ბიზნეს ადმინისტრირება – მარკეტინგი (ინგლისურენოვანი)

  1. მთავარი
  2. /
  3. სკოლები
  4. /
  5. ბიზნესის სკოლა
  6. /
  7. საბაკალავრო პროგრამები
  8. /
  9. ბიზნეს ადმინისტრირება – მარკეტინგი (ინგლისურენოვანი)

პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება,   რომლებსაც შეეძლებათ ბიზნეს-პროცესებისა და მარკეტინგული საქმიანობის წარმართვა როგორც ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში, ასევე ნებისმიერი სახის  ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოში.   პროგრამის მიზანია აგრეთვე    სტუდენტებმა შეიძინონ  მარკეტინგული საქმიანობის მართვის    თეორიული და პრაქტიკული ასპექტების საფუძვლიანი ცოდნა და პროფესიული კარიერისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები, რომლებიც უზრუნველყოფს ბაზრის მოთხოვნებთან ორგანიზაციის ინტერესების შეთანაწყობას.

 

დასაქმების სფერო

მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში შეძენილი ცოდნისა და უნარების დახმარებით, კურსდამთავრებულის დასაქმების სფერო  საკმაოდ ფართოა, ამიტომ  მას საშუალება ექნება, დასაქმდეს ეკონომიკის სხვადასხვა დარგისა და ბიზნესის ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის სახელმწიფო, კერძო და არაკომერციულ ორგანიზაციებში, რომლებსაც სჭირდებათ პროფესიონალები მარკეტინგული საქმიანობის სფეროში. კურსდამთავრებულს შეუძლია სწავლა გააგრძელოს მაგისტრატურაში როგორც ბიზნესის ადმინისტრირების, ისე სხვა პროფილით, შესაბამისი წინაპირობებისა და არსებული კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით.

 

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა

საბაკალავრო საგანმანათლებო პროგრამაზე სტუდენტის ჩარიცხვა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით – ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე. მესამე ჩასაბარებელი სავალდებულო საგანია: მათემატიკა ან ისტორია. ინგლისური ენის ჩაბარება სავალდებულოა (მინიმალური კომპეტენციის დონე (50%+1).

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს.

საერთაშორისო აპლიკანტების ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე https://iro.ibsu.edu.ge/ka/მიღება/).

 

სწავლის საფასური

ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულებისთვის: 4590 ლარი

ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხულებისთვის: 4500 აშშ დოლარი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი მარკეტინგში

სწავლების ენა: ინგლისური

ხანგრძლივობა და კრედიტები: პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების მოცულობაა 240 კრედიტი, მათ შორისაა: აკადემიური წერა – 5 კრედიტი, ინფორმაციული ტექნოლოგიები – 5 კრედიტი, ბიზნესის ადმინისტრირების და მარკეტინგის სავალდებული საგნები – 157 კრედიტი, ბიზნესის და მარკეტინგის დარგის არჩევითი საგნები – არანაკლებ 8 კრედიტი, თავისუფალი (მათ შორის დამატებითი სპეციალობის) საგნები – 65 კრედიტი. საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული 240 კრედიტი განაწილებულია ოთხი აკადემიური წლის, რვა სემესტრის განმავლობაში. თითოეულ სემესტრში სტუდენტის მიერ ასაღები კრედიტების მოცულობაა 30 კრედიტი.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

პროგრამის ხელმძღვანელი: ნია თოდუა
ელფოსტა:  ntodua@ibsu.edu.ge
ტელეფონი: (+995 32) 2800 064 (ext.186)
ოთახი:  A306

 

პროგრამა