- 09/12/2022
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია თემაზე: ,,ქალთა უფლებები საომარი ვითარების დროს – მიღწევები და გამოწვევები” გაიმართა. საჯარო ლექციას ლალი დევიძე, მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის ტრენერი, გაუძღვა. ლექცია ინტერაქციული ხასიათის იყო, სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ ნებისმიერი სახის კითხვა და სრულყოფილი ინფორმაცია მიეღოთ მათთვის საინტერესო საკითხებზე. ღონისძიება სამართლის სკოლის ინიციატივით გაიმართა.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის ორგანიზებით, საჯარო ლექცია თემაზე: “ადამიანის უფლებები, როგორც კონსტიტუციური წესრიგის შენარჩუნების მექანიზმი” გაიმართა. ლექციას თამარ ავალიანი საჯარო სამართლის დოქტორი, კონსტიტუციონალისტი, ადამიანის უფლებათა სამართლის სპეციალისტი, ადვოკატთა ასოციაციის, სახალხო დამცველის, ევროსაბჭოს და გაეროს ექსპერტი ადამიანის უფლებებში, გაუძღვა. თამარ ავალიანი არის ეუთოს ექსპერტი საარჩევნო მონიტორინგის საკითხებში.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის ორი სტუდენტი, მარიამ ლომუაშვილი და მარიამ ედიბერიძე, 24 რჩეულთა შორის მოხვდნენ და ნაფიც მსაჯულთა იმიტირებულ სასამართლო პროცესში მიიღებენ მონაწილეობას. ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესი საქართველოს გენერალური პროკურატურის ორგანიზებით, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერითა და ადვოკატთა ასოციაციის ჩართულობით იმართება. პროექტის გახსნის ღონისძიება საქართველოს გენერალურ პროკურატურაში
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს მკვლევრები ბერლინისა და რომის უნივერსიტეტიდან ეწვივნენ. სტუმრებს შეხვდნენ უნივერსიტეტის რექტორი, დოქტ. საფფეთ ბაირაქთუთანი, სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანი ქეთევან ქოქრაშვილი და დეკანის მოადგილე ნონა ზუბიტაშვილი. შეხვედრაზე განიხილეს ინტერნაციონალიზაციის ფარგლებში შემდგომი თანამშრომლობის საკითხები.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდა სამართლის დოქტორის, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის გია ხუბუას საჯარო ლექცია თემაზე: “სამართლიანობა, როგორც სამართლის პრინციპი”. ღონისძიება ინტერაქციული ხასიათის იყო. განიხილეს უტილიტარიზმის, ლიბერტარიანიზმის, თავისუფლებისა და თანასწორობის თემები. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ ნებისმიერი სახის კითხვა და სრულყოფილი ინფორმაცია მიეღოთ მათთვის საინტერესო საკითხებზე. ღონისძიება სამართლის სკოლის ინიციატივით გაიმართა.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტს, ინტერნაციონალიზაციის მიზნით, დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მიუნხენის იურიდიული კომპანია – „Vlachopoulos Rechtsanwaltskanzlei“ -ის მთავარი იურისტი და კომპანიის პროკურისტი, თეა წიკლაური-რეგალი ესტუმრა. თეა წიკლაური-რეგალი ფაკულტეტის ადმინისტრაციას შეხვდა, შემდგომი ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით, ასევე სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებთან ჩაატარა სამუშაო შეხვედრა „კორპორაციათა რეგულირების თავისებურებებზე გერმანიაში“.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში პატრიკ მაკნალთის საჯარო ლექცია ჩატარდა თემაზე, “ამერიკის შეერთებული შტაბების საკონსტიტუციო სამართალი”. შეხვედრა სამართლის სკოლის ორგანიზებით გაიმართა და მას სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები დაესწრო. საჯარო ლექცია ინტერაქციული ხასიათის იყო და სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ სრულყოფილი ინფორმაცია მიეღოთ მათთვის საინტერესო საკითხებზე.
საქართველოში შვედეთის საელჩოს მხარდაჭერით, შვედური ინსტიტუტის დაფინანსებითა და შვედეთის კურსდამთავრებულთა ქსელის ორგანიზებით, 23 სექტემბერს, იურიდიული პროფესიების განვითარების ფორუმი – “ევროპული სტანდარტების დანერგვა იურიდიულ პროფესიებში – სიახლეები, გამოწვევები და პერსპექტივები” ჩატარდა. ღონისძიების ერთ-ერთი ოფიციალური პარტნიორი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი იყო. შეხვედრის მიზანი იყო არსებულ პროფესიაში ბოლოდროინდელი, მიმდინარე და დაგეგმილი ცვლილებების შედეგად არსებული მდგომარეობისა და სამომავლო პერსპექტივების
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამამ, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, შვიდწლიანი აკრედიტაცია მოიპოვა. როგორც IBSU-ს სამართლის სკოლის დეკანმა, პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ქეთევან ქოქრაშვილმა განაცხადა, პროგრამაში ცვლილებები განხორციელდა თანამედროვე მოთხოვნებისა და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, სამართლის სკოლის აკადემიური კორპუსის, პოტენციური დამსაქმებლებისა, სტუდენტების აქტიური ჩართულობით. სამართლის სკოლა მადლობას უხდის პროგრამის შედგენაში ჩართულ პირებს, აკრედიტაციის