სიახლეები

  • პირველადი სამედიცინო დახმარების მასტერკლასი მოსწავლეებისთვის
    • 31/03/2025

    პირველადი სამედიცინო დახმარების მასტერკლასი მოსწავლეებისთვის

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის დეკანმა და პრორექტორმა ადმინისტრაციის დარგში, გიორგი მახარაშვილმა სკოლის მოსწავლეებისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების ორდღიანი მასტერკლასი ჩაატარა. მოსწავლეები გაეცნენ პირველადი სამედიცინო დახმარების ტექნიკებს, მათ შორის სასიცოცხლო ნიშნების შეფასების მეთოდებს, სიცოცხლის ბაზისურ ალგორითმს, უცხო სხეულის გადმოვარდნის და ინტრავენური ინიექციის ტექნიკებს და პირველად დახმარებას სისხლდენების დროს. ტრენინგის დასასრულს ყველა მონაწილეს IBSU-ს სერტიფიკატი და

  • IBSU-ს მედიცინის სკოლის კურსდამთავრებულები აშშ-სა და კანადაში რეზიდენტურის გამოცდებს ჩააბარებენ
    • 07/03/2025

    IBSU-ს მედიცინის სკოლის კურსდამთავრებულები აშშ-სა და კანადაში რეზიდენტურის გამოცდებს ჩააბარებენ

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) მედიცინის სკოლის კურსდამთავრებულები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში რეზიდენტურის გამოცდების ჩაბარებას შეძლებენ. IBSU-ს მედიცინის სკოლას წარმატებით მიენიჭა მედიცინის უცხოელ კურსდამთავრებულთა განათლების კომისიის (ECFMG) სერტიფიცირება. (იხ. ბმული: https://shorturl.at/Fcja1) IBSU-ს დიპლომირებული მედიკოსის პროგრამამ აკრედიტაცია 2024 წელს მიიღო. პროგრამა მიზნად ისახავს თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამედიცინო განათლების მიცემას, რომელიც შესაბამისობაში იქნება

  • სამედიცინო სალიცენზიო გამოცდისთვის მოსამზადებელი სესიები IBSU-ში
    • 16/06/2024

    სამედიცინო სალიცენზიო გამოცდისთვის მოსამზადებელი სესიები IBSU-ში

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში Arise Medical Academy-ის მიერ ორგანიზებული ინტერაქტიური სესიათა სერია დაიწყო, რომელიც უცხოური სამედიცინო სალიცენზიო გამოცდისთვის (FMGE) ინდოელი სტუდენტების მომზადებას ისახავს მიზნად. სესიას უძღვება ინდოეთში აღიარებული პედიატრი, დოქტორი სანდიპ შარმა. IBSU-ში ჩატარებული სესიები ხელს შეუწყობს საქართველოში მყოფ ინდოელ სტუდენტებს FMGE-ის გამოცდა წარმატებით ჩააბარონ და დასაქმდნენ ინდოეთში.

  • მედიცინის სკოლა სამედიცინო სკოლების მსოფლიო ცნობარში დაემატა
    • 23/05/2024

    მედიცინის სკოლა სამედიცინო სკოლების მსოფლიო ცნობარში დაემატა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა სამედიცინო სკოლების მსოფლიო ცნობარში დაემატა. აღნიშნულ ცნობარში მოხვედრა მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც ამერიკის და კანადის სამედიცინო სალიცენზიო გამოცდაზე დასაშვებად სპონსორის წერილის უზრუნველყოფს. მედიცინის სკოლასთან დაკავშირებულ ინფორმაციას გაეცანით ცნობარის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://search.wdoms.org/home/SchoolDetail/F0008628

  • პირველადი სამედიცინო დახმარების მასტერკლასი აბიტურიენტებისთვის
    • 20/05/2024

    პირველადი სამედიცინო დახმარების მასტერკლასი აბიტურიენტებისთვის

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (IBSU) აბიტურიენტებისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების ორდღიანი უფასო მასტერკლასი ჩაატარა. IBSU-ს დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიურმა პერსონალმა აბიტურიენტებს ასწავლეს პირველადი სამედიცინო დახმარების ტექნიკები, მათ შორის: სასიცოცხლო ნიშნების შეფასების მეთოდები, სიცოცხლის ბაზისური ალგორითმი, უცხო სხეულის გადმოვარდნის ტექნიკა, ინტრავენური ინიექციის ტექნიკა და პირველადი დახმარება სისხლდენების დროს. მასტერკლასის მეორე დღეს ჩატარდა OSCE-ის სცენარებით გავლილი მასალის პრაქტიკული გამოყენება. 10 საუკეთესო

  • დიპლომირებული მედიკოსის პროგრამამ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის აკრედიტაცია მიიღო
    • 02/05/2024

    დიპლომირებული მედიკოსის პროგრამამ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის აკრედიტაცია მიიღო

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანმა პროგრამამ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის სრული აკრედიტაცია მიიღო. 2024 წლის სექტემბრიდან მედიცინის სკოლის სტუდენტები ისწავლიან თანამედროვე სასწავლო აუდიტორიებითა და ლაბორატორიებით აღჭურვილ ახალ კამპუსში, რათა თითოეულმა სტუდენტმა თეორიული მასალის ათვისების პარალელურად შეძლოს პრაქტიკულად მუშაობა და კვლევების ჩატარება. ასევე, სტუდენტებს საშუალება ექნებათ აქტიურად გაიარონ კლინიკური პრაქტიკა, თბილისის მასშტაბით, 24