• 02/07/2023

    ბიზნესის სკოლის გუნდი ჰარვარდის ბიზნეს ქეისების კონკურსის ფინალში მე-2 ადგილზე გავიდა

    IBSU-ს ბიზნესის სკოლის გუნდი ‘Goal Diggers’ ჰარვარდის ბიზნეს ქეისების კონკურსის ფინალში მეორე ადგილზე გავიდა და 6,000 ლარის ფულადი პრიზი მიიღო. ჩვენი გუნდი ტრადიციას არ არღვევს და ყოველ წელს კონკურსის საპრიზო ადგილს იკავებს. ‘Goal Diggers’-მა საფინალო დავალებას სხარტი და კრეატიული ახსნა მოუძებნა და საუკეთესო სამეულში მოხვდა. IBSU ასევე ულოცავს სამეულის პირველ და მესამე ადგილებზე გასულ გუნდებს

    • 29/06/2023

    ტურიზმის პროგრამის სტუდენტებმა ფილმის ჩვენება მოაწყვეს

    IBSU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა (მარიამ ბეჭავაია, გუგა ასლამაზიშვილი, გურამ მურღულია, დარეჯან ლიპარტელიანი, ბარბარა ხოხობაშვილი, გიორგი ჯავახიშვილი, მარიამ ჯოხარიძე, ჯიჯი ხაბაზაშვილი, მერაბ ვახტანგაძე, ქეთი სეხნიაშვილი, თათია სირია, თაკო დოხნაძე), საგანმანათლებლო პროგრამის “ღონისძიებების მენეჯმენტი ტურიზმში” ფარგლებში, ფილმის ჩვენება მოაწყვეს.

    • 28/06/2023

    ტურისტული კომპანია ‘ბოდიალა თრეველის’ დამფუძნებლის ლექცია IBSU-ში

    IBSU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა (კესო ანთია, მედეა საცერაძე, სოფიო ქისტაური, გიორგი ღონღაძე, დიანა აკოპოვი), “ღონისძიებების მენეჯმენტი ტურიზმში” ფარგლებში, მოიწვიეს ტურისტული კომპანია ,ბოდიალა თრეველი • Bodiala Travel Agency’-ის დამფუძნებელი, მარიამ ახვლედიანი, რომელმაც სტუდენტებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.

    • 14/06/2023

    ტურიზმის პროგრამის სტუდენტები ველნეს კურორტ “ბიოლის” ესტუმრნენ

    ბიზნესის სკოლის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტებისთვის ჩატარდა გასვლითი ლექცია-ტური სამედიცინო გამაჯანსაღებელ კურორტზე “ბიოლი”, რომელიც კოჯორში მდებარეობს. სტუდენტებმა მოინახულეს კურორტის ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა სივრცე: ბიოლი ჰოლი, ბიოლი ლაუნჯი, პრემიუმ და გრანდ-პრემიუმ კოტეჯები. ველნეს ცენტრში დაათვალიერეს საპროცედურო ოთახები მრავალფეროვანი სერვისებისთვის. ასევე, შეხვდნენ ბიოლის ფიტოთერაპევტს, რომელიც სტუდენტებს მცენარეების და მათი ნაყენების სამკურნალო თვისებებზე ესაუბრა. სტუდენტებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მათთვის

    • 08/06/2023

    საჯარო ლექცია – “ფინანსური სტაბილურობა და ეროვნული ბანკის ინსტრუმენტები“

    ბიზნესის სკოლის ფინანსების პროგრამის ორგანიზებით, IBSU-ში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე “ფინანსური სტაბილურობა და ეროვნული ბანკის ინსტრუმენტები,” რომელსაც უძღვებოდა საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის ანალიზის განყოფილების უფროსი, ალექსანდრე ერგეშიძე. ლექციის ფარგლებში მომხსენებელმა ისაუბრა ეროვნული ბანკის საქმიანობის, ფუნქციებისა და მიზნების შესახებ; როგორ აანალიზებს ეროვნული ბანკი ფინანსური სფეროს და საბანკო სექტორის სტაბილურობას და რა ინსტრუმენტებს იყენებს ამ

    • 07/06/2023

    ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელი პროექტში “Life Beyond Tourism Movement” ჩაერთო

    IBSU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, ეკა დევიძემ მონაწილეობა მიიღო მობილობის სქემის ფარგლებში ინიცირებულ პროექტში სახელწოდებით “Life Beyond Tourism Movement,” რომელსაც ფლორენციამ უმასპინძლა. პროექტის ორგანიზატორი იყო Eurochambres, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდა.