სიახლეები

    • 18/11/2017

    ღვინის ტური კახეთში

    18 ნოემბერს, ბიზნესის კლუბმა მოაწყო ღვინის ტური კახეთში, სოფელ წინანდალში, კომპანია შუმში. აღნიშნულ ვიზიტის განმავლობაში სტუდენტებმა მოინახულეს იშვიათი ჯიშების საკოლექციო ვენახი,ინფორმაცია მიიღეს ღვინის დაძველების შესახებ და უშუალოდ გაეცნენ მომზადების პროცესს. ტურის განმავლობაში სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და ბოლოს კი დაეგემოვნებინათ აღნიშნული კომპანიის პროდუქტი. ბიზნესის კლუბი მადლობას უხდის კომპანია შუმს მასპინძლობისათვის და ვიმედოვნებთ,

    • 16/11/2017

    შეხვედრა ბიზნესის მართვის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებთან

    2017 წლის 16 ნოემბერს ბიზნესის მართვის ფაკულტეტი შეხვდა ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულებს. შეხვედრა მიზნად ისახავდა ფაკულტეტის მიერ დაგეგმილი ბიზნესის ადმინისტრირების ახალი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის გაცნობას. კურსდამთავრებულები გაეცნენ პროგრამის სტრუქტურას, სასწავლო გეგმას და იმ კოპეტენციებს რაც პროგრამის წარმატებით დასრულების შედეგად მიიღწევა. შეხვედრის ფარგლებში კურსდამთავრებულებმა გამოხატეს საკუთარი მოსაზრება პროგრამის შესახებ და ფაკულტეტის წარმომადგენლებს გაუზიარეს თავიანთი რეკომენდაციები.

    • 14/11/2017

    შეხვედრა ბიზნეს ანბანის მონაწილეებთან

    2017 წლის 8 ნოემბერს ბიზნესის მართვის ფაკულტეტმა უმასპინძლა ბიზნეს ანბანის პროექტის იმ მონაწილეებს, რომლებიც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები გახდნენ. შეხვედრა დატვირთული იყო მონაწილეთა ემოციებითა და მოლოდინებითა. ფაკულტეტის წევრებმა სტუდენტებს რჩევებიც მისცეს. „ბიზნეს ანბანის“ პროექტი ფუნქციონირებს 2014 წლიდან. დღემდე პროექტში მონაწილეობა მიიღო 1000-ზე მეტმა მოსწავლემ როგორც თბილისის, ასევე რეგიონების მასშტაბით. ტრენინგი განკუთვნილია მე-10, მე-11 და

    • 03/11/2017

    დასაქმების ფორუმი

    მოგესალმებით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კარისერის დაგეგმვის სამსახური ყოველ წელს ატარებს დასაქმების ფორუმს, სადაც მონაწილეობას იღებს საქართველოში არსებული სხვადასხვა კომპანია. მოხარულნი ვიქნებით თუ დაგვდებთ პატივს და მიიღებთ მონაწილეობას ჩვენს დასაქმების ფორუმში 28 ნოემბერს 10:00 დან 16:00 მდე. მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში თქვენ დაგჭირდებათ : კომპანიის ბანერი, ლოგო, ასევე ინფორმაცია იმ პირის შესახებ ვინც დაესწრება თქვენი მხრიდან

    • 03/11/2017

    ERAMSUS+ -ის პროექტი

    ძვირფასო სტუდენტებო, ეს სასიამოვნო ინფორმაცია თქვენთვისაა! კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტი, საბაკალავრო პროგრამის ყველა საფეხურის სტუდენტისათვის, ERAMSUS+ -ის პროექტის ფარგლებში, აცხადებს განაცხადების მიღებას გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის. თუ გსურს 1 სემესტრით გაემგზავრო გერმანიაში, სრული დაფინანსებითა და დამატებითი სტიპენდიით ისწავლო ცვიკაუს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში ან სტაჟირება გაიარო რომელიმე წამყვან კომპანიაში გერმანიაში (კომპანიების ზუსტი დასახელება იანვრისათვის გახდება

    • 01/11/2017

    ქართული კომპიუტერული ინოვაციებისა და კიბერ უსაფრთხოების კონფერენცია

    ქართული კომპიუტერული ინოვაციებისა და კიბერ უსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება 16 და 17 ნოემბერს თბილისში, სასტუმრო “პრეფერენსში.” სარეგისრაციო ფრომა A მონაწილეებისთვის, სპიკერებისა და გამოფენისთვის : https://form.jotform.me/72785286241463 სარეგისტრაციო ფორმა B IT-ის პროექტების კონკურსისთვის : https://form.jotform.me/72785860641465