- 19/07/2017
2017 წლის 30 ივნისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ორგანიზებით გაიმართა სტუდენტური კონფერენცია. კონფერენციაზე სტუდენტებმა ფართოდ განიხილეს კერძო სამართლის აქტუალური თემები და საკითხები. ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდნენ გამარჯვებულები წერითი და ზეპირი კომპონენტების მიხედვით: პირველი ადგილი – ქეთევან გორგასლიძე; მეორე ადგილი – ნათია გაბინაშვილი; მესამე ადგილი – ანანო გასვიანი; გამარჯვებულებს
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუმრობდნენ ზიგენის უნივერსიტეტი პროფესორი, დოქტორი გერდ მორგენტალერი, ქელგერის უნივერსიტეტის პროფესორი ქეითლინ მაჰოუნი, ბარსელონას უნივერსიტეტის პროფესორი დოქტორი ჯოან ლუის პერეს ფრანჩეზი და ჩრდილოეთ დაკოტას მთავარი პროკურორი უეინ სტენეჰემი. სტუმრები ეწვივნენ საქართველოს შიანაგან საქმეთა სამინისტროსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს და გაეცნენ ამ უწყებებში დანერგილ ინოვაციებს.
17 ივნისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესები უმაღლეს სასწავლებელთა შორის: სისხლის, სამოქალაქო და საკონსტიტუციო სამართლის მიმართულებით. გუნდები, წერით და ზეპირ კომპონენტში შეაფასეს მოქმედმა მოსამართლეებმა და კვალიფიციურმა იურისტებმა. გამოვლინდა გამარჯვებულებიც : სამოქალაქო სამართლის მიმართულებით – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სისხლის სამართლის მიმართულებით – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საკონსტიტუციო
მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის (https://students.eqe.ge) ვადა განისაზღვრა 2017 წლის 25 ივლისიდან 17 აგვისტოს 18:00 სთ-მდე. სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე დადებითი შედეგის მიღების შემთხვევაში მობილობის მსურველი სტუდენტის შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამოცხადების ვადაა – 2017 წლის 24 აგვისტო – 6 სექტემბრი. მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა
დანიაში, ქალაქ ორჰუსში ჩატარდა იმიტირებული სასამართლო პროცესი საერთაშორისო შრომის სამართალში. ჰუგო სინზეიმერის იმიტირებული სასამრთლო პროცესი უკვე მეორე წელია იმართება და 2017 წლის 14-18 ივნისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი, რომელიც ერთადერთი გუნდია საქართველოდან, მეორედ იღებდა კონკურსში მონაწილეობას. პროექტში მონაწილეობდნენ გუნდები ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან და საქართველო ამ შემთხვევაში ერთადერთი არაწევრი მონაწილე ქვეყანა იყო, რაც თავის მხრივ,
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში სამართლის ფაკულტეტის ათმა სტუდენტმა გაიარა სტაჟირების კურსი „პარტნიორისასწავლო დაწესებულებების სტუდენტების სტაჟირება შსს-ს აკადემიაში“ სასწავლო კურსის განმავლობაში სტუდენტებს კრიმინალისტიკასა და ტაქტიკურ სწავლებაში თეორიული და პრაქტიკული ლექციები ჩაუტარდათ. მათ მესაზღვრის უნარ-ჩვევების პრაქტიკული კურსიც გაიარეს. სტუდენტები, შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრს, შსს-ს არქივსა და ექპერტიზის
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტმა, 3 – 5 ივნისის ჩათვლით საზაფხულო სკოლის ფარგლებში, მე-11 და მე-12 კლასელებს უმასპინძლა. პროგრამა შემეცნებით-პრაქტიკული ხასიათის იყო და სამართლის მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად. მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ, ლექციები მოესმინათ კომპეტენტური და პრაქტიკოსი იურისტებისაგან ( თამარ ლაკერბაია – ასოცირებული პროფესორი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სამოქალაქო სამართლის მიმართულებით, ლექცია საოჯახოს სამართალზე)
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, 5 მაისს გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით – „ნუ დაემონები“ , რომლის ფარგლებშიც საჯარო ლექცია გამართეს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, გადაცემა „ექიმების“ თანაწამყვანმა, კოტე მათითაშვილმა და კონსტიტუციონალისტმა დიმიტრი გეგენავამ. აღნიშნული ღონისძიება, მიზნად ისახავდა უნივერსიტეტის ტერიტორიის ერთი დღით განთავისუფლებას თამბაქოს არასასურველი და მავნე ზეგავლენისაგან. ლექციის ფარგლებში,სტუმრებმა თემა განიხილეს ფართოდ, სამართვებრივ და ჯანდაცვით
სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს აკადემიასა და შპს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის დაიდო ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმის მიზანია მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობა, ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება ინტელექტუალური და მატერიალური რესურსების კონსოლიდაციის გზით. თანამშრომლობის ფარგლებში იგეგმება სამუშაო შეხვედრების, სემინარების, კონფერენციების ორგანიზება , კვლევასა და სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება, ერთობლივი სასწავლო სახელმძღვანელოებისა