სამაგისტრო პროგრამის მიზანია თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების, სამეცნიერო კვლევისა და შემოქმედებითი მუშაობის უნარების მქონე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება. პროგრამის ამოცანას წარმოადგენს მოამზადოს სპეციალისტები, რომელთაც ექნებათ ღრმა და სისტემური ცოდნა ფინანსების სფეროში. პროგრამა გარდა თეორიული ლექციებისა, მოიცავს ინტერაქციულ სემინარებსა და პრაქტიკულ ტრენინგებს, პრეზენტაციებსა და ჯგუფურ მუშაობას, რის შედეგადაც მაგისტრანტს გაუადვილდება როგორც ფინანსების სფეროში არსებული თეორიული პრობლემების ანალიზი, ისე რეალურ ბიზნეს-სიტუაციებში გარკვევა და მათი მართვა. სწავლების პროცესში გათვალისწინებულია სტუდენტების მისწრაფებები და სურვილები, საფინანსო ბაზრებისა და ინდუსტრიის განვითარების საერთაშორისო ტენდენციები და ჩვენი ქვეყნის სპეციფიკა.
პროგრამის ამოცანაა მაქსიმალურად დაუახლოოს სტუდენტი პრაქტიკას, როგორც საჯარო და კერძო სექტორის ორგანიზაციებში სტაჟირებებით, ასევე პროფესიულ წრეებთან აქტიური თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმების გამოყენებით. ამ მიზნით პროგრამაში სხვა ღონისძიებებთან ერთად გათვალისწინებულია ურთიერთობები საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან, რომლებთანაც უნივერსიტეტს გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები.
ჩვენთან თქვენ მიიღებთ მაღალკვალიფიციურ კადრებსა და ინოვაციურ აკადემიურ პროგრამებს, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სასწავლო ტექნოლოგიებით; ბაზარზე ორიენტირებულ კურიკულუმს პრობლემაზე დაფუძნებული სწავლებით; მოხერხებულ განრიგსა და შეზღუდული უნარების მქონე პირთა მხარდაჭერას; პარტნიორული ურთიერთობები ბიზნესისა და საფინანსო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან (მათ შორისაა: საბანკო ასოციაცია, სადაზღვევო ბიზნესის ასოციაცია, საქართველოს სერტიფიცირებულ ბუღალტერთა და აუდიტორთა საზოგადოება, საქართველოს საფონდო ბირჟა და სხვა).
სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება და დაამყარონ კონტაქტი მომავალ კოლეგებთან საზღვარგარეთ სტუდენტთა გაცვლით პროგრამაში სამაგისტრო საფეხურზე სწავლებისას, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ დასავლეთის ქვეყნების მრავალ უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე. ადვილად აღიარებადი საკრედიტო სისტემისა და მორგებადი პროგრამების საშუალებით სტუდენტებს შეუძლიათ სემესტრი გაატარონ განსხვავებულ გარემოში და გაიღრმაონ მათ მიერ არჩეული პროფესია.
ფინანსების სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში შეძენილი მრავალმხრივი დარგობრივი და ზოგადი (ტრანსფერული) უნარების დახმარებით, კურსდამთავრებულს საშუალება ექნება დასაქმდეს სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში, ასევე, სასწავლო და სამეცნიერო–კვლევითი პროფილის მქონე ორგანიზაციაში, სხვადასხვა პროფილის ფონდში, არასამთავრობო ორგანიზაციაში და ა.შ.
ფინანსების მაგისტრს შეუძლია იმუშაოს საფინანსო სისტემის ყველა რგოლში და ფინანსური მართვის სფეროში, კერძოდ: კურსდამთავრებული შეძლებს დაიკავოს მაღალი დონის სამენეჯერო პოზიციები როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში, საკონსულტაციო ფირმებში, ერთობლივ საწარმოებში და ა.შ.
პროგრამის (ფინანსებში) კურსდამთავრებულს შეუძლია სწავლა გააგრძელოს არა მხოლოდ ფინანსების, არამედ ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების ფართო პროფილით, შესაბამის სადოქტორო პროგრამაზე დაშვების წინაპირობების გათვალისწინებით.
საქართველოს მოქალაქე მაგისტრანტობის კანდიდატს პროგრამაზე დაშვებისათვის მოეთხოვება:
გაითვალისწინეთ!
წარმოსადგენი დოკუმენტები:
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის იხილეთ ბმული: https://ibsu.edu.ge/iro/admission/
მისანიჭებელი ხარისხი: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი ფინანსებში
სწავლების ენა: ქართული | ინგლისური
ხანგრძლივობა და კრედიტები: 2 წელი, 120 ECTS
ეროვნული სამაგისტრო გამოცდებით ჩარიცხულებისთვის: 4500 ლარი
ეროვნული სამაგისტრო გამოცდების გარეშე ჩარიცხულებისთვის: 4500 აშშ დოლარი
1. თუ მაგისტრანტობის კანდიდატი ხელშეკრულებას გააფორმებს 31 აგვისტომდე და გადაიხდის 950 ლარს, ისარგებლებს 20%-იანი გრანტით.
შენიშვნა: თუ მაგისტრანტობის კანდიდატი არ ჩააბარებს IBSU-ში, აღნიშნული თანხა არ დაუბრუნდება; ჩაბარების შემთხვევაში კი სწავლის საფასურში ჩაეთვლება; თუ მაგისტრანტობის კანდიდატი IBSU-ს შიდა გამოცდას ვერ ჩააბარებს, აღნიშნული თანხა უკან დაუბრუნდება.
2. 10%-იანი გრანტი კურსდამთავრებულებისთვის
3. ერთიან სამაგისტრო გამოცდებზე თუ მაგისტრანტობის კანდიდატი მიიღებს მაქსიმალური შეფასების 80%-ზე მეტს ან BA-ს GPA აქვს 3.3 – მიიღებს წლიურად 1250 ლარიან გრანტს (ჯამში 2500 ლარს).
შენიშვნა: ამ შემთხვევაში დაინიშნება დაფინანსების მოსაპოვებლად გამოცდა, რომლის შედეგიც უნდა იყოს მაქსიმალური ქულის მინიმუმ 80%.
პროგრამის კოორდინატორები:
ქართული სექტორი: ასოც. პროფ.დოქტ. თეა კბილცეცხლაშვილი | vicerector.science@ibsu.edu.ge | ტელ:(+995 32) 2 800 064 (121)
ინგლისური სექტორი: პროფ.დოქტ. მეთინ მერჯანი | mmercan@ibsu.edu.ge | ტელ: (+995 32) 2 800 064 (119)