• 01/02/2017

    საერთაშორისო კონფერენცია

    ,, დემოკრატისა და ადამიანის  უფლებებათა თანამედროვე გამოწვევები რეგიონალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების ჭრილში“. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და აბრეშუმის გზის კვლევითი ინსტიტუტი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ა. წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ილიაუნის მხარდაჭერით ატარებს მე -12 ყოველწლიურ კონფერენციას სახელწოდებით: ,,დემოკრატიისა და ადამიანის  უფლებებათა თანამედროვე გამოწვევები რეგიონალური პოლიტიკისა

    • 30/01/2017

    სამართლის ფაკულტეტის გუნდი საერთაშორისო იმიტირებული პროცესის ნახევარფინალისტი გახდა

    ჰოლანდიაში,  ქ. ამსტერდამში ჰუგო სინზიმერის ინსტიტუტის მიერ ჩატარდა იმიტირებული სასამართლო პროცესი საერთაშორისო შრომის სამართალში. ევროპის შვიდი ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოდან პროექტში მონაწილეობდნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები – ირაკლი დუაძე და თამარ ბაკარაძე. გუნდს ხელმძღვანელობდა შრომის სამართლის ექსპერტი ზაქარია შველიძე. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტების პროექტში მონაწილეობას

    • 30/01/2017

    საჯარო გამოსვლის კონკურსში “So You Think You Can Speak ?!”.

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს საჯარო გამოსვლის კონკურსში “So You Think You Can Speak ?!”. მონაწილეებმა გააკეთეს თანამდებობის პირების, საჯარო ფიგურებისა და სამოქალაქო აქტივისტების გამოსვლების იმიტაცია სამართლებრივ, პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებზე. კონკურსის ბოლოს გამოვლინდნენ პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები, ასევე სპეციალური სერტიფიკატი გადაეცა საუკეთესო გამომსვლელს. ჟიურიმ გამოავლინა სხვადასხვა

    • 30/01/2017

    ზაზა ხატიაშვილის საჯარო ლექცია

    25 ოქტომბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე – ზაზა ხატიაშვილი. სტუმარი შეხვდა უნივერსიტეტის რექტორს, ილიას ჩილოღლუს და გამართა საჯარო ლექცია, სადაც ისაუბრა ადვოკატის პროფესიის მნიშვნელობაზე. ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების პრობლემაზე.

    • 30/01/2017

    მემორანდუმი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს IBSU-ს სტუდენტებისთვის ერთობლივი პროექტების განხორციელებას, სტაჟირების პროგრამების ამოქმედებას ასევე, ერთობლივ სემინარებს, საგანმანათლებლო შეხვედრების გამართვას და ა.შ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასოციაციის მიერ უკვე განხორციელებულ აქტივობებს, პროექტებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს. უნივერსიტეტის მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა რექტორმა პროფესორმა ილიას ჩილოღლუმ, ხოლო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხრიდან

    • 30/01/2017

    მემორანდუმის გაფორმება თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტთან

    2016 წლის 5 ოქტომბერს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და “თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტს“ შორის. ამავე დღეს უნივერსიტეტთან გააფორმა მემორანდუმი იურიდიულმა კომპანიამ – „Full Legal Service”. გაფორმებული მემორანდუმები ითვალისწინებს IBSU-ს სტუდენტებისთვის ერთობლივი პროექტების განხორციელებას, სტაჟირების პროგრამების ამოქმედებას ასევე, ერთობლივ სემინარებს, საგანმანათლებლო შეხვედრების გამართვას და ა.შ. უნივერსიტეტის მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა რექტორმა, პროფესორმა ილიას ჩილოღლუმ,

    • 30/01/2017

    ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესი

    თბილისის საქალაქო სასამართლოში პრაქტიკოსი მოსამართლეების, პროკურორებისა და ადვოკატების მონაწილეობით ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა. პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტისა (Us Embassy DOJ) და ამერიკის იურისტთა ასოციაციის (ABA ROLI) მხარდაჭერით განხორციელდა. იმიტირებული პროცესები 5 პარალელური ჯგუფისთვის ერთდროულად ჩატარდა, სადაც ნაფიცების როლში შავი ზღვის უნივერსიტეტის სამართლისა და სოციალური მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები იყვნენ წარმოდგენილი. პროექტი

    • 30/01/2017

    საჯარო ლექცია შრომის სამართალში

    21 ოქტომბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით ესტუმრნენ იტალიელი პროფესორები: ფრანჩესკო ბაჩინი და ანდრეა ბორონი. პროფესორმა ბაჩინიმ გამართა საჯარო ლექცია შრომის სამართალში. პროფესორი ბორონი კი ერთი კვირის განმავლობაში წაიკითხავს მოკლე სალექციო კურსს “შედარებითი საერთაშორისო კომერციული დავების გადაწყვეტაში” შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის და ეკონომიკის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის.

    • 30/01/2017

    სტუდენტების ვიზიტი სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში

    ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტს შორის დადებული მემორანდუმის საფუძველზე 26 ოქტომბერს ექსკლუზიურად მხოლოდ ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტებისთვის გაიმართა შეხვედრა, სადაც სტუდენტებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ ბიუროს კრიმინალისტიკური, ბიოლოგიური და ფსიქიატრიული დეპარტამენტის მუშაობის წესს. სტუდენტებს შეხვდნენ დეპარტამენტის ხელმძღვანელები, რომლებმაც წარმოადგინეს პრეზენტაცია ბიუროს მუშაობისა და გამოცდილების შესახებ, თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე