• 18/04/2016

    შზსუ-ს დასაქმების გამოფენის ფორმა

    მოგესალმებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კარიერული დაგეგმვის ცენტრი აწყობს დასაქმების გამოფენას 20 აპრილის 10:30-დან 15:00-მდე. გთხოვთ ინფორმაცია გააზიაროთ სხვა სტუდენტებთანაც და ასევე შეავსოთ ბმულზე მოცემული ფორმა, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი გამოფენის დასაგეგმად მომავლისთვის. იხილეთ ფორმა ამ ბმულზე

    • 15/04/2016

    სემინარი პარალელურ გამოთვლებში

    21 აპრილს, 12:00 საათზე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინოვაციების ლაბორატორიის ორგანიზებით, პარალელური გამოთვლების შესახებ გაიმართება სემინარი. შეხვედრას პორტუგალიის ბრაგანცას პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ხოსე კარლოს რუფინო ამარო გაუძღვება. მას აქვს დოქტორის ხარისხი განაწილებულ და პარალელურ სისტემებში. ასევე, იგი არის ინფორმატიკის მიმართულების კოორდინატორი ბრაგანცას პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში. ხოსე კარლოს რუფინო ამარო ლექციებს კითხულობს ისეთ საგნებში, როგორიცაა: ოპერაციული სისტემები,

    • 14/04/2016

    შეხვედრა DAAD-ის ”უნივერსიტეტისა და ბიზნესის პარტნიორობა” პროგრამის ფარგლებში

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერისტეტში DAAD-ის ”უნივერსიტეტისა და ბიზნესის პარტნიორობა” პროგრამის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასა და DAAD-ის პროექტის წარმომადგენლებს შორის. შეხვედრაზე განიხილეს როგორც პროგრამის მიზნები და მიმდინარეობის პროგრესი, ასევე სამომავლო თანამშრომლობის ფორმატი.