- 14/03/2018
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის ორგანიზებით 9-12 მარტს მოეწყო Puzzle Day, ყოველწლიური საერთაშორისო ღონისძიება, სადაც მონაწილე გუნდები ლოგიკური ამოცანების ამოხსნაში ეჯიბრებიან ერთმანეთს. გამარჯვებული გუნდის წევრებმა ყველა ამოცანა ამოხსნეს, რაც მსოფლიო მასშტაბით სულ რამოდენიმე გუნდმა შეძლო.
14 მარტს(3/14) მთელს მსოფლიოში აღინიშნება PI-ს დღე. ეს არის მათემატიკური მუდმივა, რომელიც ერთ ტრილიონზე მეტი ციფრისგან შედგება. მათემატიკა პირდაპირ უკავშირდება კომპიუტერულ მეცნიერებას, ამიტომ აუცილებლობად ვთვლით PI-ს დღის აღნიშვნას. გთავაზობთ პატარა ონლაინ კონკურსს, გადადით მითითებულ ლინკზე: https://www.pidaychallenge.com და ამოხსენით სხვადასხვა თავსატეხი. 15 მარტს, 23 საათსა და 59 წუთზე, გამოვავლენთ გამარჯვებულს, როემელიც დაჯილდობდება ბიბლუსის ვაუჩერით. მნიშვნელოვანია: მონაწილეობისთვის, გამარჯვებულის
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურმა საორიენტაციო შეხვედრა მოაწყო საერთაშორისო სტუდენტებთან. ღონისძიებას ორმოცდაათზე მეტი საერთაშორისო სტუდენტი დაესწრო 24 სხვადასხვა ქვეყნიდან. (იბსუში სულ 31 ქვეყნის 140 სტუდენტი სწავლობს). საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა საერთაშორისო სტუდენტებს პრეზენტაციის სახით გააცნო ინფორმაცია უნივერსიტეტისა და საქართველოს შესახებ. შეხვედრის შედეგად სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ გაეცნოთ ერთმანეთი.
4 მარტს, კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული ზამთრის სკოლის ფარგლებში, დასკვნითი ცერემონიის შემდეგ მოეწყო ექსკურსია ბაკურიანში ტრენერებისა და გამარჯვებული მოსწავლეებისთვის.
პირველ მარტს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტმა უმასპინძლა პრგრამირების საერთაშორისო შეჯიბრს Google HashCode. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს გუნდებმა სხვადასხვა უნივერსიტეტიდან.
20 თებერვალს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის სტუდენტები საერთაშორისო კომპანია SINGULAR-ს ესტუმრნენ. სტუდენტებმა ნახეს კომპანიის “შიდა სამზარეულო” და გაესაუბრნენ პერსონალს. კომპანიის თანამშრომლებმა სტუდენტებს გამოცდილება გაუზიარეს და თავიანთი საქმიანობის ნიმუშებიც აჩვენეს.
შაბათს,24 თებერვალს, კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის “ზამთრის სკოლა 2018-ის” დახურვის ცერემონია გაიმართა. როგორც მოგეხსენებათ, „ზამთრის სკოლა 2018“ 20იანვარს დაიწყო და 18თებერვლამდე გრძელდებოდა.პროექტში მონაწილეობას საქართველოს სხავადსხვა რაიონიდან 90-მდე მოსწავლე იღებდა.პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები შემდეგ მიმართულებებს დაეუფლნენ : შესავალი კომპიუტერულ მეცნიერებაში, საინფორმაციო ტექნოლოგიები, შესავალი ვებ პროგრამირებაში, შესავალი მონაცემთა ბაზებში, C# პროგრამირება და WINDOWS FORM აპლიკაციები, ვიდეო
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) ბიზნესის მართვის ფაკულტეტმა 2018 წლის 17 თებერვლიდან 19 თებერვლის ჩათვლით, ზამთრის სკოლის ფარგლებში, უმასპინძლა ყოველწლიურ პროექტს: „ჩემი ბიზნეს გასაღები“, რომლის მიზანია მოსწავლეებს გაუზიაროს საუნივერსიტეტო ცხოვრების გამოცდილება, წარმოდგენა შეუქმნას საფაკულტეტო სასწავლო კურსებზე, მიაღებინოს ანალიტიკური, ჯგუფში მუშაობის, გადაწყვეტილების მიღების, პრაქტიკული ქეისების განხილვის გამოცდილება, გაუუმჯობესოს აკადემიური უნარ-ჩვევები, ასწავლოს უნივერსიტეტის პროფესორებთან, წარმატებული კომპანიის მენეჯერებთან
პროგრამის მიზანი საბაკალავრო პროგრამა ინფორმატიკაში (BSI) შექმნილია შემდეგი მიზნებისათვის: სტუდენტებს მისცეს მყარი ცოდნა ფიზიკურ მეცნიერებებში, მათემატიკასა და საინჟინრო მეცნიერებებში. სტუდენტები აღჭურვოს კომპიუტერული და საინჟინრო მეცნიერებების ფუნდამენტურ პრინციპებსა და გამოყენებაზე დაფუძნებული ინტერდისციპლინარული განათლებით. სტუდენტებს განუვიათაროს შესაბამის ფორმატში პროფესიული კომუნიკაციის უნარები. მოამზადოს სტუდენტები კომპეტენტური, პასუხიმგებლიანი და ღირსეული კარიერისთვის. შესთავაზოს სტუდენტებს ქვედისციპლინების შესწავლის მაქსიმალურად ფართო არჩევანი მეოთხე კურსზე