• 04/12/2023

    IBSU-ში პროექტი “სახელმწიფო მმართველობა მოსწავლეებისთვის” ჩატარდა

    IBSU-ს უფასო პროექტის “სახელმწიფო მმართველობა მოსწავლეებისთვის” ფარგლებში, უნივერსიტეტმა სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. ორდღიანი ტრენინგების განმავლობაში, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები გაეცნენ საჯარო მმართველობის საფუძვლებს და მის მნიშვნელობას. პროექტი ხელს უწყობს პრაქტიკული და სახალისო აქტივობების მეშვეობით კრიტიკული აზროვნების, პრობლემების გადაჭრის, კომუნიკაციისა და ლიდერობის უნარების განვითარებას.

    • 17/11/2023

    ამერიკელი და ქართველი მოსამართლეების ერთობლივი ლექცია

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ამერიკელი და ქართველი მოსამართლეების ერთობლივი საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „გამოწვევები ოჯახური ძალადობის საქმეთა განხილვისას – ქართული და ამერიკული გამოცდილება.“ ლექციაზე მომხსენებლები იყვნენ ამერიკელი მოსამართლეები – ელისაბედ ესპინოზა და ქეროლ ქელი,  დოქტორი პატრიცია ვილდერმუტი, ამერიკის საელჩოს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს უფროსი მრჩეველი მართლმსაჯულების საკითხებში და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

    • 13/11/2023

    პროფესიული განვითარების რესურსები ერთ სივრცეში

    საჯარო სამსახურის ბიურო გთავაზობთ რესურსებს და სახელმძღვანელოებს, რომლებიც განკუთვნილია არა მხოლოდ საჯარო მოხელეებისთვის, არამედ განვითარების ნებისმიერი მსურველისთვის. ერთ სივრცეში არსებული რესურსები დაგეხმარებათ გაიზარდოთ პროფესიულად და განავითაროთ ზუსტად ის უნარები და ცოდნა, რაც კარიერაში წარმატების მისაღწევადაა საჭირო. ეწვიეთ ვებგვერდს და მიიღეთ უფასო წვდომა ელექტრონულ რესურსებზე – https://bit.ly/3SqfoHJ

    • 10/11/2023

    პროექტი ‘სამართალი მოსწავლეებისთვის’ განახლდა

    IBSU-ს სტუდენტების ორგანიზებით, შემოდგომის სემესტრში განახლდა ტრენინგ-კურსი “სამართალი მოსწავლეებისთვის”. ტრენინგის ფარგლებში სკოლის მონაწილეებმა შეისწავლეს სამართლის საფუძვლები, დარგები და პროფესიები, სასამართლო სისტემის თავისებურებები, იმსჯელეს ადამიანის უფლებებზე, დანაშაულების სახეებსა და სხვა მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებზე. ტრენინგის მიმდინარეობისას მოსწავლეები მუშაობდნენ კაზუსების ამოხსნაზე, ითამაშეს როლური თამაშები და ჰქონდათ დებატები. “სამართალი მოსწავლეებისთვის” IBSU-ს ყოველთვიური პროექტია.

    • 20/10/2023

    სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის ახალი დეკანი სტუდენტებს შეხვდა

    IBSU-ს სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის ახალი დეკანი სალომე კუჭუხიძე სამართალმცოდნეობის პროგრამის და საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის პროგრამის სტუდენტებს შეხვდა. ინტერაქტიურ შეხვედრაზე ახალმა დეკანმა სტუდენტებს სასწავლო პროცესთან დაკავშირებული დეტალები გააცნო და მათ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.        

    • 13/10/2023

    IBSU-ს სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლას ახალი დეკანი ჰყავს

    სალომე კუჭუხიძე IBSU-ს სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის ახალი დეკანი გახდა. წლების განმავლობაში ქალბატონი სალომე მუშაობდა კავკასიის უნივერსიტეტში სხვადასხვა პოზიციებზე, მათ შორის სასწავლო პროცესის ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორად, ომბუდსმენად, სამართლის სკოლის დოქტორანტურის კოორდინატორად, ასევე, ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ და კავკასიის სამართლის სკოლის სწავლების ხარისხის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელად. ქალბატონი სალომე 2017 წლიდან მუშაობს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრში აკრედიტაციის ექსპერტის პოზიციაზე. “მიხარია, რომ მომეცა