- 22/12/2018
2018 წლის 22 დეკემბერს , აზრებაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაიხსნა მარკეტინგის სამიტი. ამ საერთაშორისო ღონისძიებაზე მოწვეულები იყვნენ მარკეტოლოგები აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და თურქეთიდან. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი წარმოდგენილი იყო მისი დელეგაციის სახით, რომელშიც შედიოდნენ მარკეტინგის პროფესორი კახაბერ ჯაყელი, სადოქტორო, პროგრამის სტუდენტები, რუსუდან ბერიაშვილი და იოსებ გაბელაია. პროფესორმა კახაბერ ჯაყელმა და რუსუდან ბერიაშვილმა სამიტზე ისაუბრეს მარკეტინგის განვითარების სამომავლო
12 დეკემბერს ბიზნესის მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა თათია ტურაშვილის ტრენინგი თემაზე: „საქმიანი მოლაპარაკების წარმართვის სტრატეგიები და კონფლიქტების მართვა.“ თამარ ტურაშვილი არის ფსიქოლოგიის დოქტორი, ორგანიზაციული ფსიქოლოგიის ასოცირებული პროფესორი, პოზიტიური ფსიქოლოგი. კითხულობს ლექციებს მართვის ფსიქოლოგიაში, ლიდერობაში, ბიზნეს ფსიქოლოგიაში, ადამიანური რესურსების მართვაში. თამარი არის ბერლინის ფსიქოლოგიის უნივერსიტეტის მეცნიერ-მკლვლევარი ორგანიზაციული ფსიქოლოგიის მიმართულებით. მოცემული სემინარი ეფუძნებოდა ჰარვარდის მოლაპარაკების მეთოდოლოგიას და
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის ორგანიზებით სტუდენტები მონაცემთა სპეციალისტს, ვინჩენცო ლაგანის შეხვდნენ. ვინჩენცო ლაგანი იტალიელი მეცნიერია,რომელიც სტატისტიკური მეთოდების განვითარებაზე, პროგრამული ინსტრუმენტების ანალიზსა და მაღალ განზომილებიან მონაცემთა ინტეგრაციაზე მუშაობს.ლექციაზე მან ისაუბრა მონაცემთა ანალიზის მეთოდებზე და მათ აპლიკაციებზე, ასევე, სხვადასხვა პროგრამებზე, რომლებიც მონაცემთა სტატისტიკის ანალიზისთვის და ამ სფეროს სამომავლო განვითარებისთვის გამოიყენება.
კონკურენციის საერთაშორისო დღე 1980 წლის 5 დეკემბერს გაერთიანებული ერების კონფერენციამ დაამტკიცა ბიზნესის შემზღუდავი პრაქტიკის კონტროლის მრავალმხრივად შეთანხმებული წესები და პრინციპები. 2010 წელს 5 დეკემბერი გამოცხადებულ იქნა კონკურენციის საერთაშორისო დღედ. ამ დღის აღსანიშნავად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ეწყობა ღონისძიებები რომელთა მიზანია კონკურენციის ადვოკატირება. კონკურენციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 5 დეკემბერს ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე მოეწყო სემინარი თემაზე: ‘Digital Economy,
Sorry, this entry is only available in Eng.
20 ნოემბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით Bitcoin Embassy Georgia-ს დამაარსებელმა ბატონმა ალექსი სუდაძემ გამართა საჯარო ლექცია თემაზე: “Blockchain-ი და კრიპტოვალუტები – ახალი ტიპის ფინანსური ურთიერთობების დაწყება, საერთაშორისო დამოუკიდებელი და ავტონომიური სისტემა .”
19 დან 22 ნოემბრის ჩათვლით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტი მასპინძლობს კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტის 10 პოლონელ სტუდენს და პროფესორს ქალბატონ მონიკა სადის. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში პოლონელი სტუდენტების ჯგუფი ჩაერთვებიან სასწავლო პროცესში, მონაწილეობას მიიღებენ ლექცია-სემინარებში და ასევე, მათთვის სპეციალურად დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებში.
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ინიციატივით, 15 ნოემბერს გაიმართა „სოციალური საწარმოების II #B2B გამოფენა“. ღონისძიება მიზნად ისახავს სოციალურ საწარმოებსა და წამყვან ბიზნეს კომპანიებს, ასევე სხვადასხვა სექტორებს შორის საქმიანი ურთიერთობების დამყარებასა და გაღრმავებას, ცნების პოპულარიზაციასა და სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას საქართველოში. B2B გამოფენის ფორმატით წელს, საქართველო „სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის“ ინიციატივით უერთდება „სოციალური
Sorry, this entry is only available in Eng.