ბიზნეს ადმინისტრირება – მენეჯმენტი (ინგლისურენოვანი)

  1. მთავარი
  2. /
  3. სკოლები
  4. /
  5. ბიზნესის სკოლა
  6. /
  7. სამაგისტრო პროგრამები
  8. /
  9. ბიზნეს ადმინისტრირება – მენეჯმენტი (ინგლისურენოვანი)

პროგრამის მიზანი

მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის მიზანია ბიზნესის მართვის თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების, სამეცნიერო კვლევისა და შემოქმედებითი მუშაობის უნარების მქონე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება. პროგრამის ამოცანას წარმოადგენს მოამზადოს სპეციალისტები, რომელთაც ექნებათ ღრმა და სისტემური ცოდნაბიზნესის მართვის სფეროებში. მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა გარდა თეორიული კურსებისა, მოიცავს ინტერაქტიურ სემინარებსა და ტრენინგებს, პრეზენტაციებსა და ჯგუფურ მუშაობას, რის შედეგადაც მაგისტრს გაუადვილდება როგორც ბიზნესის მართვის სფეროში არსებული თეორიული პრობლემების ანალიზი, ისე რეალურ ბიზნეს-სიტუაცებში გარკვევა და მათი მართვა. სწავლების პროცესში გაითვალისწინებულია სტუდენტების მისწრაფებები და სურვილები, ბიზნესის და ინდუსტრიის განვითარების საერთაშორისო ტენდენციები და ჩვენი ქვეყნის სპეციფიკა.

პროგრამის ამოცანაა მაქსიმალურად დაუახლოვოს სტუდენტი პრაქტიკას, როგორც საჯარო და კერძო სექტორის ორგანიზაციებში სტაჟირებებით, ასევე პროფესიულ წრეებთან აქტიური თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით. ამ მიზნით პროგრამაში სხვა ღონისძიებებთან ერთად გათვალისწინებულია ურთიერთობები ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებთან, რომლებთანაც უნივერსიტეტს გაფორმებული აქვს მემორანდუმები ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.

 

ძლიერი მხარეები

მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის სიძლიერე გამოხატულია სლოგანით „საერთაშორისო განათლება, საერთაშორისო დასაქმება“. პროგრამის მისია არის უზრუნველყოს მოტივირებული სტუდენტები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლების უმაღლესი ხარისხით. ჩვენთან თქვენ მიიღებთ მაღალკვალიფიციურ კადრებსა და ინოვაციურ აკადემიურ პროგრამებს, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სასწავლო ტექნოლოგიებით; ბაზარზე ორიენტირებულ კურიკულუმს პრობლემაზე დაფუძვნებული სწავლებით;  მოხერხებულ განრიგსა და შეზღუდული უნარების მქონე პირთა მხარდაჭერას.

 

გაცვლითი პროგრამები

სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება და დაამყარონ კონტაქტი მომავალ კოლეგებთან საზღვარგარეთ სტუდენტთა გაცვლით პროგრამაში სამაგისტრო საფეხურზე სწავლებისას, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ დასავლეთის ქვეყნების მრავალ უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე. ადვილად აღიარებადი საკრედიტო სისტემისა და მორგებადი პროგრამების საშუალებით სტუდენტებს შეუძლიათ სემესტრი გაატარონ განსხვავებულ გარემოში და გაიღრმავონ მათ მიერ არჩეული პროფესია.

 

დასაქმება

მენეჯმენტში ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხით კურსდამთავრებულებს აქვთ დასაქმების შესაძლებლობა როგორც ლიდერი, მაღალი რანგის მენეჯერი ან აღმასრულებელი დირექტორი, როგორც საჯარო სექტორში, ასევე კერძო  სამართლის იურიდიულ პირებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, საბაზრო ეკონომიკასა და კონკურენციის პირობებში. სტუდენტებს ასევე შეეძლებათ სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა.

 

მიღება

საქართველოს მოქალაქე მაგისტრანტობის კანდიდატს პროგრამაზე დაშვებისათვის მოეთხოვება:

  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი
  • საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარება
  • გასაუბრება საგანში
  • უცხო ენაში B2 დონის შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის ჩაბარება, თუ საბაკალავრო დიპლომით არ უდასტურდება B2 დონის ცოდნა

გაითვალისწინეთ!

  1. გამოცდა გრანტის მოსაპოვებლად ტარდება პროგრამის განმხორციელებელ ენაზე
  2. განმცხადებლები, რომლებსაც აქვთ უცხო ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი თავისუფლდებიან უცხო ენის გამოცდის ჩაბარებისაგან
  3. უცხო ენის გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდება განმცხადებელი თუ მას დამთავრებული აქვს უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა; ამ კატეგორიის სტუდენტების ჩარიცხვა განხორციელდება მხოლოდ გასაუბრების საფუძველზე
  4. გასაუბრებაზე თანაბარი ქულების შემთხვევაში, კონკურსის პირობებში მხედველობაში მიიღება მაგისტრანტობის კანდიდატის GPA

წარმოსადგენი დოკუმენტები:

  • აპლიკაციის ფორმა
  • 2 ფოტოსურათი (3X4) (ბეჭდური და ელექტრონული ფორმით)
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) და დანართის სანოტარო წესით დამოწმებული ასლები, ან შესაბამისიუმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა შესამაბისი ხარისხის მინიჭების შესახებ და ნიშნების ფურცელი (შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ გაცემული დიპლომის შემთხვევაში ასლების სანოტარო წესით დამოწმება არ არის სავალდებულო)
  • უმაღლესი განათლების უცხო ქვეყნაში მიღების შემთხვევაში, დიპლომისა და დანართის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანები და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი
  • საიდენტიფიკაციო ბარათის/პასპორტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის – სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი)
  • უცხო ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი/უცხოენოვანი პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი და დანართი (არსებობის შემთხვევაში)
  • კანონმდებლობით დადგენილი წესით სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირის მიერ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • საერთო სამაგისტრო გამოცდის ბარათი

მისანიჭებელი ხარისხი: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი მენეჯმენტში
სწავლების ენა: ინგლისური
ხანგრძლივობა და კრედიტები: 2 წელი, 120 ECTS

 

სწავლის საფასური

ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულებისთვის: 4500 ლარი
ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხულებისთვის
: 4500 აშშ დოლარი

 

შეღავათები:

სამაგისტრო პროგრამების საგრანტო სისტემა:

1.თუ მაგისტრანტობის კანდიდატი ხელშეკრულებას გააფორმებს 31 აგვისტომდე და გადაიხდის 950 ლარს, ისარგებლებს 20%-იანი გრანტით.

შენიშვნა: თუ მაგისტრანტობის კანდიდატი არ ჩააბარებს IBSU-ში, აღნიშნული თანხა არ დაუბრუნდება; ჩაბარების შემთხვევაში კი სწავლის საფასურში ჩაეთვლება; თუ მაგისტრანტობის კანდიდატი IBSU-ს შიდა გამოცდას ვერ ჩააბარებს, აღნიშნული თანხა უკან დაუბრუნდება.

 210%-იანი გრანტი კურსდამთავრებულებისთვის

3.ერთიან სამაგისტრო გამოცდებზე თუ მაგისტრანტობის კანდიდატი მიიღებს მაქსიმალური შეფასების 80%-ზე მეტს ან BA-ს GPA აქვს 3.3 – მიიღებს წლიურად 1250 ლარიან გრანტს (ჯამში 2500 ლარს).

შენიშვნა: ამ შემთხვევაში დაინიშნება დაფინანსების მოსაპოვებლად გამოცდა, რომლის შედეგიც უნდა იყოს მაქსიმალური ქულის მინიმუმ 80%.

შენიშვნა:

IBSU-ს კურსდამთავრებულებს შეუძლიათ ისარგებლონ ერთდროულად სამივე გრანტით. 

სხვა უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებისთვის მოქმედებს მხოლოდ ერთი გრანტი, რომელიც მეტია.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

პროგრამის კოორდინატორი: ასოც. პროფ. დოქტ. მაკა ბუღულაშვილი | bughulashvili@ibsu.edu.ge
ტელ:(+995 32) 2 800 064 (182)