• 28/12/2023

    IBSU-მ საადვოკატო ბიუროსთან “ბიბიქეი – ბიზნესი და სამართალი” მემორანდუმი გააფორმა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა და საადვოკატო ბიურომ „ბიბიქეი – ბიზნესი და სამართალი” ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმეს. მემორანდუმს ხელი მოაწერეს IBSU-ს რექტორმა კახა შენგელიამ და საადვოკატო ბიუროს დირექტორმა სალომე ბეჟაშვილმა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ხელი შეუწყობს სტუდენტების მიერ მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გაანალიზებას და განზოგადებას, სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებას და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას, შესაბამის სფეროში დარგობრივი უნარების გაღრმავებას და სასწავლო პრაქტიკის

    • 26/12/2023

    IBSU-სა და იურიდიულ კომპანია “OK & CG”-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და იურიდიულ კომპანია “OK & CG”-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს IBSU-ს რექტორმა კახა შენგელიამ და “OK & CG”-ის დირექტორმა ოთარ კაჭკაჭიშვილმა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ხელი შეუწყობს სტუდენტების მიერ მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გაანალიზებას და განზოგადებას, სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებას და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას, შესაბამის სფეროში დარგობრივი უნარების გაღრმავებას და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესაძლებლობას.

    • 13/12/2023

    ტაშკენტის სამართლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მობილობის ფარგლებში მიღებას აცხადებს

    ტაშკენტის სამართლის სახელმწიფო უნივერსიტეტი IBSU-ს სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრზე მობილობის ფარგლებში მიღებას აცხადებს. აპლიკაციის საბოლოო ვადა: 29.12.2023 კონტაქტი: Iro@ibsu.edu.ge

    • 10/12/2023

    საჯარო ლექცია – “გამოხატვის თავისუფლება, როგორც საერთო ევროპული ღირებულება ”

    სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა, სამართლის დოქტორმა თამარ ავალიანმა ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე “გამოხატვის თავისუფლება, როგორც საერთო ევროპული ღირებულება ევროკავშირის სამართლის მიხედვით”. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი უერთდება ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეულს, რომელიც  ქვეყნის მაშტაბით 1-11 დეკემბერს იმართება.

    • 04/12/2023

    IBSU-ში პროექტი “სახელმწიფო მმართველობა მოსწავლეებისთვის” ჩატარდა

    IBSU-ს უფასო პროექტის “სახელმწიფო მმართველობა მოსწავლეებისთვის” ფარგლებში, უნივერსიტეტმა სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. ორდღიანი ტრენინგების განმავლობაში, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები გაეცნენ საჯარო მმართველობის საფუძვლებს და მის მნიშვნელობას. პროექტი ხელს უწყობს პრაქტიკული და სახალისო აქტივობების მეშვეობით კრიტიკული აზროვნების, პრობლემების გადაჭრის, კომუნიკაციისა და ლიდერობის უნარების განვითარებას.

    • 17/11/2023

    ამერიკელი და ქართველი მოსამართლეების ერთობლივი ლექცია

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ამერიკელი და ქართველი მოსამართლეების ერთობლივი საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „გამოწვევები ოჯახური ძალადობის საქმეთა განხილვისას – ქართული და ამერიკული გამოცდილება.“ ლექციაზე მომხსენებლები იყვნენ ამერიკელი მოსამართლეები – ელისაბედ ესპინოზა და ქეროლ ქელი,  დოქტორი პატრიცია ვილდერმუტი, ამერიკის საელჩოს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს უფროსი მრჩეველი მართლმსაჯულების საკითხებში და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

    • 13/11/2023

    პროფესიული განვითარების რესურსები ერთ სივრცეში

    საჯარო სამსახურის ბიურო გთავაზობთ რესურსებს და სახელმძღვანელოებს, რომლებიც განკუთვნილია არა მხოლოდ საჯარო მოხელეებისთვის, არამედ განვითარების ნებისმიერი მსურველისთვის. ერთ სივრცეში არსებული რესურსები დაგეხმარებათ გაიზარდოთ პროფესიულად და განავითაროთ ზუსტად ის უნარები და ცოდნა, რაც კარიერაში წარმატების მისაღწევადაა საჭირო. ეწვიეთ ვებგვერდს და მიიღეთ უფასო წვდომა ელექტრონულ რესურსებზე – https://bit.ly/3SqfoHJ

    • 10/11/2023

    პროექტი ‘სამართალი მოსწავლეებისთვის’ განახლდა

    IBSU-ს სტუდენტების ორგანიზებით, შემოდგომის სემესტრში განახლდა ტრენინგ-კურსი “სამართალი მოსწავლეებისთვის”. ტრენინგის ფარგლებში სკოლის მონაწილეებმა შეისწავლეს სამართლის საფუძვლები, დარგები და პროფესიები, სასამართლო სისტემის თავისებურებები, იმსჯელეს ადამიანის უფლებებზე, დანაშაულების სახეებსა და სხვა მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებზე. ტრენინგის მიმდინარეობისას მოსწავლეები მუშაობდნენ კაზუსების ამოხსნაზე, ითამაშეს როლური თამაშები და ჰქონდათ დებატები. “სამართალი მოსწავლეებისთვის” IBSU-ს ყოველთვიური პროექტია.

    • 20/10/2023

    სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის ახალი დეკანი სტუდენტებს შეხვდა

    IBSU-ს სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის ახალი დეკანი სალომე კუჭუხიძე სამართალმცოდნეობის პროგრამის და საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის პროგრამის სტუდენტებს შეხვდა. ინტერაქტიურ შეხვედრაზე ახალმა დეკანმა სტუდენტებს სასწავლო პროცესთან დაკავშირებული დეტალები გააცნო და მათ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.