მულტიდისციპლინური საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

მულტიდისციპლინური საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია

  1. Home
  2. /
  3. კვლევა
  4. /
  5. სამეცნიერო კონფერენციები
  6. /
  7. მულტიდისციპლინური საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია

მე-5 მულტიდისციპლინურ საუნივერსიტეტო სტუდენტურ კონფერენციაზე რეგისტრაცია დაიწყო

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2026 წლის 25 ივნისს უმასპინძლებს რიგით მე-5 მულტიდისციპლინურ საუნივერსიტეტო სტუდენტურ კონფერენციას.

კონფერენციის მიზანია წაახალისოს და ჩართოს სტუდენტები კვლევით საქმიანობაში, ხელი შეუწყოს კვლევითი და ანალიტიკური უნარებისა და ისეთი ტრანსფერული უნარების გამომუშავებას, როგორიცაა დამოუკიდებლად კვლევის განხორციელება, ფართო აუდიტორიის წინაშე გამოსვლა, საკუთარი მოხსენების წარდგენა და მოსაზრებების დაცვა.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ  სხვადასხვა მიმართულების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებს,  რაც ხელს შეუწყობს სტუდენტების მიერ ახალი და საინტერესო იდეების გენერირებას, აზრებისა და გამოცდილების გაზიარებას.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ყველა პროგრამის სტუდენტს.

მიიღება როგორც ინდივიდუალური, ასევე თანაავტორობით შესრულებული ნაშრომები: თანაავტორის არსებობის შემთხვევაში რეგისტრაციისას მიუთითეთ ყველა ავტორის სახელი და გვარი.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი სექციები:

  • ბიზნესი (მარკეტინგი, მენეჯმენტი, ფინანსები, საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი);

  • ეკონომიკა;

  • ტურიზმი;

  • საერთაშორისო ურთიერთობები;

  • ინგლისური ფილოლოგია;

  • სამართალი;

  • განათლების ადმინისტრირება;

  • ამერიკისმცოდნეობა;

  • ციფრული მედია და კომუნიკაცია;

  • საჯარო ადმინისტრირება და სახელმწიფო მმართველობა;

  • ჟურნალისტიკა;

  • ფსიქოლოგია;

  • საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR);

  • კომპიუტერული მეცნიერება;

  • მენეჯმენტი და ინფორმაციული ტექნოლოგიები;

  • არქიტექტურა;

  • მედიცინა.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ წარმოადგინონ აბსტრაქტები ინგლისურ ან ქართულ ენებზე, ქვემოთ მოყვანილი მოთხოვნების შესაბამისად:

  • არაუმეტეს 300 სიტყვისა;

  • ქართული: MS Word (A4 ფორმატი, Sylfaen, შრიფტის ზომა 11);

  • ინგლისური: MS Word (A4 ფორმატი, Times New Roman, შრიფტის ზომა 12);

  • სათაური არაუმეტეს 15 სიტყვისა;

  • დაურთეთ: ნაშრომის სათაური, ავტორ(ებ)ის სრული სახელი(ები), მიმართულება (დარგი), ელექტრონული ფოსტის მისამართი(ები);

  • საკვანძო სიტყვები – მინიმუმ 4;

  • გრაფიკების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ნაშრომის მოცულობის 20%-ს

 

სრული ნაშრომები ქართულ ან ინგლისურ  ენაზე:

  • 3000-8000 სიტყვა, ცხრილებისა და მითითებების ჩათვლით;

  • ქართული: MS Word (A4 ფორმატი, Sylfaen, შრიფტის ზომა 11);

  • ინგლისური: MS Word (A4 ფორმატი, Times New Roman, შრიფტის ზომა 12);

  • სათაური არაუმეტეს 15 სიტყვისა;

  • აბსტრაქტები;

  • ყველა ნაშრომი უნდა შეიცავდეს: შესავალს, ლიტერატურის მიმოხილვას, მეთოდოლოგიას, დასკვნებს/შედეგებს, გამოყენებული ლიტერატურის სიას;

  • ყველა ნაშრომი უნდა შეესაბამებოდეს ციტირებისა და დამოწმებების APA6 სტანდარტებს;

  • ქართული ნაშრომები უნდა შეიცავდეს ინგლისურენოვან აბსტრაქტებს.

 

რეგისტრაციისა და სრული ნაშრომების ჩაბარების ვადა:

აბსტრაქტების ჩაბარების ბოლო ვადა: 10 ივნისი

სრული ნაშრომების ჩაბარების ბოლო ვადა: 10 ივლისი

აბსტრაქტი/სრული ნაშრომი გამოაგზავნეთ ელ-ფოსტაზე: conference@ibsu.edu.ge

კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი, ხოლო ნაშრომები გამოქვეყნდება კონფერენციის მოხსენებათა კრებულში ელექტრონული სახით.

კონფერენციის ჩატარების თარიღი: 2026 წლის 25 ივნისი

კონფერენციის ჩატარების ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ, 2, B ბლოკი, III სართული, დიდი საკონფერენციო დარბაზი

კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური.

კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა

რეგისტრაცია: გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია მითითებული ბმულის მეშვეობით.

დასტურს კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ მიიღებთ მხოლოდ სრულყოფილად რეგისტრაციის (მათ შორის აბსტრაქტის წარმოდგენის) შემთხვევაში, არაუგვიანეს 17 ივნისისა.

ნუნუკა მიცკევიჩი ვიცე-პრეზიდენტი კვლევის და ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით
გოგა ბუჩაშვილი ვიცე-პრეზიდენტი ადმინისტრაციის მიმართულებით
თეა კბილცეცხლაშვილი კვლევებისა და საერთაშორისო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
სოფიო გელაშვილი კვლევებისა და საერთაშორისო პროექტების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი
თამარ შიოშვილი დეკანი, განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა
მარიკა კლდიაშვილი დეკანი, ბიზნესის სკოლა
იოსებ ვარძელაშვილი დეკანი, სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა
მარინა რაზმაძე დეკანი, კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლა
ნანა ნიკოლაიშვილი მედიცინის პროგრამის ხელმძღვანელი
ნია თოდუა მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) პროგრამების ხელმძღვანელი
მაკა ბუღულაშვილი მენეჯმენტის პროგრამის ხელმძღვანელი
ნინო ტალიკაძე საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის პროგრამის ხელმძღვანელი
ეკა დევიძე ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელი
ნიკა ჩიტაძე, ბაია ივანეიშვილი საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელი
მაია ჩქოტუა ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი
ქეთევან ქოქრაშვილი სამართლის პროგრამის ხელმძღვანელი
ეკა ფიფია განათლების პროგრამის ხელმძღვანელი
თამარ შიოშვილი ამერიკისმცოდნეობის პროგრამის ხელმძღვანელი
დალი ოსეფაშვილი ციფრული მედია და კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი
თამარ კაკუტია საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი
მაგდა მემანიშვილი ჟურნალისტიკის პროგრამის ხელმძღვანელი
თეონა გუბიანური ფსიქოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი
ნიკო აბზიანიძე კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამის ხელმძღვანელი
გიორგი ცუცქირიძე არქიტექტურის პროგრამის ხელმძღვანელი