პროგრამის მიზანი
ინგლისური ფილოლოგიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზნები შეესაბამება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მისიას, სტრატეგიულ მიზანს და თანხვედრაშია შრომის ბაზრის მოთხოვნებთან.
- პროგრამის მიზანია მოამზადოს ინგლისური ფილოლოგიის ბაკალავრი – სპეციალისტები, რომელთაც გააჩნიათ თანამედროვე მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისი ფართო ცოდნა და უნარ-ჩვევები, რაც უზრუნველყოფს მათ წარმატებით დასაქმებას ქართულ შრომის ბაზარზე და ასევე მათ კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო შრომის ბაზარზე.
- პროგრამის მიზნია კურსდამთავრებულები ფლობდნენ ინგლისურ ენას (წერა, კითხვა, საუბარი, მოსმენა) მინიმუმ B2 დონეზე (საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს (CEFR) შესაბამისად) და
- ჰქონდეთ დარგის შესაბამისი ფართო თეორიული ცოდნა, რომელიც მოიცავს დარგის შესაბამისი თეორიების და პრინციპების კრიტიკულ გააზრებას (ენის, ენათმეცნიერების, ლიტერატურის, კულტურის, ისტორიის მიმართულებით) და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს (ინგლისურ ენაზე ლიტერატურული ტექსტების კრიტიკული ანალიზი და კვლევა, ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და ზეპირსიტყვიერი და/ან წერილობითი ფორმით წარდგენა).
პროგრამაზე ჩარიცხვის წესი
საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტთა ჩარიცხვა ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. პროგრამაზე სწავლის უფლება ეძლევა სრული ზოგადი განათლების მქონე პირს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მესამე სავალდებულო საგნად აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს ისტორია ან ლიტერატურა. ამასთან აბიტურიენტმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უცხოური ენებიდან უნდა ჩააბაროს მხოლოდ ინგლისური ენა და მოთხოვნილია 60%+1 ზღვარის გადალახვა. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ჩარიცხვა შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე. პროგრამაზე დაშვების პირობები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის იხილეთ ბმულზე – https://iro.ibsu.edu.ge/en/home. საერთაშორისო სტატუსის მქონე აბიტურიენტის შემთხვევაში, კანდიდატმა უნდა დაადასტუროს ზოგადი ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნის კომპეტენცია (საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს (CEFR) მიხედვით). კანდიდატი რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო სერთიფიკატებს მითითებული მინიმალური ზღვარის გათვალისწინებით (FCE-159, TOEFL IBT – 71, IELTS – 4.5 და ა.შ.) თავისუფლდება ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარებისგან.
მობილობის წესით ჩარიცხვა ხორციელდება წელიწადში ორჯერ. შიდა მობილობა ხორციელდება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე www.ibsu.edu.ge). გარე მობილობა ხორციელდება სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: www.eqe.ge).
შენიშვნა: უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე https://iro.ibsu.edu.ge/ka/მიღება/ ).
დასაქმების სფერო
ინგლისური ფილოლოგიის კურსდამთავრებულები შეიძლება დასაქმდნენ როგორც კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებში, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებში, სადაც ზოგადი ჰუმანიტარული განათლების მქონე ფილოლოგის კვალიფიკაციის მქონე ინგლისური ენის სპეციალისტის მოთხოვნაა. დასაქმების შესაძლო სფეროებია:
- ადგილობრივი და საერთაშორისო ინსტიტუტები/ასოციაციები/კავშირები/საზოგადოებები;
- სამეცნიერო, კვლევითი და საგანმანათლებლო ცენტრები;
- სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო შეზღუდვების გათვალისწინებით);
- ინგლისური ენის სპეციალიტებად ენათა ცენტრებში;
- საბიბლიოთეკო ქსელი;
- რედაქციები და გამომცემლობები;
- პროფესიული გაერთიანებები;
- დიპლომატიური წარმომადგენლობები;
- სახელმწიფო/კერძო რადიო და სატელევიზიო არხები და მედია ცენტრები;
- საინფორმაციო და ტურისტული სააგენტოები;
- ტურიზმის სფერო.
კურსდამთავრებულებს შეუძლიათ სწავლა გააგრძელონ უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (მაგისტრატურა) მათთვის საინტერესო დარგის მიმართულებით კანონით დადგენილი წესისამებრ.
შენიშვნა: პროგრამის თავისუფალი კომპონენტის ფარგლებში (65 კრედიტი) სტუდენტს შეუძლია აირჩიოს ინგლისური ენის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.
სწავლის საფასური
საქართველოს მოქალაქეებისათვის: 4190 ლარი.
საერთაშორისო სტუდენტებისთვის: 4500 აშშ დოლარი.
________________________________________________________________________________________________
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ინგლისური ფილოლოგიის ბაკალავრი
სწავლების ენა: ინგლისური
ხანგრძლივობა და კრედიტები: 240 კრედიტი
საკონტაქტო ინფორმაცია
პროგრამის ხელმძღვანელი: მაია ჩქოტუა, აფილირებული ასოცირებული პროფესორი, დოქტორი
ელ–ფოსტა: mchkotua@ibsu.edu.ge
ტელეფონი: + 995 322 800 064
მისამართი: N2, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ, 0130, თბილისი, საქართველო
ოთახი: A305