ბიზნეს ადმინისტრირება – ფინანსები (ინგლისურენოვანი)

  1. მთავარი
  2. /
  3. სკოლები
  4. /
  5. ბიზნესის სკოლა
  6. /
  7. საბაკალავრო პროგრამები
  8. /
  9. ბიზნეს ადმინისტრირება – ფინანსები (ინგლისურენოვანი)

პროგრამის მიზანი

ფინანსების საბაკალავრო პროგრამის მიზანია სტუდენტზე ორიენტირებული სწავლებით კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება, რომლებიც შეძლებენ ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბიზნესის სხვადასხვა სექტორის საქმიანობის განხორციელებაში მონაწილეობას, რაც უზრუნველყოფს დასაქმების შესაძლებლობას სახელმწიფო, კერძო, და არასამთავრობო სექტორებში; პროგრამის მიზანია აგრეთვე სტუდენტებისათვის ბიზნესის და ფინანსების თეორიული და პრაქტიკული ფუნდამენტური საკითხების საფუძვლიანი ცოდნის, და პრაქტიკული უნარების  უზრუნველყოფა; პროგრამა  საშუალებას აძლევს სტუდენტებს უპასუხონ თანამედროვე ბიზნეს გარემოს გამოწვევებს  და ხელს უწყობს მათ საკუთარი კარიერის დაგეგმვასა და განვითარებაში.

 

დასაქმების სფერო

ფინანსების საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში შეძენილი ცოდნისა უნარების დახმარებით, კურსდამთავრებულს საშუალება ექნება დასაქმდეს სახელმწიფო და კერძო სექტორში, სხვადასხვა პროფილის ორგანიზაციებში (საწარმოო და ბიზნეს სტრუქტურები), სადაც ის პრაქტიკულად განახორციელებს ძირითად პროფესიულ ფუნქციებს როგორც დამოუკიდებლად, ასევე ჯგუფში მუშაობის დროს. კურსდამთავრებულს შეუძლია სწავლა გააგრძელოს არა მხოლოდ ბიზნესის და ფინანსების, არამედ სხვა პროფილითაც, შესაბამის სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების წინაპირობებისა და კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით.

 

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა

საბაკალავრო საგანმანათლებო პროგრამაზე სტუდენტის ჩარიცხვა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით – ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე. ჩასაბარებელი ძირითადი საგნები: ქართული ენა და ინგლისური ენა. მესამე ჩასაბარებელი საგანია: მათემატიკა. ინგლისური ენის მინიმალური კომპეტენციის დონე: 50%+1.

საბაკალავრო  საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს.

მობილობის წესით ჩარიცხვა ხორციელდება წელიწადში ორჯერ. შიდა მობილობა ხორციელდება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე www.ibsu.edu.ge). გარე მობილობა ხორციელდება სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: www.eqe.ge).

შენიშვნა: უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე https://iro.ibsu.edu.ge/ka/მიღება/).

 

სწავლის საფასური

ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულებისთვის: 4590 ლარი
ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხულებისთვის: 4500 აშშ დოლარი

მისანიჭებელი კვალიფიკაციაბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი ფინანსებში
სწავლების ენაინგლისური
ხანგრძლივობა: 3 წელი
კრედიტები: 180

 

საკონტაქტო ინფორმაცია

პროგრამის ხელმძღვანელი: მაია მელიქიძე
ელფოსტა: maia.melikidze@ibsu.edu.ge
ტელეფონი: (+995 32) 2800 064 (109)
ოთახი: A209

 

პროგრამა