიტეტებში. განცხადება შეუძლიათ მე-2 და მე-3 კურსის სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება და ინგლისური ენის ცოდნის შესაბამისი დონე(რაც სავალდებულოა დასტურდებოდეს ენის სერტიფიკატით). უპირატესობა მიენიჭებათ სტუდენტებს, რომლებიც ყველაფერთან ერთად, აქტიურად არიან ჩართულნი კულტურულ აქტივობებში. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ ფაკულტეტს, ადმინისტრაციული კორპუსის (A)504-ე აუდიტორიაში.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, იურიდიული კლინიკის ფარგლებში , 27-29 სექტემბრის ჩათვლით, ტრენინგი – იურიდიული ფსიქოლოგიის თანამედროვე მიდგომები, “ჩანაფიქრიდან მოქმედებამდე” გაიმართა. ტრენინგის მთავარი მიზანი იყო სტუდენტებს გაეცნოთ ის ფსიქიკური პროცესები, რომლებიც ერთიანდება დანაშაულის ჩანაფიქრიდან მის განხორციელებამდე შუალედში. 27 სექტემბერს, უნივერსიტეტს კრიმინალისტი, გიორგი მათიაშვილი ესტუმრა. მან სტუდენტებს ადამიანის ქცევის შემსწავ ლელი ბიოფსიქოსოციალური მიდგომა გააცნო
გთხოვთ, შეამოწმოთ შუალედური გამოცდების ცხრილი სტუდენტთა საინფორმაციო სისტემაში; გთხოვთ, გამოცდების დამთხვევის შემთხვევაში მიმართოთ საგამოცდო ცენტრს (A307) 9 ოქტომბრიდან 13 ოქტომბრის ჩათვლით; გთხოვთ, ცხრილი გადაამოწმოთ ყოველდღიურად, რადგან შეიძლება შეიცვალოს კვირის ბოლომდე; გამოცდაზე დასასწრებად, აუცილებლად თან იქონიეთ სტუდენტური ბარათი; შუალედური გამოცდის გაცდენის შემთხვევაში, მიმართეთ ფაკულტეტს განცხადებითა და გაცდენის მიზეზის დამადასტურებელი საბუთით, გამოცდის გაცდენიდან ხუთ კალენდარულ დღეში; შუალედური გამოცდების აღდგენითი გამოცდები დაინიშნება: – მეორე,
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით “Street Law” კლინიკის ფარგლებში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე „ხელშეკრულების შედგენის ტექნიკა“. საჯარო ლექცია წაიკითხა გიორგი ბარათაშვილმა. სტუმარმა ისაუბრა სახელშეკრულებო სამართლის ძირითად პრინციპებზე, ხელშეკრულების სწორად და ეფექტურად შედგენის სპეციფიკასა და მის მნიშვნელობაზე იურისტის პროფესიაში. სტუდენტებმა დასვეს კითხვები მათთვის საინტერესო საკითებზე და გაიმართა დისკუსია.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით “Street Law” კლინიკის ფარგლებში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება“. დღესდღეობით ეს დარგი უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება, იმდენად, რამდენადაც სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მოეთხოვება კანონმდებლობის ლიბერალიზაცია არასრულწლოვნებთან მიმართებით. საჯარო ლექცია წაიკითხა დარგის სპეციალისტმა – კარლო ნიკოლეიშვილმა. სტუმარმა ისაუბრა თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ამ კუთხით კანონმდებლობაზე მუშაობა, რადგან