News

    • 29/09/2017

    ხელშეკრულების შედგენა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით “Street Law” კლინიკის ფარგლებში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე „ხელშეკრულების შედგენის ტექნიკა“. საჯარო ლექცია წაიკითხა გიორგი ბარათაშვილმა. სტუმარმა ისაუბრა სახელშეკრულებო სამართლის ძირითად პრინციპებზე, ხელშეკრულების სწორად და ეფექტურად შედგენის სპეციფიკასა და მის მნიშვნელობაზე იურისტის პროფესიაში. სტუდენტებმა დასვეს კითხვები მათთვის საინტერესო საკითებზე და გაიმართა დისკუსია.

    • 25/09/2017

    არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით “Street Law” კლინიკის ფარგლებში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება“. დღესდღეობით ეს დარგი უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება, იმდენად, რამდენადაც სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მოეთხოვება კანონმდებლობის ლიბერალიზაცია არასრულწლოვნებთან მიმართებით. საჯარო ლექცია წაიკითხა დარგის სპეციალისტმა – კარლო ნიკოლეიშვილმა. სტუმარმა ისაუბრა თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ამ კუთხით კანონმდებლობაზე მუშაობა, რადგან

    • 22/09/2017

    საჯარო ლექცია “არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება”

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით “Street Law” კლინიკის ფარგლებში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება“. საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს კანონმდებლობის ლიბერალიზაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კუთხით. ეს გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფო ცდილობს და ნელ-ნელა მიიწევს იმისკენ, რომ დაეხმაროს საზოგადოების ყველაზე მგრძნობიარე ნაწილის ჯანსაღ განვითარებასა და რესოციალიზაციას. საჯარო ლექცია წაიკითხა დარგის სპეციალისტმა –  ხატია შეყილაძემ. სტუმარმა ისაუბრა