სიახლეები

- 06/06/2024
Scopus-ის მიხედვით, IBSU კერძო უნივერსიტეტებს შორის მე-2 ადგილზეა
საერთაშორისო სამეცნიერო ბაზა Scopus-ის მიხედვით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოში კერძო უნივერსიტეტებს შორის მეორე ადგილზეა.
ბოლო ხუთი წლის ტოპ-15 ყველაზე გავლენიან სტატიებს შორის კი მოხვდა “Macroeconomic Determinants of Household Consumptions in Georgia” და “Determinants of Bilateral Trade Balance Between Georgia and China,” რომლის ავტორები არიან IBSU-ს ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი აზერ დილანჩიევი და თენგიზ თაქთაქიშვილი.
ორივე შემთხვევაში, Scopus-ი დაეყრდნო არა მხოლოდ ციტირებების რაოდენობას, არამედ სფეროს მიხედვით შეწონილ ციტირებებს.
სამეცნიერო გავლენის მიხედვით, ქართული ტოპ-24 უნივერსიტეტის რეიტინგი Forbes-მა გამოაქვეყნა.
🔗 ვრცლად: https://bit.ly/3X6eToJ