სიახლეები - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

  • IBSU-ს ტურიზმის პროგრამების ხელმძღვანელმა გაიმარჯვა კონკურსში – ‘PROFFORMANCE+ International Higher Education Teacher Award’
    • 05/06/2025

    IBSU-ს ტურიზმის პროგრამების ხელმძღვანელმა გაიმარჯვა კონკურსში – ‘PROFFORMANCE+ International Higher Education Teacher Award’

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელმა, აფილირებულმა პროფესორმა, დოქტორმა ეკა დევიძემ გაიმარჯვა კონკურსში – ‘PROFFORMANCE+ International Higher Education Teacher Award 2024/25,’ რომელიც PROFFORMANCE Consortium-ის მიერ იყო ორგანიზებული. კონკურსში, რომელშიც შვიდი ქვეყანა მონაწილეობდა, წარდგენილი იყო 161 განაცხადი. 161 აპლიკანტიდან შეირჩა 17 ნომინანტი ოთხ სხვადასხვა კატეგორიაში: 1. დიჯიტალიზაცია 2. ინტერნაციონალიზაცია 3. ინკლუზია და

  • ტურიზმის პროგრამის სტუდენტები საველე ვიზიტით კასპის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ
    • 05/06/2025

    ტურიზმის პროგრამის სტუდენტები საველე ვიზიტით კასპის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ

    პროექტის “შიდა ქართლის ხმა” ფარგლებში, ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები და ფასილიტატორი, ‘კულტურული ტურიზმის’ სასწავლო კურსის მოწვეული ლექტორი, პროფესორი მაია ღვინჯილია საველე ვიზიტით კასპის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ. პროექტი IBSU-ს კვლევის ხელშეწყობისა და პროექტების მართვის სამსახურის მიერ არის დაფინანსებული.

  • ტურიზმის პროგრამის სტუდენტებმა სტუდენტთა კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს
    • 04/06/2025

    ტურიზმის პროგრამის სტუდენტებმა სტუდენტთა კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა, ლიკა ცისკარიშვილმა და გურამ მურღულიამ, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სტუდენტთა კონფერენციაში მეწარმეობისა და ტურიზმის თემაზე. გურამ მურღულიამ წარადგინა მოხსენება თემაზე “გასტრონომიული ტურიზმი – იტალიისა და საქართველოს შედარებითი ანალიზი;” ხოლო ლიკა ცისკარიშვილის მოხსენება “კურორტი ახტალა, გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები” მეორე ადგილზე გავიდა.

  • IBSU-ს პროფესორმა ეკა დევიძემ მონაწილეობა მიიღო European Heritage Hub Peer-Learning პროექტში
    • 30/05/2025

    IBSU-ს პროფესორმა ეკა დევიძემ მონაწილეობა მიიღო European Heritage Hub Peer-Learning პროექტში

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელმა, აფილირებულმა პროფესორმა, დოქტორმა ეკა დევიძემ მონაწილეობა მიიღო European Heritage Hub peer-learning პროექტში, რომელიც სარაევოში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში ჩატარდა. შესაძლებლობების განვითარების პროგრამა მიზნად ისახავდა საუკეთესო პრაქტიკის და გამოცდილების გაზიარებას ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: გარემოსდაცვითი, ციფრული და სოციალური გამოწვევების შესაბამისად კულტურული მემკვიდრეობის მართვის უნარების განვითარება ადგილობრივ და რეგიონულ კონტექსტში. პროექტი

  • ეკა დევიძე ჩანდიგარის უნივერსიტეტის ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობდა
    • 29/05/2025

    ეკა დევიძე ჩანდიგარის უნივერსიტეტის ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობდა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელი, აფილირებული პროფესორი, დოქტორი, ინდოეთის ჩანდიგარის უნივერსიტეტის ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი, ეკა დევიძე მონაწილეობდა, სამეცნიერო საბჭოს (BoS) შეხვედრაში, როგორც საერთაშორისო ექსპერტი. შეხვედრა ორგანიზებული იყო მოგზაურობისა და ავიაკომპანიების მართვის დეპარტამენტის მიერ. შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროგრამების  შესწავლა, ანალიზი და მათი გლობალურ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, რათა უნივერსიტეტის სტუდენტების

  • ბიზნესის სკოლის დეკანი ჩანდიგარის უნივერსიტეტის ტურიზმისა და მასპინძლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს შეხვდა
    • 29/05/2025

    ბიზნესის სკოლის დეკანი ჩანდიგარის უნივერსიტეტის ტურიზმისა და მასპინძლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს შეხვდა

    IBSU-ს ბიზნესის სკოლის დეკანი დარა აჰმედი ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ასისტენტ პროფესორს, სანდიპ გულერიას შეხვდა, რომელიც ჩანდიგარის უნივერსიტეტის ტურიზმისა და მასპინძლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელია. პროფესორ გულერიას ვიზიტი IBSU-ს ჩანდიგარის უნივერსიტეტთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში რიგით მეორედ შედგა. მხარეებმა ისაუბრეს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტების და აკადემიური პერსონალისთვის ერთობლივად დაგეგმილი აქტივობების შესახებ.

  • ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების საველე ვიზიტი გორში
    • 27/05/2025

    ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების საველე ვიზიტი გორში

    პროექტის ,,შიდა ქართლის ხმა” ფარგლებში, ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები და ფასილიტატორები, ციცი ჯანგიძე და ნინო შონია საველე ვიზიტით გორის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ. პროექტი IBSU-ს კვლევის ხელშეწყობისა და პროექტების მართვის სამსახურის მიერაა დაფინანსებული.

  • სანდიპ გულერიამ ტურიზმის პროგრამის სტუდენტებისთვის შეხვედრები გამართა
    • 27/05/2025

    სანდიპ გულერიამ ტურიზმის პროგრამის სტუდენტებისთვის შეხვედრები გამართა

    არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობისა და მდგრადი განვითარების პრინციპების შესახებ ინდოეთის მაგალითზე IBSU-ს ლექტორმა და ჩანდიგარის უნივერსიტეტის (ინდოეთი) ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სანდიპ გულერიამ ტურიზმის პროგრამის სტუდენტებისთვის შეხვედრები გამართა. შეხვედრები ორგანიზებული იყო მაია ღვინჯილიას სასწავლო კურსის ,,კულტურული ტურიზმი” და თინათინ მოსიაშვილის სასწავლო კურსის “ტურის დაგეგმვა და საქართველოს ტურისტული მარშრუტები” ფარგლებში.

  • IBSU-მ European Language Institute-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა
    • 30/04/2025

    IBSU-მ European Language Institute-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა European Language Institute-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა. IBSU-ს ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს გერმანიაში პრაქტიკის გავლის საშუალება და საზაფხულო დასაქმების შესაძლებლობები ექნებათ.