- 28/09/2021
ტურიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, იბსუ-ს ტურიზმის პროგრამის ორგანიზებით, 27 სექტემბერს, მალტის ტურიზმის ინსტიტუტის მენეჯერმა, პროფესორმა სიმონ კარუანამ ჩაატარა ვორქშოფი – „კოვიდ 19-ის გავლენა გართობის ინდუსტრიაზე.“ შეხვედრაზე სპიკერმა ისაუბრა კოვიდ-19 -ის გავალენაზე ტურიზმის სექტორზე, გამოწვევებზე, რომლის წინაშეც აღმოჩნდა სექტორი, კონკრეტულად გართობის ინდუსტრია. აგრეთვე, სიმონ კარუანამ ვორქშოფის მონაწილეებს გააცნო მსოფლიო ტურიზმის ახალი ტენდენციები პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე. „იბსუ
ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტმა 2021 წლის 23-24 სექტემბერს გამართა საორიენტაციო შეხვედრები პირველკურსელებთან. შეხვედრის ფარგლებში მოხდა შემოდგომის სასწავლო სემესტრის სალექციო პროცესთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ პირველკურსელებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება. პანდემიური სიტუაციის გათვალისწინებით, შეხვედრა გაიმართა ონლაინ ფორმატში.
2021 წლის 17 სექტემბერს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტმა გამართა ტრადიციული საორიენტაციო შეხვედრა საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში ჩართულ აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან. შეხვედრის ფარგლებში მოხდა შემოდგომის სასწავლო სემესტრის სალექციო პროცესთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ ლექტორებისთვის ინფორმაციის მიწოდება. პანდემიური სიტუაციის გათვალისწინებით შეხვედრა გაიმართა ონლაინ ფორმატში.
კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამის ბაკალავრიატის მეოთხე კურსისა და სამაგისტრო სტუდენტებისთვის 13-24 სექტემბერს დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის პროფესორი მარიო ნიუგებაუერი სემინარს Telepresence Robot ჩაატარებს. სემინარში მონაწილეობას დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის HTW ექვსი მაგისტრანტი სტუდენტიც ჩაერთვება. სემინარის პირველი ეტაპი, 13-17 სექტემბერს ონლაინ ჩატარდება. იბსუ-ს და HTW დრეზდენის ორივე გუნდი იმუშავებენ თავიანთ უნივერსიტეტებში. ონლაინ ლექციები და ერთობლივი სესიები დაეხმარება
1) გადავწიოთ თუ არა აკადემიური კალენდარი 6 სექტემბრიდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე და დაველოდოთ სამინისტროსა და საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას, თუ დავიწყოთ ლექციები დისტანციურად? 2) სტუდენტების ზოგადი მიდგომა: მძიმე ეპიდვითარებიდან გამომდინარე, რა ფორმატში ურჩევნიათ სასწავლო პროცესის წარმართვა, დისტანციურად თუ აუდიტორიაში? მადლობა ყურადღებისთვის, პატივისცემით, შზსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა
გაცნობებთ, რომ სსიპ – საჯარო სამსახურის ბიურო იწყებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე-15 ნაკადს. სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, სტაჟიორობის კანდიდატმა განაცხადოს წერილობითი თანხმობა სტაჟირების კონკრეტულ ნაკადში მონაწილეობის თაობაზე შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ბიუროს მიერ სტაჟირების რეგისტრაციის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი თვისა. სტაჟირებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს, რომელთაც განაცხადეს წერილობითი თანხმობა სტაჟირების სახელმწიფო
ძვირფასო სტუდენტებო, შიდა მობილობის ვადებია: 16 – 22 ივლისი (2021) გთხოვთ, განცხადების შესავსებად მოცემულ ვადებში მიმართოთ ქრისტინა ლაზარიდს: klazaridi@ibsu.edu.ge განცხადების ლინკი: დააკლიკე აქ
ძვირფასო სტუდენტებო, გაცნობებთ, რომ საზაფხულო სკოლაში იწყება რეგისტრაცია. განცხადების მიღების ბოლო ვადა: 7 ივლისი. დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ: klazaridi@ibsu.edu.g
24 ივნისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის კომპიუტერული მეცნიერების ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებსა და კომპანია EPAM-ის წარმომადგენლებს შორის შედგა საინფორმაციო შეხვედრა საქართველოში ფრონტ ენდის რეგიონში ცნობილი უფასო კურსის დანერგვასთან დაკავშირებით. თავად კურსზე ინფორმაცია შეგიძლიათ საიტზე ნახოთ – https://rs.school/georgia/. შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია ორივე მხარეს, სამომავლოდ დაიგეგმა თანამშრომლობის გაღრმავება და ორმხრივი