- 14/12/2023
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა საჯარო ლექციას თემაზე “ეკონომიკური თავისუფლება.” სპიკერებმა, რამაზ გერლიანმა, ნოდარ სირბილაძემ და ირაკლი მაკალათიამ განიხილეს სხვადასხვა თემები, მათ შორის “თავისუფლება და ეკონომიკური თავისუფლება,” “ეკონომიკური პოლიტიკა,” და “სახელმწიფო ქონების სტატისტიკა. რა ეკონომიკურ პოტენციალს არ იყენებს საქართველო?” ლექციის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატი.
9 და 10 დეკემბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსში ბიზნეს ანბანის პროექტის მორიგი ტრენინგი ჩატარდა! ორი დღის განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ჩართულიყვნენ სახალისო აქტივობებში და ამავდროულად აემაღლებინათ ცოდნა ბიზნესის სხვადასხვა სფეროსთან დაკავშირებით. ტრენინგის ბოლოს კი მიღებული ცოდნით ბიზნეს გეგმებიც წარადგინეს. მონაწილეებს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისგან გადაეცათ ორენოვანი სერტიფიკატები. დიდ მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს ჩართულობისათვის და
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის საბაკალავრო პროგრამის და ფინანსების საბაკალავრო პროგრამის მე-2 და მე-3 კურსის სტუდენტები საქართველოს პარლამენტს ეწვივნენ. ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში სტუდენტები დაესწრნენ სხდომას და შეხვდნენ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მთავარ სპეციალისტებს. ბიზნესის სკოლის ვიცე-დეკანის, იაშა მურვანიძის შეფასებით, ვიზიტი ეხმარება სტუდენტებს პროფესიის სიღრმისეულად შესწავლაში. საშუალებას აძლევს მათ, გაეცნონ საჯარო სექტორს, არსებულ გამოწვევებს და ხელს უწყობს მათ საკუთარი კარიერის
თიბისი კაპიტალის სტუდენტური პროგრამის – “კემპი” მე-5 ნაკადი იწყება. თუ ხარ მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი და გაინტერესებს ფინანსები, ეკონომიკა და საინვესტიციო საბანკო საქმიანობა, პროგრამა შენთვისაა. წარმატებული მონაწილეობის შემთხვევაში, შანსი გაქვს სტაჟიორის, ან შტატიანი თანამშრომლის სტატუსით, ჩვენს გუნდს შემოუერთდე. ასევე, იმ შემთხვევაში, თუკი შენი გუნდი პირველ ან მეორე ადგილზე გავა, ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის აქციების მფლობელი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ბიზნეს ანბანის პროექტის შემოდგომის სეზონის პირველ ნაკადს უმასპინძლა. ორდღიან უფასო ტრენინგს 50-მდე მოსწავლე დაესწრო. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სახალისო და საინტერესო აქტივობებთან ერთად, მეგობრულ გარემოში გაცნობოდნენ ბიზნესის სხვადასხვა სფეროებს. ტრენინგის დასასრულს მოსწავლეებმა მიღებული ცოდნის საფუძველზე ტრენერებს საკუთარი ბიზნეს გეგმებიც წარუდგინეს. ბიზნეს ანბანის პროექტის მონაწილეებს ორენოვანი სერტიფიკატები გადაეცათ.
IBSU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელი, აფილირებული პროფესორი ეკა დევიძე, ასოც. პროფესორი ლალი მიქელაძე და მოწვეული ლექტორი ნინო დევიძე შეხვდნენ ინოვაციების, განათლებისა და ინვესტიციების დეპარტამენტის აღმასრულებელ დირექტორს, ხოსე დიაზ არდილას მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში (UNWTO), რომელიც მდებარეობს მადრიდში, ესპანეთში. IBSU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამების თანამშრომლებს და სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ UNWTO აკადემიის საქმიანობაში.
ბიზნესის სკოლის მენეჯმენტის პროგრამის ინიციატივით, IBSU-ში გაიმართა კომპანია „ტენე“-ს დამფუძნებლის, სანდრო ლილუაშვილის საჯარო ლექცია. სპიკერმა სტუდენტებთან ვრცლად ისაუბრა საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის წამოწყებაზე; ცირკულარულ ბიზნესმოდელებზე – დაფინანსების მოძიებასა და ბაზარზე პოზიციონირებაზე.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის წარმომადგენლებმა ტრადიციული საორიენტაციო შეხვედრა გამართეს სკოლის აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან. შეხვედრა ემსახურებოდა 2023/2024 შემოდგომის სემესტრის სალექციო პროცესთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ ლექტორებისთვის ინფორმაციის მიწოდებას. შეხვედრაზე შემდეგი საკითხები განიხილეს: პროგრამების კლასტერული აკრედიტაცია; აკადემიური კალენდარი; სალექციო პროცესი; სტუდეტთა შეფასება; კრედიტების აღიარება; საგამოცდო პროცესი: სტუდენტებთან კომუნიკაცია და კონსულტაცია; აკადემიური და მოწვეული პერსონალის შეფასება;
IBSU-ს ტურიზმის ქართულენოვან და ინგლისურენოვან საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებს მიენიჭათ სრული აკრედიტაცია 7 წლის ვადით (მომდევნო კლასტერული აკრედიტაციის ვადამდე). ტურიზმის საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელის, ეკა დევიძის განცხადებით, აღნიშნულ პროგრამებში ცვლილებები განხორციელდა ტურიზმის ინდუსტრიაში შრომის ბაზრის, ტურიზმის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის და აკრედიტაციის სტანდარტების მოთხოვნების და კრიტერიუმების გათვალისწინებით; ასევე, ტურიზმის მიმართულების აკადემიური და მოწვეული პერსონალის, სტუდენტების, კურსდამთავრებულების, პრაქტიკის