- 09/10/2018
,, ლუკა ასათიანის სახელობის სდიპენდია წარმატებული სტუდენტებისთვის’’. სტიპენდია გადაეცემა საგანმანათლებლო პროგრამის პირველი და მეორე საფეხურის სტუდენტებს, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის მომენტისთვის რეგისტრირებულნი იყვნენ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და მიღებული აქვთ დადებითი აკადემიური შეფასება. თუ აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, შეგვატყობინოთ, არაუგვიანეს 14 ოქტომბრისა. ctenfaculty@ibsu.edu.ge
მოხარულები ვართ გამოვაცხადოთ ERASMUS + სტიპენდიის განაცხადის გახსნა გერმანიაში 2019 წლის გაზაფხულის სემესტრის შესწავლის ან სტაჟირებისათვის. ეს არის სრულიად დაფინანსებული პროექტი, მათ შორის შედის 800 ევროს ყოველთვიური გადასახადი და 360 ევრო ტურისტული გრანტი. აპლიკანტებისგან საჭიროა: გააგზავნეთ CV პირადი მოტივაციის წერილი გერმანიის B1 დონე Daft ტესტი 2019 წლის იანვარში პირველი ეტაპის განაცხადის ბოლო ვადაა 15 ოქტომბერი https://goo.gl/forms/YBFvp2UokjBGvo6L2
2018 წლის 8 და 9 ოქტომბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით პროფ. დოქტორმა ლაზარე რუკუნდოვა სებიტერენკომ გამართა ტრენინგი თემაზე: სამუშაოს თეოლოგია პროფ. დოქტორი ლაზარე რუკუნდოვა სებიტერენკო არის საერთაშორისო ექპერტი, “Bakke Graduate” უნივერსიტეტის პროფესორი სამუშაოს თეოლოგიაში. მოცემული პროექტი არის პროგრამა „Peace Education”-ის ნაწილი. ვორქშოპი ჩატარდა Bakke Graduate University-ს ეგიდით. მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.
პროექტი მიზნად ისახავს ცოდნის გადაცემას და მჭიდრო კავშირს უნივერსიტეტებსა და მრეწველებს შორის. DAAD- ის მხარდაჭერით ფედერალური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) თანხლებით. ამ სემესტრში პროექტის ფარგლებში ჩატარდება ორი ღონისძიება: 1.Contact Fair 2018 – https://www.facebook.com/events/1606074049503221/ 2. Scrum Workshop – https://www.facebook.com/events/1434928679940166/
29 სექტემბერს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა გიწვევთ ღონისძიებაზე: „ტაო-კლარჯეთი და ექვთიმე თაყაიშვილი“. 12:00-19:00 ტაო-კლარჯეთის ისტორიული ძეგლების გამოფენა 17:00-19:00 ბუბა კუდავას საჯარო ლექცია- „ტაო-კლარჯეთი (რომ არა ექვთიმე თაყაიშვილი…“) ლექციის მიმდინარეობისას გაჟღერდება კონსტანტინე გამსახურდიას, შალვა ამირანაშვილისა და მიხეილ ჭიაურელის ხმოვანი ჩანაწერები ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ. მისამართი: მ.ალექსიძის II შესახვევი N3
შავი ზღვის რურალური ტურიზმის მდგრადი განვითარების პროგრამის ცნობილი ექსპერტი ბატონი რიჩარდ შეპარდი ეწვია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს 20 სექტემბერს. იგი შეხვდა უნივერსიტეტის რექტორს ბატონ ილიას ჩილოღლუს, ბიზნესის მართვის ფაკულტეტის დეკანს პროფესორ თეა კბილცეცხლაშვილს, მარკეტინგის პროგრამების კოორდინატორს პროფესორ კახაბერ ჯაყელს და პროფესორ გიორგი ღლონტს. მხარეები შეთანხმდნენ რომ შზსუ და შავი ზღვის რურალური მდგრადი ტურიზმის პროგრამა განავითარებენ
2018 წლის 7 სექტემბერს ჩატარდა საორიენტაციო შეხვედრა ბიზნესის მართვის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში ჩართულ აკდამიურ და მოწვეულ პერსონალთან. შეხვედრის ფარგლებში მოხდა სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, აკადემიური კალენდრის გაცნობა, სასწავლო პროცესის მარეგულირებელი მნიშვნელოვანი წესებისა და შეფასების სისტების შეხსენება. შეხვედრამ თბილ გარემოსა და კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა.
გადადით ლინკზე და იხილეთ ინფორმაცია ———- https://web.facebook.com/pg/DAAD-University-Business-Partnership-Project-1569262806443819/events/?ref=page_internal
ყურადღება! გაცნობებთ რომ, სტუდენტთა რეგისტრაცია დაიწყება 20 აგვისტოს, ხოლო ლექციები 27 აგვისტოს.