• 11/05/2018

    საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების შესარჩევი ტური

    19-20 მაისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართება ინფორმატიკაში საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების შესარჩევი ტური. 🖱️ ⌨️ შესარჩევ ტურში, მონაწილეობას მიიღებენ ინფორმატიკის ეროვნულ ოლიმპიადაში, სამ ასაკობრივ კატეგორიაში (მე-8 კლასამდე, 9-10 და 11-12 კლასები) გამოვლენილი 10-10 საუკეთესო მოსწავლე. შესარჩევ ტურზე გამოვლინდება ეროვნული ნაკრების წევრი 4 მოსწავლე. ნაკრები .1-8 სექტემბერს იაპონიაში, ქალაქ ცუკუბაში გამართულ მსოფლიო ოლიმპიადაზე გაემგზავრება🙌

    • 11/05/2018

    University Business Partnership

    DAAD-ის წარმომადგენლები, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის დეკანთან ერთად, პროექტის “University Business Partnership” ფარგლებში ესტუმრნენ პარტნიორ კომპანიებს, როგორიცაა Smartweb და Orient Logic. შეხვედრებზე მხარეებმა მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

    • 11/05/2018

    slide4

    • 11/05/2018

    (Eng) slide3

    • 02/05/2018

    CTE საზაფხულო სკოლა

    • 01/05/2018

    დოქტორ მარცინ ოციესზაკის ვიზიტი

    2018 წლის 1 მაისს ვიშეგრადის პროექტის „ევროინტეგრაცია და ფინანსური ბაზრის რეფორმები ვიშეგრადის ქვეყნებში“ ფარგლებში ბიზნესის მართვის ფაკულტეტმა უმასპინძლა დოქტორ მარცინ ოციესზაკის კოზმინისკის უნივერსიტეტიდან (პოლონეთი). დოქტორ ოციესზაკმა ფინანსების პროგრამის სტუდენტებისთვის სემინარი ჩაატარა თემაზე: “ევროინტეგრაცია და ფინანსური ბაზრის რეფორმები ვიშეგრადის ქვეყნებში – პოლონეთის გამოცდილება”. სტუმარმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა პოლონეთის გამოცდილება ევროინტეგრაციის პროცესში და საფინანსო სექტორში განხორციელებულ რეფორმების

    • 01/05/2018

    აწარმოე საქართველოში-“უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის პლატფორმა”

    27 აპრილს, სასტუმრო თბილისი მარიოტში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით, „უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის პლატფორმის“ ფარგლებში, სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები 30-ზე მეტ არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სფეროში მოღვაწე კომპანიებს შეხვდნენ. ღონისძიებაში მონაწილეობა ჩვენი ფაკულტეტის წარმომადგენლებმაც მიიღეს. არქიტექტურის პროგრამა პროგრამის კოორდინატორმა, პროფესორმა გიორგი წანაწყენიშვილმა წარადგინა.

    • 30/04/2018

    ჰაკათონი Raspberry Pi-ს

    28 აპრილს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში DAAD-ის პროექტის ფარგლებში ჩატარდა ჰაკათონი Raspberry Pi-ს გამოყენებით. ჰაკათონში მონაწილეობას იღებდნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები. მონაწილეებს ორი დღის განმავლობაში უტარდებოდათ ვორქშოპი, რომელსაც უძღვებოდა გერმანელი პროფესორი მარიო ნოგებაუერი. 🏆🎁 ჰაკათონის პირველი და მეორეადგილოსანი მონაწილეები დააჯილდოვა პროექტის პარტნიორმა კომპანიებმა, როგორიცაა Orient Logic და Smart Web.

    • 24/04/2018

    DAAD-ისა და Erasmus+ -ის წარმომაგენლები საქართველოში

    26 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით DAAD-ისა და Erasmus+-ის წარმომაგენლები პროექტის “ყირგიზეთსა და საქართველოში პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლის გავრცელება” ფარგლებში გეგმავენ ვიზიტს საქართველოში. ვიზიტის განმავლობაში ჩატარდება შემდეგი ღონისძიებები სტუდენტებისა და პროფესორებისათვის: ცვიკაუს უნივერსიტეტის, Erasmus+-ისა და DAAD-ის პრეზენტაცია – წარმომადგენლები შეხვდებიან სტუდენტებს, რექტორს და გაიმართება გაცნობითი სახის შეხვედრა. შეხვედრა ჩატარდება 26 აპრილს, 16:00 საათზე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში,