ლუბლინის მეწარმეობისა და ადმინისტრირების საუნივერსიტეტო კოლეჯი ერაზმუს პლუსის მობილობის პროგრამაზე მიღებას აცხადებს. განცხადების გაგზავნა შეუძლიათ ბიზნესის სკოლისა და კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის სტუდენტებს გაზაფხულის სემესტრი: თებერვალი/ივნისი/ივლისი აპლიკაციის საბოლოო ვადა:...
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა და კანარის კუნძულების საერთაშორისო უნივერსიტეტმა ერაზმუს პლუსის გაცვლით პროგრამასა და სტაჟირებაზე მიღება გამოაცხადეს. განცხადების გაგზავნა შეუძლიათ ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს. განცხადების გაგზავნის საბოლოო ვადა: 29 ნოემბერი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ბიზნეს ანბანის პროექტის შემოდგომის სეზონის პირველ ნაკადს უმასპინძლა. ორდღიან უფასო ტრენინგს 50-მდე მოსწავლე დაესწრო. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სახალისო და საინტერესო აქტივობებთან ერთად, მეგობრულ გარემოში გაცნობოდნენ ბიზნესის სხვადასხვა...
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ღია კარის დღის ფარგლებში 174-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ. პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა თამარ შოშიაშვილმა და მარკეტერებმა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს IBSU-ს საგანმანათლებლო პროგრამები და შეთავაზებები გააცნეს.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი თამარ შოშიაშვილი, ბიზნესის სკოლის დეკანი ილია ბოცვაძე და მარკეტერები ილია ვეკუას სახელობის თბილისის 42-ე საჯარო სკოლას ეწვივნენ. ინტერაქტიურ შეხვედრაზე IBSU-ს წარმომადგენლებმა დამამთავრებელი...
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს თბილისის #208 საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელები ეწვივნენ. "სოციალური ქცევის" ფარგლებში, ბავშვები ბიბლიოთეკაში მოქცევის წესებს გაეცნენ.
საჯარო სამსახურის ბიურო გთავაზობთ რესურსებს და სახელმძღვანელოებს, რომლებიც განკუთვნილია არა მხოლოდ საჯარო მოხელეებისთვის, არამედ განვითარების ნებისმიერი მსურველისთვის. ერთ სივრცეში არსებული რესურსები დაგეხმარებათ გაიზარდოთ პროფესიულად და განავითაროთ ზუსტად ის უნარები და...
ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ინიციატივით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს საფეხბურთო კომენტატორი და პროდიუსერი სანდრო ცნობილაძე ეწვია. ინტერაქტიულ შეხვედრაზე სანდრო ცნობილაძემ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.
IBSU-ს სტუდენტების ორგანიზებით, შემოდგომის სემესტრში განახლდა ტრენინგ-კურსი “სამართალი მოსწავლეებისთვის”. ტრენინგის ფარგლებში სკოლის მონაწილეებმა შეისწავლეს სამართლის საფუძვლები, დარგები და პროფესიები, სასამართლო სისტემის თავისებურებები, იმსჯელეს ადამიანის უფლებებზე, დანაშაულების სახეებსა და სხვა მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებზე. ტრენინგის მიმდინარეობისას მოსწავლეები მუშაობდნენ კაზუსების ამოხსნაზე, ითამაშეს როლური თამაშები და ჰქონდათ დებატები. “სამართალი მოსწავლეებისთვის” IBSU-ს ყოველთვიური...