- 16/12/2022
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა ჰოლიდეი ინნ-ში მონაწილეობა მიიღეს დასაქმების ფორუმში, როგორც ორგანიზაცია ,,ტურიზმი და რეალობა”-ს მოხალისეებმა. ფორუმის პარალელურად გაიმართა საინფორმაციო სესიები: ,,ხელმისაწვდომი დასაქმების პოლიტიკა, რა სურს დამსაქმებელს და რატომ უნდა გვაინტერესებდეს ეს, ეფექტური სამოტივაციო წერილისა და რეზიუმეს შედგენა”. ფორუმზე წარმოდგენილი იყო 30-მდე, სხვადასხვა სფეროში მომუშავე, კომპანია/ორგანიზაცია/Think Tank. აღნიშნული ა.შ.შ. მთავრობის გაცვლითი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ბიზნესის სკოლის ორგანიზებით, გრანთ თორნთონის პროექტის #BeaChangemaker ფარგლებში, საჯარო ლექცია „დროის მართვა და პროდუქტიულობა ჩატარდა. საჯარო ლექციას გრანთ თორნთონ საქართველოს BPS მენეჯერი, გრანთ თორნთონ აკადემიის ტრენერი – მზია გიორგაძე გაუძღვა. საჯარო ლექციაზე სტუდენტებისთვის აქტუალური პროფესიული საკითხების, თუ სფეროში წარმატების მისაღწევად საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევების თემაზე ისაუბრეს.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო მეწარმეობის კვირეულში. ღონისძიება ჩატარდა მრგვალი მაგიდის ფორმატში. დისკუსიაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის რექტორი, ბიზნესის სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მენეჯმენტის საგანმანათლებლო პროგრამის მიმართულების ლექტორები და მეწარმეობის და ინოვაციების სტუდენტური კლუბის წევრები. დისკუსიის დროს გამოითქვა საინტერესო მოსაზრებები უნივერსიტეტში სამეწარმეო აზროვნების და პრაქტიკის განვითარების შესახებ.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სასწავლო კურსის: ,,სამედიცინო-გამაჯანსაღებელი ტურიზმი” ფარგლებში სიმულაცია ,,არომათერაპია” მოეწყო. მოწვეული ლექტორი- ციცი ჯანგიძე. სიმულაციის შემდეგ სტუდენტებმა იმსჯელეს არომათერაპიის როლსა და მნიშვნელობაზე.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის საბაკალავრო პროგრამის (ეთიკის საკითხები ბუღალტრულ აღრიცხვაში საგნის) სტუდენტები ეწვივნენ აუდიტური და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO-ს. ბიზნესის ფაკულტეტის ვიცე-დეკანის, იაშა მურვანიძის შეფასებით, ვიზიტი ეხმარება სტუდენტებს აუდიტის ეთიკის, ბუღალტერიის ქცევის კოდექსების, ბუღალტრული და აუდიტური ფირმების ეთიკური პასუხისმგებლობის, ეთიკის თანამედროვე საკითხების და პროფესიონალი ბუღალტრებისთვის პროფესიის სიღრმისეულად შესწავლაში. საშუალებას აძლევს სტუდენტებს, გაეცნონ თანამედროვე ბიზნეს გარემოს
ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებს! გინდათ მოსინჯოთ თქვენი შესაძლებლობები ბიზნეს ჟურნალისტიკაში? გაიცნოთ ადამიანები, რომლებიც ქმნიან ბიზნეს და ეკონომიკურ ახალ ამბებს? გინდათ ისწავლოთ ბიზნეს და ეკონომიკური ამბის მომზადება? მაშინ უნდა ჩაერთო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ბუღალტრული რეფორმის ბენეფიციართა ფონდის (rsf.ge) ექსპერიმენტულ მედია-პროექტში. ფონდთან დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გთავაზობთ ექსპერიმენტულ მედია-პროექტში მონაწილეობას, რომელიც მიზნად ისახავს
ტურიზმის პროგრამის მესამე და მეოთხე კურსელებისთვის, სასწავლო კურსის: ,,სამედიცინო- ველნეს ტურიზმი (მოწვეული ლექტორი -ციცი ჯანგიძე)” ფარგლებში, 13 ოქტომბერს საჯარო შეხვედრა ჩატარდა, სპიკერი: ნაკო ადამია. ნაკო Be Parent- ის დამფუძნებელი, Invitro Life Clinic – თანადამფუძნებელი და IBSU-ს კურსდამთავრებულია
საქართველოს ფინტექ ასოციაციის ორგანიზებით 7-8-9 ოქტომბერს იმართება მასშტაბური ჰაკათონი ფინანსური ტექნოლოგიების დარგში. ჰაკათონის მიზანია ფინანსური ტექნოლოგიების სხვადასხვა მიმართულებით ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილების და პროდუქტების შექმნა, ფინტექის პუპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება. პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენა, რომლებსაც მიეცემათ შესაძლებლობა იმუშაონ რეალური პრობლემის გადაწყვეტაზე, რომელიც დაეხმარება სხვადასხვა ორგანიზაციას პროდუქტებისა და სერვისების გაუმჯობესებაში, ახალი ტალანტების აღმოჩენასა და
იბსუს პირველკურსელთა საყურადღებოდ თუ ზრუნავ შენს პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაზე, გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და სიამოვნებას განიჭებს საინტერესო ინფორმაციის სხვებისთვის გაზიარება მაშინ ეს სიახლე შენთვისაა გელოდებით ორშაბათს 19 სექტემბერს , 14:00 საათიდან უნივერსიტეტის ღია სივრცეში ჩვენს სტენდთან , რადგან ბიზნეს ანბანის პროექტი იწყებს სტაჟიორების შერჩევის პროცესს. “Basics of Business” ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის პროექტია, რომელიც მიზნად