სიახლეები

    • 06/06/2023

    ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელი, სტუდენტები ფლორენციაში ჰიბრიდულ კონფერენციას დაესწრნენ

    IBSU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ეკა დევიძე, მოწვეული ლექტორები ციცი ჯანგიძე და ნინო დევიძე, ტურიზმის პროგრამის სტუდენტებთან ერთად, ფლორენციაში გამართულ ჰიბრიდულ კონფერენციას დაესწრნენ თემაზე „გონება-სხეულისა და მენტალური ჯანმრთელობის ინტეგრაცია.“

    • 06/06/2023

    ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელი სასწავლო ვიზიტით ფლორენციის უნივერსიტეტს ეწვია

    IBSU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ეკა დევიძე და მოწვეული ნინო დევიძე, სასწავლო ვიზიტით ფლორენციის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და მენეჯმენტის სკოლას ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში, ფლორენციის უნივერსიტეტის პროფესორმა, ელენა პირანიმ IBSU-ს წარმომადგენლებს უნივერსიტეტის კამპუსი და ლაბორატორიები გააცნო. უახლოეს მომავალში IBSU და ფლორენციის უნივერსიტეტი ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერენ ხელს, რაც IBSU-ს ტურიზმის პროგრამის სტუდენტებს გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შანსს მისცემს.

    • 01/06/2023

    IBSU-ს უნგრელი და პოლონელი ლექტორები ეწვივნენ

    Erasmus + KA107 გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, IBSU-ს ეწვია უნგრეთის ოტვოშ ლორანდის უნივერსიტეტის დოქტორი, არვა ვალერია და კრაკოვის ეკონომიკური უნივერსიტეტის ლექტორი, რენატა ვინკლერი. უცხოელი სტუმრები შეხვდნენ IBSU-ს რექტორს, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის, ბიზნესის სკოლისა და  განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის წარმომადგენლებს. ვიზიტის ფარგლებში, არვა ვალერიამ საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის ჩაატარა ლექცია თემაზე „ლიტერატურის გამოყენება ინგლისური ენის სწავლების დაწყებით საფეხურზე,” ხოლო რენატა ვინკლერმა წაიკითხა ლექცია თემაზე “გუნდის

    • 29/05/2023

    IBSU-ს თვითმმართველობამ სტუდენტებს პიკნიკზე უმასპინძლა

    IBSU-ს სტუდენტურმა თვითმმართველობამ, ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ბიზნესის სკოლის სტუდენტებს მამკოდაში პიკნიკზე უმასპინძლა. მომდევნო კვირების განმავლობაში, IBSU-ს დანარჩენი სკოლის სტუდენტებისთვისაც მოეწყობა მსგავსი პიკნიკები.

    • 19/05/2023

    IBSU-ს ლექტორი ლაშა ქავთარაძე კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტს ეწვია

    ერაზმუს + გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, IBSU-ს მოწვეული ლექტორი ლაშა ქავთარაძე კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტს ეწვია და წაიკითხა ლექცია სახელწოდებით ” საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები მსოფლიოსთან და რუსეთ-უკრაინის გავლენა კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებზე.

    • 15/05/2023

    IBSU-ს სტუდენტებისთვის გასვლითი ლექცია-ტური მოეწყო

    სასტუმროს მენეჯმენტის საგნის ფარგლებში, IBSU-ს ბიზნესის სკოლის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტებისთვის, ბორჯომში, ლიკანსა და ცემში გასვლითი ლექცია-ტური მოეწყო. IBSU-ს სტუდენტებს საინტერესო ჰაუს ტურები ჩაუტარდათ 5 ვარსკვლავიან სასტუმროში Borjomi Likani და ბუტიკ სასტუმროში Golden Tulip Borjomi. გასვლითი ლექცია-ტურის ფარგლებში, სტუდენტებმა ასევე მოინახულეს მთის კურორტი “განთიადი” ცემში, სადაც კურორტის გენერალურმა მენეჯერმა მათ საინტერესო გამოცდილება გაუზიარა, თუ როგორ ვითარდება თანამედროვე, ველნეს პრინციპებზე დაფუძნებული სასტუმრო

    • 01/05/2023

    საჯარო ლექცია – “რა არის ციფრული მარკეტინგი?”

    კრეატიული სააგენტო IVAKNOWS-ის დირექტორმა, სალომე ივანიაძემ IBSU-ში ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე:“რა არის ციფრული მარკეტინგი, როგორ შეიძლება დასაქმდე ციფრული პროფესიებით.” ლექცია შეეხებოდა მარკეტინგში თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას. სალომემ სტუდენტებს გააცნო ციფრული მარკეტინგის ხელოვნება და მისი პრაქტიკული გამოყენების გზები.

    • 06/04/2023

    შეხვედრა BDO-სთან

    IBSU-ს კარიერის დაგეგმვის სამსახურის ინიციატივით, კომპანია BDO-ს წარმომადგენლები შეხვდნენ ფინანსების, საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის და კომპიუტერული მეცნიერების პროგრამების სტუდენტებს და გააცნეს კომპანიის ფასეულობები, მიმდინარე ვაკანსიები და პროფესიული და კარიერული წინსვლის შესაძლებლობები. ასევე, კომპანიის HR-ის წარმომადგენლებმა ჩაატარეს ტრენინგი თემაზე “როგორ დავწეროთ ეფექტური რეზიუმე და როგორ ვმართოთ გასაუბრებები დამსაქმებელთან”.

    • 02/03/2023

    IBSU-მ პანელურ დისკუსიას უმასპინძლა

    IBSU-ს ბიზნეს სკოლის ორგანიზებით, დღეს გაიმართა პანელური დისკუსიას თემაზე – ქალი ბიზნესში – უპირატესობა თუ გამოწვევა. მოწვეულმა სპიკერებმა, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნინო ზამბახიძემ და კომპანია რადარის დამფუძნებელმა და სასტუმრო პროექტების მმართველმა, მაია მახათაძემ, ისაუბრებს ქალის როლის მნიშვნელობაზე ბიზნეს სამყაროში, მიმოიხილეს ამ მიმართულებით საქართველოში არსებულ რეალობაზე. სპიკერებმა ასევე განიხილავენ გენდერულ საკითხებს.