- 30/04/2018
28 აპრილს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში DAAD-ის პროექტის ფარგლებში ჩატარდა ჰაკათონი Raspberry Pi-ს გამოყენებით. ჰაკათონში მონაწილეობას იღებდნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები. მონაწილეებს ორი დღის განმავლობაში უტარდებოდათ ვორქშოპი, რომელსაც უძღვებოდა გერმანელი პროფესორი მარიო ნოგებაუერი. 🏆🎁 ჰაკათონის პირველი და მეორეადგილოსანი მონაწილეები დააჯილდოვა პროექტის პარტნიორმა კომპანიებმა, როგორიცაა Orient Logic და Smart Web.
26 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით DAAD-ისა და Erasmus+-ის წარმომაგენლები პროექტის “ყირგიზეთსა და საქართველოში პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლის გავრცელება” ფარგლებში გეგმავენ ვიზიტს საქართველოში. ვიზიტის განმავლობაში ჩატარდება შემდეგი ღონისძიებები სტუდენტებისა და პროფესორებისათვის: ცვიკაუს უნივერსიტეტის, Erasmus+-ისა და DAAD-ის პრეზენტაცია – წარმომადგენლები შეხვდებიან სტუდენტებს, რექტორს და გაიმართება გაცნობითი სახის შეხვედრა. შეხვედრა ჩატარდება 26 აპრილს, 16:00 საათზე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში,
19 აპრილს, 10:00-დან 12:00 საათამდე, A101- ში (A შენობა, პირველი სართული) ბატონი აღა ხალიდი ჩაატარებს ტრენინგს “კარიერის მენეჯმენტი – რჩევები და ტექნიკა”. სესიის შინაარსი: აღა ხალიდი, SPHR, GPHR – HR პროფესიონალი დუბაიდან, რომელსაც კავშირი აქვს ახლო აღმოსავლეთში მოქმედ რამდენიმე მულტი–მილიარდი დოლარის მოცულობის მრავალეროვნული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ჩაატარებს 2 საათიან სესიას კარიერის მართვის შესახებ, რომელიც მოიცავს შემდეგ
კომპიუტერული მეცნიერებებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტი 2013 წლიდან ატარებს საზაფხულო სკოლას, რომლის ფარგლებშიც სკოლის მოსწავლეები სწავლობენ მათთვის საინტერესო საგნებს. ჩვენ მოსწავლეებს ვთავაზობთ ვებ პროგრამირების, ინგლისური ენის, გრაფიკული დიზაინის და სხვა საინტერესო კურსებს როგორც ქართულად, ასევე ინგლისურად. მეცადინეობების ხანგრძლივობაა საშუალოდ 2 კვირა. კურსის დასასრულს მოსწავლეები ამზადებენ პროექტებს მიღებული ცოდნის სადემონსტრაციოდ. დაჯოლდოების ცერემონიალზე ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
ბიზნესის მართვის ფაკულტეტმა 2 აპრილს უმასპინძლა კარლოუს ტექნოლოგიების ინსტიტუტის (Institute of Technology Carlow) საერთაშორისო ურთიერთობათა ოფიცერს, ქ-ნ რეიჩელ ნაი ნილს, რომელმაც გამართა პრეზენტაცია აღნიშნული სასწავლებლისა და სასწავლო პროგრამების შესახებ. IT Carlow გახლავთ ირლანდიის ერთ-ერთი მოწინავე სასწავლებელი ტექნოლოგიის, ინოვაციებისა და ბიზნესის მართვის კუთხით. დაარსებიდან (1970 წელი) დღემდე სასწავლებელი დაამთავრა 50 ათასზე მეტმა ადგილობრივმა და უცხოელმა სტუდენტმა.
კომპიუტერული მეცნიერებების საგანმანათლებლო კვირეული(CSEdWeek) არის ყოველწლიური პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს სკოლის მისწავლეებში კომპიუტერული მეცნიერებების მიმართ ინტერესის ამაღლებას. ეს გლობალური პროექტი ორგრანიზებულია არაკომერციული ორგანიზაცია Code.org ის მიერ. მოვლენას მხარს უჭერს 350 პარტნიორი და 100,000 პედაგოგი მთელი მსოფლიოს გარშემო. უკვე ორი წელია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მონაწილეობას იღებს კომპიუტერული მეცნიერებების საგანმანათლებლო კირეულში. 2017 წლის 4-10 დეკემბერს, კომპიუტერული
არ გამოტოვოთ ეს შანსი რეგისტრაციისათვის გადადით შემდეგ ლინკზე https://goo.gl/DrdWvh კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელექტრონული ფოსტის საშუალებით ctenfaculty@ibsu.edu.ge
კომპანია Lingwing-ი აცხადებს ვაკანსიას Front-end (angular.js) და Back-end (node.js, mongodb) დეველოპერების პოზიციაზე. Lingwing-ი სხვადსხვა პოზიციებზე კანდიდტთა შერჩევას არატრადიციული და არასტანდარტული გზით უდგება, ამიტომ CV-ის ნაცლად უბრალოდ, მოკლედ უნდა მოგვწერო ან გამოგვიგზავნო ვიდეო მიმართვა ჩვენს მეილზე, თუ როგორ დაეხმარებოდით ლინგვინგს განვითარებაში და მზად ხართ თუ არა მონაწილეობა მიიღოთ დიდ გამოწვევაში – რომ მილიონობით ადამიანმა ენა ლინგვინგის
20 აპრილს, 15:00 საათზე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტი გიწვევთ კომპიუტერული მეცნიერების სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ღია კარის დღეზე, გთხოვთ მობრძანდეთ A214 ოთახში.